იტალიამ გააუქმა კოვიდშეზღუდვა, რომელიც გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებას გულისხმობს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანსას მიერ დადგენილი ახალი წესების თანახმად, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადეებს ტარება მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში იქნება საჭირო.
იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში თანდათან მცირდება, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი ისევ მაღალი რჩება და 300-დან 450-მდე მერყეობს.
გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება ესპანეთშიც. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საავადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა. თუმცა, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, მათ შორის ტრანსპორტში და ისეთ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შორის 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
იტალიასა და ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება უქმდება
09:43 / 09-02-2022
იცით რა გითხრათ!? თქვენ საკუთარ ცოდვებს მიხედეთ, ნუ დაიმძიმებთ თავს, თუ არა ილია შიოლაშვილისათვის ეს სულერთია, იმდენი ცოდვა აქვს აკიდებაში. აბა, რას წარმოადგენს ეს განვლილი წლები საქართველოში, თუ 1990 ათის გამყოფთან არ დგას, ჯოჯოხეთის შექმნისა, სადაც უკრაინა აჩენებს იმას, თუ რას წარმოვადგენთ დიდების თამასში!? გიხაროდეთ!
ეს ჩვენთან შარშან საარჩევნოდ გააუქმეს,თანაც ყველა დამრღვევს ჯარიმებიც ჩამოწერეს,აი რას ნიშნავს ნამდვილი (დემოკრატია)