მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახშმის დროს პრეზიდენტები პუტინის შავიზღვისპირა სასახლის ვენახში მოკრეფილი ყურძნის ღვინოს სვამდნენ" - როგორ ეხმაურება დასავლური პრესა პუტინ-მაკრონის შეხვედრას?
"ვახშმის დროს პრეზიდენტები პუტინის შავიზღვისპირა სასახლის ვენახში მოკრეფილი ყურძნის ღვინოს სვამდნენ"  - როგორ ეხმაურება დასავლური პრესა პუტინ-მაკრონის შეხვედრას?

ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შეხ­ვედ­რა მოს­კოვ­ში გა­მარ­თეს.

მსოფ­ლიო მე­დია მას­შტა­ბუ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა 7 თე­ბერ­ვლის მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნას - კრემლში გა­მარ­თუ­ლი რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შეხ­ვედ­რას.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თის "ფა­ი­ნენ­შელ თა­იმს“-ის (Financial Times) 8 ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ფრან­გი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა­კენ იხ­რე­ბა“ (ავ­ტო­რე­ბი: ვიქ­ტორ მა­ლე­ტი და მაქს სე­დო­ნი).

რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, მათ საფ­რან­გე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­არ­კვი­ეს, რომ მოს­კოვ­ში ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სის დე­ე­სა­კა­ლა­ცი­ა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო.

არც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს და არც მის ფრანგ კო­ლე­გას არა­ფე­რი უთ­ქვამთ ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ გა­და­სად­გმელ სა­ვა­რა­უ­დო ნა­ბი­ჯებ­ზე, თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, საქ­მე შე­საძ­ლოა შე­ე­ხე­ბო­დეს შე­თან­ხმე­ბას იმა­ზე, რომ რუ­სეთ­მა რა­ი­მე ახა­ლი მოქ­მე­დე­ბა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე და და­ი­წყოს ფარ­თო დი­ა­ლო­გი ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით: "ფრან­გმა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­თან­ხმე­ბა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გაყ­ვა­ნა ბე­ლა­რუ­სი­დან უკვე ამ თვის ბო­ლომ­დე, როცა მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი მა­ნევ­რე­ბი დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

კრემ­ლის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ: "პუ­ტი­ნი და მაკ­რო­ნი მზად არი­ან დი­ა­ლო­გი გა­აგ­რძე­ლონ და პა­რი­ზის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ წი­ნა­და­დებ­ზე იმ­სჯე­ლონ - "ურ­თი­ერ­თშე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბის“ შე­სა­ხებ. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­და­დე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს მის ნა­ტო­ელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან, უპირ­ვე­ლე­სად კი აშშ-სთან, თო­რემ ისე არა­ფე­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბა.

"ფა­ი­ნენ­შელ თა­იმსში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე წე­რენ, რომ ვახ­შმის დროს პრე­ზი­დენ­ტე­ბი იმ ყუ­რძნი­სა­გან მომ­ზა­დე­ბულ ღვი­ნოს სვამ­დნენ, რო­მე­ლიც "პუ­ტი­ნის შა­ვი­ზღვის­პი­რა სა­სახ­ლის“ ვე­ნახ­შია მოკ­რე­ფი­ლი და რო­მე­ლიც ალექ­სი ნა­ვალ­ნიმ ამ­ხი­ლა. წყა­რო

ამე­რი­კუ­ლი "ნიუ-იორკ თა­იმსში“ (The New York Times) კი და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "პუ­ტი­ნი და­სავ­ლეთს და უკ­რა­ი­ნას აფრ­თხი­ლებს, მაგ­რამ თა­ვის გან­ზრახ­ვას სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს“ (ავ­ტო­რე­ბი: ან­ტონ ტრო­ი­ა­ნოვ­სკი, რო­ჯერ კო­ე­ნი და ქეით რო­ჯერ­სი).

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სათ­ვის რუ­სუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის ირ­გვლივ, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ფრან­გი კო­ლე­გა მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. რუს­მა ლი­დერ­მა ხუთ­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ფრანგ ლი­დერ­თან იმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, რომ მსოფ­ლიო კი­დევ უფრო და­ებ­ნია კრემ­ლის გან­ზრახ­ვე­ბის გა­მოც­ნო­ბა­ში“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მოს­კოვ­თან და­სავ­ლე­თის მას­შტა­ბუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს იმას, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს აქვს უნა­რი აი­ძუ­ლოს და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ მოს­კო­ვის შეშ­ფო­თე­ბას ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "მაგ­რამ ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი "ყუ­რა­დღე­ბის ასე­თი მიქ­ცე­ვა“ პუ­ტი­ნის სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად... ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სის ვა­რა­უ­დით, რუ­სე­თის ლი­დე­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა“ სხვა არა­ფე­რია, თუ არა დრო­ის მო­გე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის“.

