მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა
ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ჩი­ნე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, პენგ შუაი მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გახ­და, რო­დე­საც მან ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Weibo-ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პოს­ტში წერ­და, რომ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

ამის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან პოს­ტი გაქ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გაქ­რა ასე­ვე მისი ავ­ტო­რიც. მას შემ­დეგ, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პენგ შუაი არა­ვის უნა­ხავს. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია სპორ­ტსმე­ნის შე­სა­ხებ, რომ ის უსაფრ­თხო­დაა და ჯან­მრთე­ლია.

პენ­გი მხო­ლოდ ახლა, ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა მე­დი­ა­ში.

მან ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ფრან­გულ სპორ­ტულ გა­ზეთ L’Équipe-ს. ინ­ტერ­ვი­უს დროს კი აღ­ნიშ­ნა, რომ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი "ძა­ლი­ან დიდი გა­უ­გებ­რო­ბა“ იყო. პენ­გმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბა.

L’Équipe-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პენ­გმა თქვა, რომ მისი პოს­ტის ში­ნა­არ­სი არას­წო­რად გა­ი­გეს. სპორ­ტსმე­ნის თქმით, არას­დროს და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ჟან გა­ო­ლი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში. ჩოგ­ბურ­თე­ლი ასე­ვე ამ­ბობს, რომ არ­სად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა და უკ­ვირს, თუ რამ გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შფოთ­ვა.

"არ მერ­გო­ნა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი შეშ­ფო­თე­ბა იქ­ნე­ბო­და და მსურს ვი­ცო­დე, რამ გა­მო­იწ­ვია ეს", - ამ­ბობს პენ­გი და ადას­ტუ­რებს, რომ პოს­ტი თვი­თონ­ვე წა­შა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30 წუთ­ში.

"მე წავ­შა­ლე ის, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ უბ­რა­ლოდ ასე მსურ­და“, - თქვა ჩოგ­ბურ­თელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში პენ­გის ამ ინ­ტერ­ვი­უს "პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი" უწო­დეს, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­ნე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ინ­ტერ­ვი­უმ­დე გა­მო­ცე­მას კი­თხვე­ბი წი­ნას­წარ გა­აგ­ზავ­ნი­ნა, ხოლო ჩა­წე­რას კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც ასე­ვე თარ­ჯიმ­ნის როლი ჰქონ­და.

  • პენ­გმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, ვინც მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე წუხ­და, მაგ­რამ ასე­ვე თქვა, რომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რად­გან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი.

ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო იმის­კენ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი­ყო, ეჭ­ვე­ბი კიდე უფრო გა­ამ­ძაფ­რა. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ჩი­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი თენგ ბიაო ამ­ბობს, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი უბ­რა­ლოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ამ­გვა­რი ინ­ტერ­ვიუ მი­ე­ცა.

  • "მარ­ტი­ვი სი­მარ­თლე ისაა, რომ პენ­გმა თქვა ის, რაც ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბას სურ­და“, - და­წე­რა ად­ვო­კატ­მა "ტვი­ტერ­ში.“

ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს ქალ­თა ჩოგ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც:

“ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა მისი ხილ­ვა ინ­ტერ­ვი­უს დროს თუ თა­მა­შებ­ზე. თუმ­ცა ეს ინ­ტერ­ვიუ არ ამ­სუ­ბუ­ქებს ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას 2 ნო­ემ­ბერს მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით. პენ­გმა მა­შინ გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ჯა­როდ ამ­ხი­ლა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ჩოგ­ბურ­თელ­მა პენგ შუ­ა­იმ 2021 წლის 2 ნო­ემ­ბერს პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ 2018 წელს ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა 75 წლის მა­მა­კაც­მა, ჟან გა­ო­ლიმ მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. ამის შემ­დეგ კი ჩოგ­ბურ­თე­ლი "გაქ­რა."

მალე მსოფ­ლიო ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წყეს ხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და პენ­გის შე­სა­ხებ, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ითხოვ­დნენ.

35 წლის ჩოგ­ბურ­თელს კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 25 ტი­ტუ­ლი აქვს მო­გე­ბუ­ლი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ჩინელი ჩოგბურთელის 3-თვიანი გაუჩინარების ბურუსით მოცული ამბავი - რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ჩინელი ჩოგბურთელი, პენგ შუაი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი 2021 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში წერდა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, სოციალური ქსელიდან პოსტი გაქრა და საზოგადოებიდან გაქრა ასევე მისი ავტორიც. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში, პენგ შუაი არავის უნახავს. სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვდნენ ჩინეთის ხელისუფლებისგან, რომ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია სპორტსმენის შესახებ, რომ ის უსაფრთხოდაა და ჯანმრთელია.

პენგი მხოლოდ ახლა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას გამოჩნდა მედიაში.

მან ინტერვიუ მისცა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-ს. ინტერვიუს დროს კი აღნიშნა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი "ძალიან დიდი გაუგებრობა“ იყო. პენგმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის თამაშს თავი დაანება.

L’Équipe-თან ინტერვიუში პენგმა თქვა, რომ მისი პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს. სპორტსმენის თქმით, არასდროს დაუდანაშაულებია ყოფილი ვიცე-პრემიერი ჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში. ჩოგბურთელი ასევე ამბობს, რომ არსად გაუჩინარებულა და უკვირს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხზე შფოთვა.

"არ მერგონა თუ საზოგადოების მხრიდან ასეთი შეშფოთება იქნებოდა და მსურს ვიცოდე, რამ გამოიწვია ეს", - ამბობს პენგი და ადასტურებს, რომ პოსტი თვითონვე წაშალა გამოქვეყნებიდან 30 წუთში.

"მე წავშალე ის, რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ ასე მსურდა“, - თქვა ჩოგბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ დასავლურ მედიაში პენგის ამ ინტერვიუს "პროპაგანდისტული" უწოდეს, რადგანაც ცნობილია, რომ ჩინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ინტერვიუმდე გამოცემას კითხვები წინასწარ გააგზავნინა, ხოლო ჩაწერას კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც ასევე თარჯიმნის როლი ჰქონდა.

  • პენგმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის კეთილდღეობაზე წუხდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ გაკვირვებულია, რადგან გადაჭარბებულია მასთან დაკავშირებული კითხვები.

ინტერვიუმ, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება მის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემსუბუქებულიყო, ეჭვები კიდე უფრო გაამძაფრა. ამერიკაში მცხოვრები ჩინელი უფლებადამცველი თენგ ბიაო ამბობს, რომ ჩოგბურთელი უბრალოდ, იძულებული იყო ამგვარი ინტერვიუ მიეცა.

  • "მარტივი სიმართლე ისაა, რომ პენგმა თქვა ის, რაც ჩინეთის მთავრობას სურდა“, - დაწერა ადვოკატმა "ტვიტერში.“

ასევე განცხადება გააკეთეს ქალთა ჩოგბურთის ასოციაციაშიც:

“ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა მისი ხილვა ინტერვიუს დროს თუ თამაშებზე. თუმცა ეს ინტერვიუ არ ამსუბუქებს ჩვენს შეშფოთებას 2 ნოემბერს მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. პენგმა მაშინ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელი საჯაროდ ამხილა სექსუალურ ძალადობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩოგბურთელმა პენგ შუაიმ 2021 წლის 2 ნოემბერს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 2018 წელს ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა 75 წლის მამაკაცმა, ჟან გაოლიმ მასზე სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ კი ჩოგბურთელი "გაქრა."

მალე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს ხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნება და პენგის შესახებ, მის მდგომარეობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვდნენ.

35 წლის ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში 25 ტიტული აქვს მოგებული..