პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წლის ასაკში დამწვარი შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიმღერით გადარჩენილი სხვისი შვილი - "ვერ მიცანი, პანჩო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქეო..."
2 წლის ასაკში დამწვარი შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიმღერით გადარჩენილი სხვისი შვილი - "ვერ მიცანი, პანჩო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქეო..."

ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერტს“ ამ­ჯე­რად მუ­სი­კო­სი პან­ჩო სტუმ­რობ­და. მუ­სი­კოს­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მისი 2 წლის შვი­ლი და­იწ­ვა და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სიკ­ვდილს ებ­რძო­და. სა­ა­ვამდყო­ფო­ში მყოფ მუ­სი­კოსს მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი­დევ ერთი მძი­მე ამ­ბა­ვი გა­დახ­და, მას უც­ნო­ბი ბი­ჭის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ისე მო­უ­წია, რომ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და...

პან­ჩო:

"გი­ორ­გი ორი წლის იყო, გი­ორ­გო­ბა დღეს მისი ნათ­ლია და რამ­დე­ნი­მე სტუ­მა­რი დავ­პა­ტი­ჟე. ბავ­შვი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და, სა­დაც ქვა­ბით წყა­ლი იდგა, დუღ­და. მო­კი­და ხელი და ზედ გა­და­ის­ხა. შოკ­ში იყო, მთლი­ა­ნად გა­თეთრდა და გული წა­უ­ვი­და. გავ­შეშ­დი, ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ვა­კე­თე. ნათ­ლი­ამ უცებ მო­კი­და ხელი, შე­ვარ­და ვა­ნა­ში და ცივ წყალ­ში ჩა­აგ­დო. ამან გა­და­არ­ჩი­ნა, ეს რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ვერ იცო­ცხლებ­და.

გი­ორ­გი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე და ჩემ მე­უღ­ლეს, მა­რი­ნას მე­სა­მე სარ­თულ­ზე ერთი პა­ლა­ტა მოგ­ვცეს, იქ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით.

ბავ­შვი პირ­ველ სარ­თულ­ზე იწვა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, სა­დაც არა­ვის უშ­ვებ­დნენ, კარი და­კე­ტი­ლი იყო. თურ­მე დამ­წვრო­ბა ყო­ფი­ლა კი­ბოს შემ­დეგ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში რამ, სიკ­ვდი­ლის საფრ­თხის თვალ­საზ­რი­სით... შე­იძ­ლე­ბა დამ­წვა­რი ცო­ცხა­ლი იყო, სა­უბ­რობ­დე, მაგ­რამ შიდა წვა მი­დი­ო­დეს ორ­გა­ნიზ­მში. ამ დროს ექიმ­მა გი­თხრას, რომ ერთ კვი­რა­ში მოკ­ვდე­ბი.

ერთ დღეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ას­თან ვი­დე­ქი, და­ვი­ნა­ხე უც­ნო­ბი ბავ­შვი შე­მო­იყ­ვა­ნეს, მთლი­ა­ნად გა­დახ­ვე­უ­ლი იყო, პი­რის და თვა­ლე­ბის ად­გი­ლას ჰქონ­და დოლ­ბან­დი ამოჭ­რი­ლი.

შე­ა­გო­რეს დიდ ოთახ­ში, სა­დაც მშობ­ლებს არ გვიშ­ვებ­დნენ და ცოტა ხან­ში მა­მა­კა­ცი მო­ვი­და ჩემ­თან, რო­მე­ლიც მისი მამა აღ­მოჩ­ნდა. თურ­მე პა­ტა­რამ ღუ­მელ­ში დი­ზე­ლი შე­ას­ხა და სრუ­ლი­ად დამ­წვა­რი იყო. რო­გორც მო­მიყ­ვა ბავ­შვს ოთხი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ოჯახ­მა ზუგ­დიდ­სა და მოს­კოვ­ში ბი­ნე­ბი გა­ყი­და შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში იყ­ვნენ. იმ დღეს ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მო­იყ­ვა­ნეს, მიც­ნო და მა­მას ჰკი­თხა, ეს ხომ პან­ჩოა და სიმ­ღე­რა მიმ­ღე­რო­სო.

მე ჩემი გა­სა­ჭი­რი მქონ­და, ჩემი შვი­ლიც იქ იწვა. ვუ­თხა­რი, რომ მერე ვნა­ხავ-მეთ­ქი.

ამ სა­უბ­რის შემ­დეგ მე­სა­მე სარ­თულ­ზე რომ ამო­ვე­დი, პირ­სა­ხოც­ზე წე­რი­ლი დამ­ხვდა, პა­ტა­რა ბავ­შვის ხე­ლით ნა­წე­რი, სა­დაც ეწე­რა, "ცაში ახე­დე“ მიმ­ღე­რე.

წა­ვე­დი, მო­ვი­ტა­ნე გი­ტა­რა და მას შემ­დეგ, ყო­ველ­დღე ცხრა სა­ათ­ზე ჩავ­დი­ო­დი პა­ლა­ტა­ში. ერთი წუ­თიც რომ გა­და­მე­ცი­ლე­ბი­ნა ექთა­ნი ამო­დი­ო­და და მახ­სე­ნებ­და. შევ­დი­ო­დი დიდ ოთახ­ში, სა­დაც ეს ბავ­შვი იწვა, ორი სა­წო­ლის იქით ჩემი შვი­ლი, ისიც და­ბინ­ტუ­ლი. ვუმ­ღე­რო­დი მათ სიმ­ღე­რებს. მთა­ვა­რი ის იყო, რომ ეს ბავ­შვი საჭ­მელს არ ჭამ­და და მა­მამ მი­თხრა, შენ რომ უმ­ღე­რო, იქ­ნებ ჭამა და­ი­წყო­სო და მარ­თლაც ასე მოხ­და. გი­ორ­გი რომ გა­მო­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ეს ბავ­შვი ისევ იქ დარ­ჩა.

ამ დღის შემ­დეგ ათი წელი გა­ვი­და, ზუგ­დიდ­ში კონ­ცერ­ტზე ვიმ­ღე­რე და ვხე­დავ სცე­ნა­ზე ამო­დის ახალ­გაზ­რდა ბიჭი, სახე სულ დამ­წვა­რი ჰქონ­და, წარ­ბი, წამ­წა­მი, თმა არ ჰქონ­და. ვუ­ყუ­რებ­დი და ვერ ვცნობ­დი, მი­თხრა, ვერ მი­ცა­ნი პან­ჩო, შენ მე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეო... ეს ის ბიჭი იყო, რო­მელ­საც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვუმ­ღე­რო­დი. გა­ი­გო, რომ კონ­ცერ­ტი მქონ­და და მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად მო­ვი­და..."

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
2

ეს ყველაფერი მართლა ასე იყო.ექიმი ვარ,ბავშვებს უმღეროდა ყოველ საღამოს

Sara
12

ვაი გული, ღმერთო დაიფარე ყველა ბავშვი გევედრები, ფრჩხილიც კი არ ატკივდეთ არასდროს. დიდება უფალს, რომ ორივე ბავშვი გადარჩა, მადლობა ექიმებს და მადლობა მათ მშობლებს. მადლობა პანჩოს იმ პატარა ბიჭის გახარებისთვის, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც გულით ატარებს. მიყვარს მისი სიმღერები, ვუსმენდი ადრე და ვუსმენ ახლაც. კარგი ადამიანია, ღმერთმა სიკეთე მისცეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ადამიანი ღვთის საჩუქარია, ხო და გავუფრთხილდეთ ამ საჩუქარს, ერთმანეთს, ერთმანეთის სიყვარულს ჩემო კარგო ადამიანებო, სიცოცხლე ხომ ასეთი ხანმოკლეა, ხო და გავულამაზოთ ეს პატარა სიცოცხლე ერთმანეთს. ,,ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა"...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

2 წლის ასაკში დამწვარი შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიმღერით გადარჩენილი სხვისი შვილი - "ვერ მიცანი, პანჩო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქეო..."

2 წლის ასაკში დამწვარი შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიმღერით გადარჩენილი სხვისი შვილი - "ვერ მიცანი, პანჩო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქეო..."

ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტს“ ამჯერად მუსიკოსი პანჩო სტუმრობდა. მუსიკოსმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი 2 წლის შვილი დაიწვა და რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა. საავამდყოფოში მყოფ მუსიკოსს მოულოდნელად კიდევ ერთი მძიმე ამბავი გადახდა, მას უცნობი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ისე მოუწია, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა...

