ავტორი:

"არავინ არ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს აქ ყოფნა..." - რას ამბობს ბაკურიანში გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი დამსვენებელი

"არავინ არ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს აქ ყოფნა..." - რას ამბობს ბაკურიანში გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი დამსვენებელი

ბაკურიანში, მიტარბის გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის ინფორმაციით, მაშველებს ევაკუაცია ჯერ არ დაუწყიათ.

როგორც დამსვენებელმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათთვის უცნობია რამდენი ხანი მოუწევთ კიდევ საბაგიროზე ყოფნა.

"დაახლოებით, 10 წუთის წინ გამოაცხადეს, რომ სამაშველო სამსახური დაიწყებდა ევაკუაციას და ყველას ჩამოგვიყვანდნენ, თუმცა გარდა იმისა, რომ სამაშველოს 2-მა თანამშრომელმა რამდენჯერმე ბორანით გაიარა, მაგის გარდა არაფერი არ მინახავს, რომ გაეკეთებინოთ. ჯერ ვერსად ვერ ვხედავ, რომ ვინმეს ჩამოყვანა დაიწყეს. დაახლოებით, 1 საათია უკვე გაჩერებულია საბაგირო და არავინ არ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს კიდევ აქ ყოფნა, ან რა გზით ჩაგვიყვანენ“, - აცხადებს დამსვენებელი.

ინფორმაციისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო თითქმის ერთი საათია გაჩერებულია. როგორც მთის განვითარების კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა.