ავტორი:

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული ა.ყ. და 1986 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის არიან დაკავებული.

პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.