ავტორი:

"რუსეთის სამხრეთ ნაწილში ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო" - Reuters

"რუსეთის სამხრეთ ნაწილში ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო" - Reuters

რუსეთის სამხრეთ ნაწილში ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო, რომლებიც 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, წვრთნები ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

როგორც ცნობილია, ღამის ტაქტიკურ წვრთნებში სარაკეტო სისტემები, ტანკები და ჯავშანმანქანები იქნებიან ჩართული.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, ბელარუსში, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნებისთვის კი დამატებით 30 000-მდე ჯარისკაცია განთავსებული. ამ ფონზე დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.