ავტორი:

"იმედი მაქვს, პუტინთან დიალოგი უკრაინაში დეესკალაციის დაწყებას შეუწყობს ხელს" - მაკრონისა და პუტინის მოსკოვში გამართული შეხვედრის დეტალები

"იმედი მაქვს, პუტინთან დიალოგი უკრაინაში დეესკალაციის დაწყებას შეუწყობს ხელს" - მაკრონისა და პუტინის მოსკოვში გამართული შეხვედრის დეტალები

"ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია", - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

"რისი ხაზგასმა განსაკუთრებით მინდოდა - რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების თაობაზე.

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს ევროპის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში პარიზის აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საფრანგეთი უცვლელად იღებს ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ფუნდამენტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ამ სფეროში ევროპის უსაფრთხოების კუთხით“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ "ეს ორი ქვეყნის უახლესი ურთიერთობების დასაწყისია. მანვე ისაუბრა ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის მნიშვნელოვან პირად ძალისხმევაზე უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად.

„მე ვხედავ, რამხელა ძალისხმევას დებს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი, რათა მოაგვარონ კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან სერიოზული ისტორიული პერსპექტივისთვის“, -აღნიშნა პუტინმა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები "სულ მცირე, დეესაკალაციის პროცესს“ დაიწყებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ დიალოგი "აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც არასდროს, ევროპის კონტინენტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან დღევანდელ დისკუსიაში ის ყურადღებას გაამახვილებდა კონსტრუქციული წყობის შექმნაზე.

,,ყურადღებას გავამახვილებ კონსტრუქციული წყობის შექმნაზე, რომელიც ორმხრივად მისაღებია რუსეთისთვის და დანარჩენი ევროპისთვის და, რომელიც დაგვეხმარება ომის თავიდან აცილებაში და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხილვადობის უდიდესი ხარისხის შექმნაში“, - განაცხადა მაკრონმა.