მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში, "კოვიდისგან დასაცავად", დიდ კედელს აშენებენ - რას გეგმავს რეალურად ჩინეთის მთავრობა და რა არის კედლის აშენების ნამდვილი მიზეზი
ჩინეთში, "კოვიდისგან დასაცავად", დიდ კედელს აშენებენ - რას გეგმავს რეალურად ჩინეთის მთავრობა და რა არის კედლის აშენების ნამდვილი მიზეზი

ჩი­ნე­თი ახალ დიდ კე­დელს აშე­ნებს: ქვეყ­ნის სამ­ხრეთ სა­ზღვარ­თან ბა­რი­ე­რე­ბის მა­სი­უ­რი სის­ტე­მა იმ მიზ­ნით აშენ­დე­ბა, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე აცხა­დებს თა­ვად ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბა. მე­დი­ამ მას "ანტი-კო­ვი­დუ­რი დიდი კე­დე­ლი" უწო­და.

ექ­სპერ­ტებს კი სჯე­რათ, რომ კედ­ლის აშე­ნე­ბის გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მიზ­ნის გარ­და, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბას სხვა მო­ტი­ვიც ამოძ­რა­ვებს..

კა­რინ დინი, რო­მე­ლიც ეს­ტო­ნეთ­ში, ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩი­ნეთ­სა და მი­ან­მარს შო­რის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვლე­ვა­რია, The Wall Street Journal-ს ესა­უბ­რა. მან ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ ჩი­ნე­თი თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის აღ­კვე­თას ცდი­ლობს.

სა­ზღვრის შე­მო­ღობ­ვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შე­უ­წყობს ხელს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ესაა კი­დევ ერთი ზე­სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მისი ნაკ­ლე­ბად იღ­ბლი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბის ხარ­ჯზე, იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მის­კენ მი­ის­წრაფ­ვის.

WSJ-ის ცნო­ბით, სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნებს უკვე შე­ექ­მნათ ჩი­ნე­თის ახა­ლი დიდი კედ­ლის გამო პრობ­ლე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, ვი­ეტ­ნა­მის პრო­ვინ­ცი­ის - Quang Ninh-ის სოფ­ლის მახ­ლობ­ლად აღ­მარ­თუ­ლი ბა­რი­ე­რის გამო, ფერ­მე­რებს პი­რუ­ტყვი ჩვე­ულ სა­ძოვ­რებ­ზე ვე­ღარ გა­დაჰ­ყავთ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­ზღვარს ვერც ხე­ე­ბის მო­საჭ­რე­ლად, ან ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­თან სა­ვაჭ­როდ ვე­ღარ კვე­თენ.

რო­გორც ჩანს, ჩი­ნე­თი თა­ვის ზო­გი­ერთ მო­ქა­ლა­ქეს აი­ძუ­ლებს სამ­ხრე­თის სა­ზღვარს, სა­დაც კე­დე­ლი შენ­დე­ბა, უდა­რა­ჯონ. WSJ-ის მი­ხედ­ვით, მათ სა­მუ­შა­ო­ში ფულ­საც არ უხ­დი­ან და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან 24 სა­ა­თი გა­სამ­რჯე­ლოს გა­რე­შე უდა­რა­ჯონ სა­ზღვარს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, პე­კი­ნის ერთ-ერთი მი­ზა­ნი კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი­სა და ლტოლ­ვი­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვაა, პან­დე­მი­ას კი უბ­რა­ლოდ იმი­ზე­ზე­ბენ კედ­ლის ასა­შე­ნებ­ლად.

წყა­რო: Wall Street Journal

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ჩინეთში, "კოვიდისგან დასაცავად", დიდ კედელს აშენებენ - რას გეგმავს რეალურად ჩინეთის მთავრობა და რა არის კედლის აშენების ნამდვილი მიზეზი

ჩინეთში, "კოვიდისგან დასაცავად", დიდ კედელს აშენებენ - რას გეგმავს რეალურად ჩინეთის მთავრობა და რა არის კედლის აშენების ნამდვილი მიზეზი

ჩინეთი ახალ დიდ კედელს აშენებს: ქვეყნის სამხრეთ საზღვართან ბარიერების მასიური სისტემა იმ მიზნით აშენდება, რომ თავიდან აიცილონ კოვიდ-19-ის გავრცელება, ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს თავად ჩინეთის მთავრობა. მედიამ მას "ანტი-კოვიდური დიდი კედელი" უწოდა.

ექსპერტებს კი სჯერათ, რომ კედლის აშენების გაჟღერებული მიზნის გარდა, ჩინეთის მთავრობას სხვა მოტივიც ამოძრავებს..

კარინ დინი, რომელიც ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში ჩინეთსა და მიანმარს შორის სასაზღვრო ურთიერთობების მკვლევარია, The Wall Street Journal-ს ესაუბრა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ჩინეთი თავისი საზღვრების სრულად უზრუნველყოფასა და ლტოლვილთა ნაკადის აღკვეთას ცდილობს.

საზღვრის შემოღობვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა კიდევ ერთი ზესახელმწიფო, რომელიც მისი ნაკლებად იღბლიანი მეზობლების ხარჯზე, იზოლაციონიზმისკენ მიისწრაფვის.

WSJ-ის ცნობით, საზღვრის მიმდებარე რეგიონებს უკვე შეექმნათ ჩინეთის ახალი დიდი კედლის გამო პრობლემები. მაგალითად, ვიეტნამის პროვინციის - Quang Ninh-ის სოფლის მახლობლად აღმართული ბარიერის გამო, ფერმერებს პირუტყვი ჩვეულ საძოვრებზე ვეღარ გადაჰყავთ.

ადგილობრივები საზღვარს ვერც ხეების მოსაჭრელად, ან ახლომდებარე სოფლებთან სავაჭროდ ვეღარ კვეთენ.

როგორც ჩანს, ჩინეთი თავის ზოგიერთ მოქალაქეს აიძულებს სამხრეთის საზღვარს, სადაც კედელი შენდება, უდარაჯონ. WSJ-ის მიხედვით, მათ სამუშაოში ფულსაც არ უხდიან და იძულებულები არიან 24 საათი გასამრჯელოს გარეშე უდარაჯონ საზღვარს.

ექსპერტების თქმით, პეკინის ერთ-ერთი მიზანი კონტრაბანდისტებისა და ლტოლვილების შემოდინების თავიდან აცილება და საზღვრის ჩაკეტვაა, პანდემიას კი უბრალოდ იმიზეზებენ კედლის ასაშენებლად.

წყარო: Wall Street Journal

მოამზადა ანა სიბოშვილმა