მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ
კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

კუჭ-ნაწ­ლავ­ზე ზრუნ­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. დღეს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არა­ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის არა­ერ­თი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. მათი თა­ვი­დან არი­დე­ბა ჯან­სა­ღი კვე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უწყობს ხელს და გარ­კვე­ულ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ერთ-ერთი ასე­თია რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი.

რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო მათ­ში შე­მა­ვა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­მოა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი - პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი - ცო­ცხა­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნონ ადა­მი­ანს, კერ­ძოდ, და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი ორ­გა­ნიზ­მის მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა. ისი­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს აძ­ლი­ე­რე­ბენ. პრო­ბი­ო­ტი­კებს ხში­რად კე­თილ ბაქ­ტე­რი­ებს უწო­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ ცუდ ბაქ­ტე­რი­ებს ებ­რძვი­ან. ისი­ნი ერ­თგვა­რი ბა­რი­ე­რის ეფექტს ქმნი­ან, ნაწ­ლა­ვებს ცუდი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იცა­ვენ, ამას­თან, ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკსაც ამ­ცი­რე­ბენ, რად­გან ორ­გა­ნიზ­მში პა­რა­ზი­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უშ­ლი­ან ხელს. გარ­და ამი­სა, პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს.

პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის ჯგუფ­ში ბევ­რი ტი­პის ბაქ­ტე­რია შე­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ლაქ­ტო­ბა­ცი­ლა, ანუ რძისმჟა­ვას ბაქ­ტე­რია და ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ი­ღოს. ამ მხრივ, მა­წო­ნი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რად­გან ის ბუ­ნებ­რივ პრო­ბი­ო­ტი­კებს შე­ი­ცავს. მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ მაწ­ვნის შე­ნახ­ვის ვადა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლეა.

ცნო­ბი­ლია, რომ ცხი­მი­ა­ნი და მძი­მე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის მა­ღა­ლი რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვე­ბით კი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უზ­მო­ზე ცხი­მი­ა­ნი, დატ­ვირ­თუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ­დე 1 ჭიქა მა­წონს ჭა­მენ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბის და­ბა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ უზ­მო­ზე მცი­რე ულუ­ფა მაწ­ვნის მირ­თმე­ვა აუმ­ჯო­ბე­სებს ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას და ხელს უწყობს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას. თუმ­ცა მათ­თვის, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბა აწუ­ხებს, მაწ­ვნის უზ­მო­ზე მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­სურ­ვე­ლია, მჟა­ვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მო­ი­წეს­რი­გოთ და მხო­ლოდ შემ­დეგ და­ი­წყოთ მაწ­ვნის უზ­მო­ზე მირ­თმე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვი ერ­თა­დერ­თი არაა, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც მა­წო­ნი უწყობს ხელს. ის ებ­რძვის გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს, დი­ა­ბეტს, დეპ­რე­სი­ას და კი­დევ არა­ერთ სხვა და­ა­ვა­დე­ბას.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა რძის ნა­წარ­მის კი­დევ ერთი სა­ხე­ო­ბა - ხაჭო. ხა­ჭოს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი უმე­ტე­სად ამინმჟა­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით აიხ­სნე­ბა, ესე­ნია: მე­თი­ო­ნი­ნი, ქო­ლი­ნი და ლე­ცი­ტი­ნი. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ხა­ჭოს უნა­რი შეს­წევს, შე­ა­ჩე­როს ან თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლოს ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი გა­დაგ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც არა­ხელ­საყ­რე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია. ამ ფაქ­ტო­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მი­ღე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­ვედ­რა. ამ­დე­ნად, ხაჭო სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით ხაჭო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის დროს. ჭარ­ბი წო­ნი­სა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს უცხი­მო ან ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ან ხა­ჭოს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ცვლის ნორ­მა­ლი­ზე­ბის უნა­რი შეს­წევს.

რძის ნა­წარ­მი, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის ასე სა­სარ­გებ­ლოა, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც. „სს ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ ტექ­ნო­ლო­გის ნინო ბუ­რძგლას გან­მარ­ტე­ბით, მათ ნა­წარ­მი­დან ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი იწარ­მო­ე­ბა.

„ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ცია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და ამავდრო­უ­ლად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ცაა. „დღის“ პრო­დუქ­ტე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს, რად­გან ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნა­წარ­მია. ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით უკომ­პრო­მი­სო­ე­ბი ვართ. წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან ნედ­ლე­ულს ვი­ყე­ნებთ. ტრა­დი­ცი­უ­ლი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­წარ­მო­ებთ აი­რან­საც, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის, ისე სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ ტექ­ნო­ლო­გი .

