ავტორი:

"სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება სახელმწიფოს 5 ათასი დაუჯდა... ამაზე ისაუბრეთ" - პროკურორი სააკაშვილს

"სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება სახელმწიფოს 5 ათასი დაუჯდა... ამაზე ისაუბრეთ" - პროკურორი სააკაშვილს

რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ!,- ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაწეულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულის საპასუხოდ, პროკურორს შემდეგი სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ: „ ეს რეაქცია რას ნიშნავს?! ეს პროპაგანდა რას ნიშნავს?! სახე არ დაკარგოთ, რა განცხადებებს აკეთებთ?! სირცხვილია, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია!“

ცნობისთვის, სასამართლო პროცესი, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.