მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დახარჯავს კიმ ჩენ ინი მოპარულ, მილიონობით დოლარის ეკვივალენტ კრიპტოვალუტას - ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა სამი ბირჟა გატეხეს და გაძარცვეს
რაში დახარჯავს კიმ ჩენ ინი მოპარულ, მილიონობით დოლარის ეკვივალენტ კრიპტოვალუტას  -  ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა სამი ბირჟა გატეხეს და გაძარცვეს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ 2020 წლი­დან 2021 წლის შუ­ა­ხა­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში კი­ბერ­ნე­ტი­კუ­ლი შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად ათო­ბით მი­ლი­ო­ნი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა მი­ი­ტა­ცა და ეს თან­ხა თა­ვი­სი რა­კე­ტუ­ლი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­რა.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, მსგავ­სი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბი ფხე­ნი­ა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მი­სათ­ვის შე­მო­სავ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენს. კერ­ძოდ, ჩრდი­ლო­კო­რე­ელ­მა ჰა­კე­რებ­მა, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში მოქ­მე­დი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სამი ბირ­ჟა გა­ტე­ხეს და გა­ძარ­ცვეს.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის BBC - ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მა­სა­ლა, სა­თა­უ­რით: "ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა თა­ვის რა­კე­ტულ პროგ­რა­მას მო­პა­რუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით აფი­ნან­სებს“, რო­მელ­შიც მი­მო­ხი­ლუ­ლია, თუ რო­გორ ძარ­ცვა­ვენ და იპა­რა­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟე­ბი­დან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას ფხე­ნი­ა­ნის კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მომ­სა­ხუ­რე ჰა­კე­რე­ბი.

პუბ­ლი­კა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­ე­როს ან­გა­რიშ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია წყა­რო - კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის Chainalysis-ის მიერ იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბის დას­კვნით, გა­სულ წელს ჩრდი­ლო­კო­რე­ელ­მა ჰა­კე­რებ­მა (რო­მელ­თა უკან, უეჭ­ვე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო დგას) და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტის მქო­ნე ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი მო­ი­პა­რეს.

ჯერ კი­დევ 2019 წელს გა­ე­როს მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას შე­ეძ­ლო ორ მი­ლი­არ­დამ­დე დო­ლა­რის დაგ­რო­ვე­ბა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ ფხე­ნი­ანს ბირ­თვუ­ლი გა­მოც­დე­ბი და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა აუკ­რძა­ლა, კიმ ჩენ ინი მა­ინც აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ფხე­ნი­ა­ნი ასე­ვე ცდი­ლობს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტექ­ნო­ლო­გია მო­ი­პო­ვოს ამ პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბი­სა და ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

გა­ე­როს ის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან, ხაზს უს­ვა­მენ, რომ ფხე­ნი­ან­მა ბოლო დროს რა­კე­ტე­ბის გა­მოც­და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­აჩ­ქა­რა. რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ, პა­რას­კევს, აშშ-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ (კო­რე­ის სა­ხალ­ხო-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ) მხო­ლოდ იან­ვარ­ში ცხრა სა­რა­კე­ტო გა­მოც­და ჩა­ა­ტა­რა. "ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ თა­ვი­სი სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო სა­რა­კე­ტო ძა­ლე­ბის სწრა­ფი გან­ლა­გე­ბის, მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და მო­მა­ტე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დე­მონ­სტრა­ცია მო­ახ­დი­ნა“, - გა­ნა­ცხა­დეს გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

სხვა­თა შო­რის, 4 თე­ბერ­ვალს, პე­კინ­ში შეხ­ვედ­რის დროს, ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის ლი­დე­რებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ რა­კე­ტე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი გაშ­ვე­ბის დაგ­მო­ბა­ზე. თა­ვის მხრივ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა კვი­რას, 6 თე­ბერ­ვალს, აღ­ნიშ­ნა, რომ მისი სპე­ცწარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­კი­თხებ­ში ამ კვი­რის ბო­ლოს შეხ­ვდე­ბა რო­გორც სამ­ხრეთ­კო­რე­ელ, ასე­ვე ია­პო­ნელ დიპ­ლო­მა­ტებს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ხილ­ვის მიზ­ნით.

გა­ე­როს ან­გა­რი­ში შე­ი­ცავს აგ­რეთ­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო უა­რეს­დე­ბა. ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ასე­თი ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ისიც იყოს, რომ ფხე­ნი­ანს, პან­დე­მი­ის გამო, თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბი და­ხუ­რუ­ლი აქვს.