პანჩო:

"გიორგი ორი წლის იყო, გიორგობა დღეს მისი ნათლია და რამდენიმე სტუმარი დავპატიჟე. ბავშვი სამზარეულოში გავიდა, სადაც ქვაბით წყალი იდგა, დუღდა. მოკიდა ხელი და ზედ გადაისხა. შოკში იყო, მთლიანად გათეთრდა და გული წაუვიდა. გავშეშდი, ვერაფერი ვერ გავაკეთე. ნათლიამ უცებ მოკიდა ხელი, შევარდა ვანაში და ცივ წყალში ჩააგდო. ამან გადაარჩინა, ეს რომ არ გაეკეთებინა, ვერ იცოცხლებდა.

გიორგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მე და ჩემ მეუღლეს, მარინას მესამე სართულზე ერთი პალატა მოგვცეს, იქ რომ დავრჩენილიყავით.

ბავშვი პირველ სართულზე იწვა, რეანიმაციაში, სადაც არავის უშვებდნენ, კარი დაკეტილი იყო. თურმე დამწვრობა ყოფილა კიბოს შემდეგ ყველაზე საშიში რამ, სიკვდილის საფრთხის თვალსაზრისით... შეიძლება დამწვარი ცოცხალი იყო, საუბრობდე, მაგრამ შიდა წვა მიდიოდეს ორგანიზმში. ამ დროს ექიმმა გითხრას, რომ ერთ კვირაში მოკვდები.

ერთ დღეს, რეანიმაციასთან ვიდექი, დავინახე უცნობი ბავშვი შემოიყვანეს, მთლიანად გადახვეული იყო, პირის და თვალების ადგილას ჰქონდა დოლბანდი ამოჭრილი.

შეაგორეს დიდ ოთახში, სადაც მშობლებს არ გვიშვებდნენ და ცოტა ხანში მამაკაცი მოვიდა ჩემთან, რომელიც მისი მამა აღმოჩნდა. თურმე პატარამ ღუმელში დიზელი შეასხა და სრულიად დამწვარი იყო. როგორც მომიყვა ბავშვს ოთხი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ოჯახმა ზუგდიდსა და მოსკოვში ბინები გაყიდა შვილის გადასარჩენად. ძალიან მძიმე დღეში იყვნენ. იმ დღეს ბავშვი საავადმყოფოში რომ მოიყვანეს, მიცნო და მამას ჰკითხა, ეს ხომ პანჩოა და სიმღერა მიმღეროსო.

მე ჩემი გასაჭირი მქონდა, ჩემი შვილიც იქ იწვა. ვუთხარი, რომ მერე ვნახავ-მეთქი.

ამ საუბრის შემდეგ მესამე სართულზე რომ ამოვედი, პირსახოცზე წერილი დამხვდა, პატარა ბავშვის ხელით ნაწერი, სადაც ეწერა, "ცაში ახედე“ მიმღერე.

წავედი, მოვიტანე გიტარა და მას შემდეგ, ყოველდღე ცხრა საათზე ჩავდიოდი პალატაში. ერთი წუთიც რომ გადამეცილებინა ექთანი ამოდიოდა და მახსენებდა. შევდიოდი დიდ ოთახში, სადაც ეს ბავშვი იწვა, ორი საწოლის იქით ჩემი შვილი, ისიც დაბინტული. ვუმღეროდი მათ სიმღერებს. მთავარი ის იყო, რომ ეს ბავშვი საჭმელს არ ჭამდა და მამამ მითხრა, შენ რომ უმღერო, იქნებ ჭამა დაიწყოსო და მართლაც ასე მოხდა. გიორგი რომ გამოწერეს საავადმყოფოდან, ეს ბავშვი ისევ იქ დარჩა.

ამ დღის შემდეგ ათი წელი გავიდა, ზუგდიდში კონცერტზე ვიმღერე და ვხედავ სცენაზე ამოდის ახალგაზრდა ბიჭი, სახე სულ დამწვარი ჰქონდა, წარბი, წამწამი, თმა არ ჰქონდა. ვუყურებდი და ვერ ვცნობდი, მითხრა, ვერ მიცანი პანჩო, შენ მე სიცოცხლე მაჩუქეო... ეს ის ბიჭი იყო, რომელსაც რეანიმაციაში ვუმღეროდი. გაიგო, რომ კონცერტი მქონდა და მადლობის სათქმელად მოვიდა..."