ავტორი:

"თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება" - ბიძინა კულუმბეგოვი

"თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება" - ბიძინა კულუმბეგოვი

"თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბიძინა კულუმბეგოვი დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მაჩვენებლებს აქვეყნებს და აცხადებს, განსხვავებებს სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებელი განაპორობებს.

"დანია - აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%.

დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%.

საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%.

ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!", - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.