გა­ე­როს დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის თით­ქმის სრუ­ლი არარ­სე­ბო­ბის გამო რთუ­ლია იმის გა­გე­ბა, თუ რა ბრა­ლი მი­უ­ძღვის და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს კო­რე­ე­ლე­ბის უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
9

ერთი ამასთან კარგად მაქეიფა რააა,,,,,,მაგარი კაცია))))

ჟორა
13

იმ აფიორას რასაც კრიპტოვალუტა ჰქვია, ამ საშუალებებითაც უნდა შევეწინააღმდეგოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რაში დახარჯავს კიმ ჩენ ინი მოპარულ, მილიონობით დოლარის ეკვივალენტ კრიპტოვალუტას - ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა სამი ბირჟა გატეხეს და გაძარცვეს

რაში დახარჯავს კიმ ჩენ ინი მოპარულ, მილიონობით დოლარის ეკვივალენტ კრიპტოვალუტას  -  ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა სამი ბირჟა გატეხეს და გაძარცვეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლიდან 2021 წლის შუახანებამდე პერიოდში კიბერნეტიკული შეტევების შედეგად ათობით მილიონი კრიპტოვალუტა მიიტაცა და ეს თანხა თავისი რაკეტული პროგრამის განვითარებას მოახმარა.

მკვლევარების თქმით, მსგავსი კიბერშეტევები ფხენიანის ბირთვული პროგრამისათვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში მოქმედი კრიპტოვალუტის სამი ბირჟა გატეხეს და გაძარცვეს.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC - ის რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულია მასალა, სათაურით: "ჩრდილოეთ კორეა თავის რაკეტულ პროგრამას მოპარული კრიპტოვალუტით აფინანსებს“, რომელშიც მიმოხილულია, თუ როგორ ძარცვავენ და იპარავენ საერთაშორისო ბირჟებიდან კრიპტოვალუტას ფხენიანის კომუნისტური რეჟიმის მომსახურე ჰაკერები.

პუბლიკაციის თანახმად, გაეროს ანგარიშში მითითებულია წყარო - კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაკავებული კომპანიის Chainalysis-ის მიერ იანვარში ჩატარებული გამოკვლევა, რომლის ავტორების დასკვნით, გასულ წელს ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა (რომელთა უკან, უეჭველია, სახელმწიფო დგას) დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ექვივალენტის მქონე ციფრული აქტივები მოიპარეს.

ჯერ კიდევ 2019 წელს გაეროს მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ კიბერშეტევების დახმარებით ჩრდილოეთ კორეას შეეძლო ორ მილიარდამდე დოლარის დაგროვება მასობრივი განადგურების იარაღის შესამუშავებლად.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანს ბირთვული გამოცდები და ბალისტიკური რაკეტების გაშვება აუკრძალა, კიმ ჩენ ინი მაინც აგრძელებს თავისი სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებას. ფხენიანი ასევე ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგია მოიპოვოს ამ პროგრამის რეალიზებისათვის, მათ შორის კიბერშეტევებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების მეშვეობით.

გაეროს ის ჩინოვნიკები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების მოქმედებას აკვირდებიან, ხაზს უსვამენ, რომ ფხენიანმა ბოლო დროს რაკეტების გამოცდა მნიშვნელოვნად დააჩქარა. რამდენიმე დღის წინათ, პარასკევს, აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ (კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ) მხოლოდ იანვარში ცხრა სარაკეტო გამოცდა ჩაატარა. "ჩრდილოეთ კორეამ თავისი სახმელეთო და საზღვაო სარაკეტო ძალების სწრაფი განლაგების, მობილიზებისა და მომატებული სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრაცია მოახდინა“, - განაცხადეს გაეროს წარმომადგენლებმა.

სხვათა შორის, 4 თებერვალს, პეკინში შეხვედრის დროს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა უარი განაცხადეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გახშირებული გაშვების დაგმობაზე. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვირას, 6 თებერვალს, აღნიშნა, რომ მისი სპეცწარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამ კვირის ბოლოს შეხვდება როგორც სამხრეთკორეელ, ასევე იაპონელ დიპლომატებს შექმნილი სიტუაციის განხილვის მიზნით.

გაეროს ანგარიში შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჰუმანიტარული სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ანგარიშის ავტორების ვარაუდით, ასეთი ვითარების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ფხენიანს, პანდემიის გამო, თავისი საზღვრები დახურული აქვს.

გაეროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის შესახებ ინფორმაციის თითქმის სრული არარსებობის გამო რთულია იმის გაგება, თუ რა ბრალი მიუძღვის დაწესებულ სანქციებს კორეელების უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