პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა" - პოლიციამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა
"ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა" - პოლიციამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მარ­ნე­ულ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მკვლე­ლო­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ამო­ი­ღეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1992 და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ი. ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ა.მ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა" - პოლიციამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

"ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა" - პოლიციამ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.