პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება - "სტრატეგიული თამაშის მეშვეობით  ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათი აღდგა"
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება - "სტრატეგიული თამაშის მეშვეობით  ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათი აღდგა"

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბით კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში "დიდ­გო­რი" იქ­მნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ნის­ტროს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"8 თე­ბერ­ვალს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის "დიდ­გო­რი" თრე­ი­ლე­რის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის თრე­ი­ლე­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ი­სა და მი­თო­ლო­გი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის შექ­მნა“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი" ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ "სი­ლეს­ტი­ალ დი­მენ­შე­ნი“ ქარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის "დიდ­გო­რი“ თრე­ი­ლე­რი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის შექ­მნას. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­ცე­მუ­ლი კონ­კურ­სი დიდ­გო­რის ბრძო­ლი­დან 900 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ა­ცხა­და.

სა­მი­ნის­ტრომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ციფ­რუ­ლი მე­დი­ის მი­მართ და სწო­რედ ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდა ისე­თი პრო­ექ­ტის შექ­მნა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­ცო­ცხლებს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ის­ტო­რი­ულ თა­რიღს და მო­ახ­დენს მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში, მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.თა­ვად პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის რე­ლი­ზი მა­ი­სის და­სა­წყის­ში იგეგ­მე­ბა.

დიდ­გო­რის ბრძო­ლი­დან 900 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ბრძო­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა. თა­მა­შის მე­ქა­ნი­კა აგე­ბუ­ლია ტაქ­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის პრინ­ციპ­ზე (მო­თა­მა­შის მიერ ბრძო­ლის იზო­მეტ­რი­ულ ხედ­ვა­ზე). მე­ომ­რე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ანი­მა­ცი­ურ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­თენ­ტუ­რია, ხოლო ილე­თე­ბი და­ე­ფუძნა ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტებს.კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის შექ­მნის პრო­ცეს­ში პრო­ექ­ტის გუნდს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­და ის­ტო­რი­კო­სი, და­ვი­თის პე­რი­ო­დის მკვლე­ვა­რი მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე", - ნათ­ქვა­მია "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელვერი
0

საერთოდ არაა სასიხარულო, გააკეთებენ რაღაცა დებილობას სავარაუდოდ 2 ნახატი იქნება ალბათ რომლებიც არც მოძრაობს და ხმები ისმის მარტო და მაგას ეძახიან თამაშს, დანიშნავენ თავიანთ ნათესავებს თამაშის შემქმნელებად და გადაუხდიან თანხას ბიუჯეტიდან, სულ ფულის ჯეთებაზე არიან ბიუჯეტიდან რით აღარ დამთავრდა ეს ბიუჯეტი, თქვენ რო ბიუჯეთის მღრღნელები არ იყოთ, ამ სათუთ ისტორიულ პერსონაჟზე ასეთ მდარე ხარისხის ვითომ თამაშს არ გააკეთებდით

100 ჯერ
2

მიდით პარალერულად ვირტუალური ელექტრობა, წყალი, გათბობა და საჭმელი გამოუშვით, მაგრა გაჟრიალებთ!(თუმც ფულის კეთების ახალი მეთოდია).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება - "სტრატეგიული თამაშის მეშვეობით  ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათი აღდგა"

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება - "სტრატეგიული თამაშის მეშვეობით  ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათი აღდგა"

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის "დიდგორი" თრეილერის პრეზენტაცია შედგა. კომპიუტერული თამაშის თრეილერი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა. კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ "სილესტიალ დიმენშენი“ ქართული კომპიუტერული თამაშის "დიდგორი“ თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა.

სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება.

დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს.კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე", - ნათქვამია "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.