თუ თქვენ ჯერ კი­დევ არ და­გი­წყი­ათ რძის ნა­წარ­მის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა, აღარ გა­და­დოთ. თუკი დარ­წმუნ­დით მაწ­ვნის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებ­ში, მი­ირ­თვით მისი ერთი ულუ­ფა უზ­მო­ზე, ხოლო რძის ნა­წარ­მის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხაჭო, არა­ჟა­ნი, რძე და ა. შ. - დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­დეგს მა­ლე­ვე და­ი­ნა­ხავთ. თქვე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს და არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას მო­ახ­დენთ. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, მაწ­ვნი­თა და ჩიას თეს­ლით შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ პუ­დინ­გი და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თვათ.

ავტორი:

კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

კუჭ-ნაწლავზე ზრუნვა მარტივი ნამდვილად არაა. დღეს, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არაჯანსაღად იკვებება, კუჭ-ნაწლავის არაერთი პრობლემა იჩენს თავს. მათი თავიდან არიდება ჯანსაღი კვებითაა შესაძლებელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული პროდუქტების რეგულარული მიღება, რომელიც კუჭ-ნაწლავის გამართულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს და გარკვეულ პროფილაქტიკურ საშუალებებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ერთ-ერთი ასეთია რძემჟავა პროდუქტები.

რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლო მათში შემავალი ბაქტერიების გამოა. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

ცნობილია, რომ ცხიმიანი და მძიმე საკვების მიღება ნაწლავის ანთებისა და სხვა დაავადებების გაჩენის მაღალი რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. უკანასკნელი კვლევებით კი დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც უზმოზე ცხიმიანი, დატვირთული საკვების მიღებამდე 1 ჭიქა მაწონს ჭამენ, სხვებთან შედარებით ნაწლავის ანთების დაბალი რისკის ქვეშ არიან. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ უზმოზე მცირე ულუფა მაწვნის მირთმევა აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. თუმცა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მაღალი მჟავიანობა აწუხებს, მაწვნის უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის. სასურველია, მჟავიანობის პრობლემა მოიწესრიგოთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მაწვნის უზმოზე მირთმევა.

აღსანიშნავია, ისიც რომ კუჭ-ნაწლავი ერთადერთი არაა, რომლის ჯანმრთელობასაც მაწონი უწყობს ხელს. ის ებრძვის გულის დაავადებებს, დიაბეტს, დეპრესიას და კიდევ არაერთ სხვა დაავადებას.

კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა რძის ნაწარმის კიდევ ერთი სახეობა - ხაჭო. ხაჭოს სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინმჟავების შემცველობით აიხსნება, ესენია: მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი დამსახურებით ხაჭოს უნარი შესწევს, შეაჩეროს ან თავიდან აგვაცილოს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, რომელიც არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ზედმეტად ცხიმიანი საკვების ინტენსიური მიღება, ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრა. ამდენად, ხაჭო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. სამკურნალო მიზნით ხაჭო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიან ხაჭოს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევს.

რძის ნაწარმი, რომელიც კუჭ-ნაწლავისთვის ასე სასარგებლოა, საკმაოდ პოპულარულია ქართულ ბაზარზეც. „სს ნიკორას“ შვილობილი ბრენდის, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „დღის პროდუქტების“ ტექნოლოგის ნინო ბურძგლას განმარტებით, მათ ნაწარმიდან ყველაზე დიდი რაოდენობით რძემჟავა პროდუქტები იწარმოება.

„ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქცია ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად, მრავალფეროვანიცაა. „დღის“ პროდუქტები მომხმარებელს ძალიან უყვარს, რადგან ის მაღალი ხარისხის ნაწარმია. ხარისხთან დაკავშირებით უკომპრომისოები ვართ. წარმოების პროცესში მხოლოდ ევროპული წარმოების ყველაზე ხარისხიან ნედლეულს ვიყენებთ. ტრადიციული რძემჟავა პროდუქტების პარალელურად, ვაწარმოებთ აირანსაც, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა როგორც კუჭ-ნაწლავისთვის, ისე სხვა ორგანოებისთვის,“ - განმარტავს „დღის პროდუქტების“ ტექნოლოგი .

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ რძის ნაწარმის რეგულარული მიღება, აღარ გადადოთ. თუკი დარწმუნდით მაწვნის სასარგებლო თვისებებში, მიირთვით მისი ერთი ულუფა უზმოზე, ხოლო რძის ნაწარმის სხვა სახეობები, როგორიცაა ხაჭო, არაჟანი, რძე და ა. შ. - დღის განმავლობაში, შედეგს მალევე დაინახავთ. თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა გამართულად ფუნქციონირებას დაიწყებს და არაერთი დაავადების პრევენციას მოახდენთ. მრავალფეროვნებისთვის, მაწვნითა და ჩიას თესლით შეგიძლიათ მოამზადოთ პუდინგი და კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვათ.