Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდე იცავს, ე.წ. რესპირატორი N95 კი 85%-მდე" - ივანე ჩხაიძე
"კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდე იცავს, ე.წ. რესპირატორი N95 კი 85%-მდე" - ივანე ჩხაიძე

დღე­ის­თვის, "ომიკ­რო­ნი“ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ყვე­ლა მუ­ტა­ცი­ას შო­რის, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის უნა­რის მქო­ნე ვირუ­სი. მისი გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სწო­რედ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე გან­მარ­ტავს, სა­ვა­რა­უ­დო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში არის 10 997.

"პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვირუ­სის ჩი­ნუ­რი ვა­რი­ან­ტი ცირ­კუ­ლი­რებ­და, მსოფ­ლი­ო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო 114 შემ­თხვე­ვა. კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც ნაკ­ლე­ბად რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის უნა­რის მქო­ნე ვირუ­სი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს ნიშ­ნავ­და, რომ თუ ერთხელ გა­და­ი­ტა­ნეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი, იმუ­ნი­ტე­ტი გაქვთ საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა "ომიკ­რონ­მა“. დღე­ი­სათ­ვის "ომიკ­რო­ნი“ გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა მუ­ტა­ცი­ას შო­რის, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის უნა­რის მქო­ნე ვირუ­სი. არც ერთი სხვა ვა­რი­ან­ტი, მათ შო­რის "დელ­ტა“ არ წარ­მო­ად­გენს დაბ­რკო­ლე­ბას "ომიკ­რო­ნის­თვის“. მისი გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა სწო­რედ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ზუს­ტად აღ­ვნიშ­ნოთ, რამ­დე­ნი არის სა­ეჭ­ვო, რამ­დე­ნი არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ეს ციფ­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის მე-8 გა­და­ხედ­ვის მა­სა­ლებ­ში, სა­დაც ცალ­კე თავი ეძღვნე­ბა რე­ინ­ფი­ცი­რე­ბას. ეს არის პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქვე­ყა­ნა­ში. ამ მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში არის, 10 997 შემ­თხვე­ვა. ეს არის შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა აქე­დან, 46 შემ­თხვე­ვა­ში არის სექ­ვე­ნი­რე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა, ამი­ტომ ვირუ­სის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი, ე.წ. სექ­ვე­ნი­რე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დღე­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ 16 შემ­თხვე­ვა, რაც ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მსოფ­ლი­ო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 554 შემ­თხვე­ვა, სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი კი - მი­ლი­ონ­ზე მე­ტია. მწვა­ვე ფა­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო 6-8 თვე, ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი. "ომიკ­რონ­მა“ ეს სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. დღე­ი­სათ­ვის, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს გა­და­ტა­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მუ­ტა­ცი­ის კო­რო­ნა­ვირუ­სი, არ ით­ვლე­ბა და­ცუ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ამას­თან, რო­გორც ჩხა­ი­ძე დას­ძენს, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ "რეს­პი­რა­ტო­რი“ ნი­ღა­ბი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც 4-6 სა­ათ­ზე უფრო ხან­გრძლი­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა.

"ბოლო კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში 60%-მდეა დაც­ვის უნა­რის მქო­ნე. ის ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც უფრო მა­ღა­ლი დაც­ვის მქო­ნე არის, ე.წ. რეს­პი­რა­ტო­რი N95, იქ დაც­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნი­ღაბს ვა­ტა­რებთ და გვინ­და, რომ ნიღ­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ყოთ და­ცუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს ნი­ღა­ბი, "რეს­პი­რა­ტო­რი“. შე­გიძ­ლი­ათ, ეს ნი­ღა­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ უფრო ხან­გრძლი­ვად, 2-3 დღეც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელო
0

მაიტა შეგვიძინე N95-ები და ბაზარი არაა ექიმო. ქვეყანა სადაც პენსია 300 ლარია და ხელფასი 300-დან 600 ლარამდე (უმეტეს შემთხევევაში), გვითხარით როგორ შევიძინოთ 7 ლარიანი პირბადეები!!!! და თან ჯანსაღად იკვებეთო!!!! დაგირიცხოთ უნდა ერთი ჩვენი ხელფასები და უნდა დაგაკვირდეთ, რანაირად იცხოვრებთ ჯანსაღად და ხალისიანად!!!

გიორგა
2

შემოიტანდა ახალ პარტიას ვინმე პარლამენტარი და ხომ უნდა დაესიოს ბრძენი ხალხი. 

P.S. ორი ქირურგიული ნიღაბი 120% --:D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდე იცავს, ე.წ. რესპირატორი N95 კი 85%-მდე" - ივანე ჩხაიძე

"კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდე იცავს, ე.წ. რესპირატორი N95 კი 85%-მდე" - ივანე ჩხაიძე

დღეისთვის, "ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა, - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე საქართველოს მაგალითზე განმარტავს, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში არის 10 997.

"პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა "ომიკრონმა“. დღეისათვის "ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არც ერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის "დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას "ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა. საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ზუსტად აღვნიშნოთ, რამდენი არის საეჭვო, რამდენი არის დადასტურებული შემთხვევა. ეს ციფრები გამოქვეყნებული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის მე-8 გადახედვის მასალებში, სადაც ცალკე თავი ეძღვნება რეინფიცირებას. ეს არის პანდემიის მიმდინარეობისას, პირველი შემთხვევა, როდესაც რეინფიცირების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი ქვეყანაში. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში არის, 10 997 შემთხვევა. ეს არის შესაძლო რეინფიცირება, თუმცა აქედან, 46 შემთხვევაში არის სექვენირება ჩატარებული. რეინფიცირება არის განსხვავებული ტიპის ვირუსით ინფიცირება, ამიტომ ვირუსის დეტალური ანალიზი, ე.წ. სექვენირება ამ შემთხვევაში არის აუცილებელი. დღეისათვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია, რეინფიცირების მხოლოდ 16 შემთხვევა, რაც ზუსტად შეესაბამება მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას.

მსოფლიოში ოფიციალურად დადასტურებულია 554 შემთხვევა, საეჭვო შემთხვევები კი - მილიონზე მეტია. მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, ეს შეიძლება ყოფილიყო 6-8 თვე, ადამიანი იქნებოდა დაცული. "ომიკრონმა“ ეს სრულიად შეცვალა. დღეისათვის, არცერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გადატანილი ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი, არ ითვლება დაცულად“, - განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.

ამასთან, როგორც ჩხაიძე დასძენს, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ "რესპირატორი“ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება.

"ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, "რესპირატორი“. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.