„თოდუას კლინიკა ვერა“ მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ ექიმთა გუნდითა და უახლესი ტექნოლოგიებით დაკომპლექტდა.
კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება: რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია – ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე, გამოიკვლიონ ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიური შემოწმების მიზნით, მიიღონ „ჩექაფ“ სერვისი.
პაციენტების მოთხოვნის გათვალისწინებით, კლინიკას ახალი მიმართულება – პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.
თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი კომფორტული, თანამედროვე გარემოთი გამოირჩევა. მაქსიმალურად დაიხვეწა მომსახურების სტანდარტი, რათა პაციენტებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მარტივი და მოსახერხებელი იყოს.
კლინიკა პაციენტებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00-17:00 საათამდე მოემსახურება. პაციენტების წინასწარი ჩაწერისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 2 57 57 57.
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის N10-ში მდებარეობს.
R