ავტორი:

თითქმის 6-მეტრიანი დისტანცია, გრძელი მაგიდა, უჩვეულო მისალმება - პუტინისა მაკრონის კრემლში შეხვედრის დეტალები და საინტერესო მომენტები (ფოტო, ვიდეო)

თითქმის 6-მეტრიანი დისტანცია, გრძელი მაგიდა, უჩვეულო მისალმება - პუტინისა მაკრონის კრემლში შეხვედრის დეტალები და საინტერესო მომენტები (ფოტო, ვიდეო)

მოსკოვში, კრემლში, გუშინ საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის კრიზისი იყო.

ყურადღება მიიპყრო იმ გარემომ, სადაც ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ამსახველ კადრებზე ჩანს, რომ ლიდერები ძალიან გრძელი, ოვალური მაგიდის უკიდურეს კიდეებში, დისტანცირებულად სხედან.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, მაგიდის სიგრძე დაახლოებით, ექვსი მეტრი იქნებოდა. საინტერესოა, რომ როდესაც მაკრონი შეხვედრის ოთახში შევიდა, პუტინს პირბადე არ ეკეთა.

ფოტო, რომელსაც ემანუელ მაკრონი "ტვიტერში" აქვეყნებს

მათ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა მისალმების ნიშნად, თავი დახარა და გულზე ხელი დაიდო.

კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო, გამათბობელია, რომელიც ოთახის კუთხეში იდგა.

ნახეთ შეხვედრის ამსახველი ვიდეო: