სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)
არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

კა­ნა­დის დე­და­ქა­ლაქ ოტა­ვის მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ზღუდ­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი პრო­ტეს­ტის სა­პა­სუ­ხოდ. ჯიმ უოტ­სონ­მა თქვა, რომ ქა­ლა­ქი კონ­ტროლს აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სას აღე­მა­ტე­ბო­და. ასე­ვე ის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კის ქვეშ ყოფ­ნა­ზე წუხს. აქ­ცი­ა­ზე რა­სობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც და­ფიქ­სირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია მან­ქა­ნე­ბი­სა და კარ­ვე­ბის გამო, რაც გზას ბლო­კა­ვენ და დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებთ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს უშ­ლის.

პრო­ტეს­ტი გა­სულ კვი­რას ახა­ლი კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბის გამო და­ი­წყო, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს, რომ აშშ-კა­ნა­დის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ. მას შემ­დეგ და­ი­წყო მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აქ­ცია ყვე­ლა კო­ვიდ-მან­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტში გა­და­ი­ზარ­და. ამას­თან, დე­მონ­სტრან­ტე­ბი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ჯას­ტინ ტრუ­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც ილაშ­ქრებ­დნენ.

ოტა­ვას მერ­მა რა­დი­ო­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი დე­მონ­სტრან­ტებს შე­ა­ჩე­რე­ბენ და ქა­ლაქს უკან და­იბ­რუ­ნე­ბენ, მაგ­რამ რა ხერ­ხს იხ­მა­რენ ამის­თვის, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია. დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა დიდი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს დე­მონ­სტრა­ცი­ებს. Abacus Data-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ბოლო გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ კა­ნა­დე­ლე­ბის 68% ფიქ­რობს, რომ მათ "ძა­ლი­ან ცოტა აქვთ სა­ერ­თო" მო­მი­ტინ­გე­ებ­თან, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ეთან­ხმე­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს.

ოტა­ვას არა­ერ­თმა მკვიდრმა გა­მოთ­ქვა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბის გამო. "რა­ტომ არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხელს გვიშ­ლის", - ამ­ბობს ერთ-ერთი ოტა­ვე­ლი. მო­მი­ტინ­გე­ებს ხალ­ხი გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი­სა და ხმა­უ­რის გა­მოც უჩი­ვის, რა­საც სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძუ­ლე­ბით უს­მე­ნენ.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
5

ყოჩაღ კანადა, არ წამოეგნენ ტრანსჰუმანისტების ოინებს

გიენებო.
6

ისე ჩვენი დორბლიანი აცრილიაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

არეულობა კანადის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ფოტოები)

კანადის დედაქალაქ ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული პროტესტის საპასუხოდ. ჯიმ უოტსონმა თქვა, რომ ქალაქი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და რომ დემონსტრანტების რაოდენობა პოლიციელებისას აღემატებოდა. ასევე ის მაცხოვრებლების უსაფრთხოების რისკის ქვეშ ყოფნაზე წუხს. აქციაზე რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევებიც დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია მანქანებისა და კარვების გამო, რაც გზას ბლოკავენ და დედაქალაქის მცხოვრებთ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის.

პროტესტი გასულ კვირას ახალი კოვიდ რეგულაციის შემოღების გამო დაიწყო, რომელიც მოითხოვს, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, სატვირთო მანქანის მძღოლები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ. მას შემდეგ დაიწყო მემანქანეების პროტესტი, მაგრამ მოგვიანებით, აქცია ყველა კოვიდ-მანდატის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა. ამასთან, დემონსტრანტები პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ხელისუფლების წინააღმდეგაც ილაშქრებდნენ.

ოტავას მერმა რადიოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისინი დემონსტრანტებს შეაჩერებენ და ქალაქს უკან დაიბრუნებენ, მაგრამ რა ხერხს იხმარენ ამისთვის, არ დაუკონკრეტებია. დედაქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი აპროტესტებს დემონსტრაციებს. Abacus Data-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელების 68% ფიქრობს, რომ მათ "ძალიან ცოტა აქვთ საერთო" მომიტინგეებთან, დანარჩენები კი ეთანხმებიან დემონსტრანტების მოთხოვნებს.

ოტავას არაერთმა მკვიდრმა გამოთქვა უკმაყოფილება პოლიციის უმოქმედობის გამო. "რატომ არაფერი გააკეთეს პროტესტის ჩასახშობად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის", - ამბობს ერთ-ერთი ოტაველი. მომიტინგეებს ხალხი გამაყრუებელი სიგნალისა და ხმაურის გამოც უჩივის, რასაც საათების განმავლობაში იძულებით უსმენენ.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა