ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის პროცესებზე მხოლოდ საკუთარი შვილის მოსანახულებლად დადის.
"მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებზე ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ. დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს.
რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, გუშინდელს თუ ხვალინდელს - ჩემთვის ეს ყველაფერი ერთია, ერთი დიდი უსამართლობა," - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ეს უტიფარი დედა-შვილი! როგორც კი მათ ქონებას შეეხებიან, მაშინვე ტყუილებს თხზავენ, ან სიტყვას ბანზე გიგდებენ. გუშინდელ სასამართლოზე რით ახსნა მიშამ მილიონების გაფლანგვა, უკრაინის ჰიმნის შესრულებით? მოსამართლეც უსმენს, იმის მაგივრად, რომ განსახილველ საკითხს დაუბრუნდეს. აუტანელია უკვე ამ ცირკის ყურება!
Мети рага гиндат шен да шенма швилма шечамет да гадаипормет квелапери магари гоими оджахиа