ავტორი:

კაცს, რომელმაც მეგობარი მაიონეზის გამო მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

კაცს, რომელმაც მეგობარი მაიონეზის გამო მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

2020 წელს, აშშ-ში მაიონეზზე შეკამათების გამო, მამაკაცმა მეგობარს სატვირთო მანქანით 3-ჯერ გადაუარა. როგორც შემდგომ გაირკვა, მეგობრები დილამდე ბარში სვამდნენ და 29 წლის კრისტოფერ ერლბახერის კერძში ჩასხმულმა მაიონეზმა გამოიწვია მასა და მის 30 წლის მეგობარ ქეილებ სოლბერგს შორის კამათი. მოგვიანებით, ერლბახერმა სოლბერგის ძმას დაურეკა, რომლის მოსვლის შემდეგაც მას დაემუქრა, ქეილებს მოვკლავ და მის სახლს გადავწვავო. კრისტოფერი ჯერ სოლბერგის ძმის მანქანას დაეჯახა თავისი სატვირთოთი, შემდეგ კი ქეილებს გადაუარა 3-ჯერ. ამის შემდეგ, ერლბახერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს.

მეგობრის მკვლელი ორშაბათს გაასამართლეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

წყარო: independent

მოამზადა ანა სიბოშვილმა