"ნიუ-იორკ თა­იმ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა "უჩ­ვე­უ­ლო იყო რო­გორც თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვი დრო­ით, ასე­ვე ფორ­მა­ტი­თაც: ისი­ნი პი­რის­პირ ლა­პა­რა­კობ­დნენ, მრჩევ­ლე­ბის გა­რე­შე, ხოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, მოს­კო­ვის დრო­ით, თით­ქმის შუ­ა­ღა­მით გა­მარ­თეს “.

ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა ფრან­გი პრე­ზი­დენ­ტი იმის­თვის გა­აკ­რი­ტი­კა, რომ იგი გა­და­ჭარ­ბე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მო­თხოვ­ნე­ბის მი­მართ.

"ემა­ნუ­ელ მაკ­რონს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია იმ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ეჭ­ვე­ბის გა­სა­ფან­ტად, როცა მან მო­ლა­პა­რა­კე­ბის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და - უკ­რა­ი­ნის "ფი­ნე­თი­ზა­ცია“ ერთ-ერთ გან­სა­ხილ­ველ მო­დელს წარ­მო­ად­გენ­სო. თუ სი­ტუ­ა­ცია ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა, მა­შინ უკ­რა­ი­ნა ვერ­სო­დეს ვერ გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი, რუ­სე­თი კი ყო­ველ­თვის მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას მის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე“, - ამ­ბო­ბენ ავ­ტო­რე­ბი.

სხვა­თა შო­რის, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს არა­ნა­ირ მო­დელ­ზე არ ულა­პა­რა­კია, სა­მა­გი­ე­როდ ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­თის მო­თხოვ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, თუ ისი­ნი და­სავ­ლე­თის სა­ბა­ზო პრინ­ცი­პებს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაიიიი
11

დასავლეთო, მეტი საქმე არ გაქვთ ხო? ღვინოების განხილვა არის ეხლა ყველაზე მთავარი ხო? და ის - თქვენობით დუ შენობით მიმართავენ ერთმანეთს! ვაიიი მაგათ პატრონს! შენობით რომ მიმართავენ ერთმანეთს იმიტომ აქვთ კარგად საქმე. შოლცი ღრმა მოხუცებულ ბაიდენს შენს ეძახის, ზელენსკი მაკრინე, მაკრონი პუტინს, ბერბოკი ტონის და ის თავქარიანი თმაგაწეწილი ყველას შენობით მიმართავს ალბათ, რა ქნას, ფართიდან ფართიმდე არის მისი დღის განრიგი და ამდენი ფართიობით ვეღარ არკვევს რომდის აღარ არის ფართიზე... ეჰჰჰჰ , თქვენ ისე რა , ჩვეულებრივმა ხალხმა იდარდოს

თემო გი.
4

თუ გავიხსენებთ 1921 წელს კარგი იქნება. ანალოგიურ სცენართან ახლოს ვართ, უბრალოდ 21-ე საუკუნის ფერებით შელამაზდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ვახშმის დროს პრეზიდენტები პუტინის შავიზღვისპირა სასახლის ვენახში მოკრეფილი ყურძნის ღვინოს სვამდნენ" - როგორ ეხმაურება დასავლური პრესა პუტინ-მაკრონის შეხვედრას?

"ვახშმის დროს პრეზიდენტები პუტინის შავიზღვისპირა სასახლის ვენახში მოკრეფილი ყურძნის ღვინოს სვამდნენ"  - როგორ ეხმაურება დასავლური პრესა პუტინ-მაკრონის შეხვედრას?

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა მოსკოვში გამართეს.

მსოფლიო მედია მასშტაბურად ეხმაურება 7 თებერვლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას - კრემლში გამართული რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრას.

ბრიტანული გაზეთის "ფაინენშელ თაიმს“-ის (Financial Times) 8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ფრანგი ჩინოვნიკების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი დეესკალაციისაკენ იხრება“ (ავტორები: ვიქტორ მალეტი და მაქს სედონი).

როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, მათ საფრანგეთის დელეგაციის წევრების მეშვეობით გაარკვიეს, რომ მოსკოვში ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისის დეესაკალაციაზე ფიქრი დაიწყო.

არც რუსეთის პრეზიდენტს და არც მის ფრანგ კოლეგას არაფერი უთქვამთ ერთმანეთისაკენ გადასადგმელ სავარაუდო ნაბიჯებზე, თუმცა, როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქმე შესაძლოა შეეხებოდეს შეთანხმებას იმაზე, რომ რუსეთმა რაიმე ახალი მოქმედება არ განახორციელოს ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე და დაიწყოს ფართო დიალოგი ჯარების კონცენტრაციასთან დაკავშირებით: "ფრანგმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებაში პირველ ეტაპზე შეიძლება დაფიქსირდეს რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა ბელარუსიდან უკვე ამ თვის ბოლომდე, როცა მსხვილმასშტაბიანი მანევრები დასრულდება“, - აღნიშნულია სტატიაში.

კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ: "პუტინი და მაკრონი მზად არიან დიალოგი გააგრძელონ და პარიზის მიერ წარმოდგენილ წინადადებზე იმსჯელონ - "ურთიერთშეხების წერტილების“ შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებები შეთანხმებული უნდა იქნეს მის ნატოელ მოკავშირეებთან, უპირველესად კი აშშ-სთან, თორემ ისე არაფერი შედეგი იქნება.

"ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ასევე წერენ, რომ ვახშმის დროს პრეზიდენტები იმ ყურძნისაგან მომზადებულ ღვინოს სვამდნენ, რომელიც "პუტინის შავიზღვისპირა სასახლის“ ვენახშია მოკრეფილი და რომელიც ალექსი ნავალნიმ ამხილა. წყარო

ამერიკული "ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) კი დაბეჭდილია სტატია, სათაურით: "პუტინი დასავლეთს და უკრაინას აფრთხილებს, მაგრამ თავის განზრახვას საიდუმლოდ ინახავს“ (ავტორები: ანტონ ტროიანოვსკი, როჯერ კოენი და ქეით როჯერსი).

"რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკების გაგრძელებისათვის რუსული მოთხოვნების საფუძველზე, ევროპის უსაფრთხოების ირგვლივ, მაგრამ იმავდროულად ფრანგი კოლეგა მკაცრად გააფრთხილა რუსეთსა და დასავლეთს შორის მსხვილმასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე. რუსმა ლიდერმა ხუთსაათიანი შეხვედრა ფრანგ ლიდერთან იმისთვის გამოიყენა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო დაებნია კრემლის განზრახვების გამოცნობაში“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, მოსკოვთან დასავლეთის მასშტაბური მოლაპარაკებები ადასტურებს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს უნარი აიძულოს დასავლელი ლიდერები ყურადღება მიაქციონ მოსკოვის შეშფოთებას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. "მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად იქნება საკმარისი "ყურადღების ასეთი მიქცევა“ პუტინის სურვილების დასაკმაყოფილებლად... ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, რუსეთის ლიდერის ბოლოდროინდელი "დიპლომატიური შემოქმედება“ სხვა არაფერია, თუ არა დროის მოგება უკრაინაში შეჭრის მომზადებისათვის“.

"ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტების აზრით, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა "უჩვეულო იყო როგორც თავისი ხანგრძლივი დროით, ასევე ფორმატითაც: ისინი პირისპირ ლაპარაკობდნენ, მრჩევლების გარეშე, ხოლო პრესკონფერენცია, მოსკოვის დროით, თითქმის შუაღამით გამართეს “.

ზოგიერთმა ექსპერტმა ფრანგი პრეზიდენტი იმისთვის გააკრიტიკა, რომ იგი გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნების მიმართ.

"ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებია იმ შემაშფოთებელი ეჭვების გასაფანტად, როცა მან მოლაპარაკების წინ ჟურნალისტებს განუცხადა - უკრაინის "ფინეთიზაცია“ ერთ-ერთ განსახილველ მოდელს წარმოადგენსო. თუ სიტუაცია ასეთი სცენარით განვითარდება, მაშინ უკრაინა ვერსოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი, რუსეთი კი ყოველთვის მოახდენს გავლენას მის პოლიტიკურ არჩევანზე“, - ამბობენ ავტორები.

სხვათა შორის, ემანუელ მაკრონს პრესკონფერენციის დროს არანაირ მოდელზე არ ულაპარაკია, სამაგიეროდ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოთხოვნები შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ისინი დასავლეთის საბაზო პრინციპებს არ ეწინააღმდეგებიან. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"