სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს
სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მსა­ხი­ობ ჯან­სუ დე­რეს არა­ერ­თი რო­ლით იც­ნო­ბენ. 41 წლის ჯან­სუმ კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი შექ­მნა და ის თურ­ქულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში გა­მორ­ჩე­ულ ვარ­სკვლა­ვად ით­ვლე­ბა.

ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ჯან­სუ თავ­და­პირ­ვე­ლად სე­რი­ა­ლი­დან - "სილა“ გა­იც­ნო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი ჰქონ­და სე­რი­ა­ლებ­ში, "ეზე­ლი", დედა“, ამ­ჯე­რად კი მო­ნა­წი­ლე­ობს გახ­მა­უ­რე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლის თურ­ქულ ადაპ­ტა­ცი­ა­ში - Sadakatsiz, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს სა­ხე­ლით - "მო­ღა­ლა­ტე.“

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. პირ­ვე­ლი სე­რი­ის გა­მოს­ვლი­დან დღემ­დე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სით სარ­გებ­ლობს.

ჯან­სუ დე­რეს იც­ნო­ბენ რო­გორც ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ თურქ მსა­ხი­ობს, მას არ სჩ­ვე­ვია ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა, არ მოს­წონს პა­პა­რა­ცე­ბის, ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბა, ამი­ტო­მაც ჯან­სუს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ფა­ნე­ბის­თვის ბევ­რი რამ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

ჯან­სუ ან­კა­რა­ში, 1980 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და, გარ­და მსა­ხი­ო­ბი­სა ის არის მო­დე­ლი და 2000 წელს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე, "მის თურ­ქე­თი", მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, არ­ქე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი.

  • კონ­ფლიქ­ტი თურქ მსა­ხი­ობ­თან და სკან­და­ლი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სე­რი­ალ­ში "სილა“, ჯან­სუს რთუ­ლი, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და თა­ვის პარტნი­ორ­თან, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მეჰ­მეთ აკიფ ალა­კურტთან. მეჰ­მეთს არ მოს­წონ­და ჯან­სუ და პრო­დი­უ­სე­რებს ეჩხუ­ბე­ბო­და იმის გამო, რომ "გა­მო­უც­დელ მსა­ხი­ობ­თან" ათა­მა­შეს და რომ ჯან­სუ არ იყო მისი დო­ნი­სა და ხა­რის­ხის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

ამის გამო, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, ხოლო შემ­დეგ, ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თოდ აღარ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. დღეს ბევ­რის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შთამ­ბეჭ­და­ვად ას­რუ­ლებ­დნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის როლს, რე­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს ვერ იტან­დნენ.

ჯან­სუ დერე და მეჰ­მეთ აკიფ ალა­კურ­ტი

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­სუს მეჰ­მე­თის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს, მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ თა­ვის პარტნი­ორს არც კი ელა­პა­რა­კე­ბო­და.

"მას სა­ერ­თოდ აღარ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი“, - თქვა ჯან­სუ დე­რემ.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ჯან­სუ დერე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჯემ აი­დან­თან, ენ­გინ აქი­უ­რექთან, ასე­ვე მე­თინ აქ­დულ­გერ­თან. ყვი­თე­ლი პრე­სა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მსა­ხი­ობ ენ­გინ აქი­უ­რექთან რო­მან­ზე წერ­და და წყვილს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, თუმ­ცა თვი­თონ მსა­ხი­ო­ბებს რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ.

ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჯან­სუ დე­რეს თურქ კო­მი­კოს­თან, ჯემ ილ­მაზ­თან ჰქონ­და, რო­მელ­საც თურ­ქეთ­ში "ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბელს" უწო­დე­ბენ.

ჯან­სუ დერე ჯემ ილ­მაზ­თან ერ­თად

წყვი­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა შემ­დეგ, რო­გორც მე­დია წერ­და, ჯემ­მა მას უღა­ლა­ტა და წყვი­ლიც ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თიკა
2

არ ვარ თურქული სერიალების მოყვარული, მაგრამ youtub-ში გადავაწყდი ამ სერიალის, "ღალატის," ტრეილერს და მართლა საინტერესო აღმოჩნდა. ძლიერ, ინტელექტუალ ქალს როგორ შეუძლია სიმშვიდით, აუღელვებლად, დაფიქრებით მოღალატე ქმრის დასჯა. ნუ ბოლომდე არ მაქვს ნანახი, მაგრამ სერიალის პირველი ნაწილი მართლა შთამბეჭდავი იყო. 

თათკა
16

ძალიან კარგი სერიალია, ხარისხიანი, აზრიანი, დიდი ხანია სერიალს ესე არ მოვუხიბლივარ. საუკეთესო ნამუშევარია, ყველას გირჩევთ უყუროთ. უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს

სკანდალი გადასაღებ მოედანზე, დრამატული პირადი ცხოვრება და სევდიანი სიყვარულის ამბავი - როგორ ცხოვრობს ჯანსუ დერე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც უღალატეს

თურქული სერიალების მოყვარულები მსახიობ ჯანსუ დერეს არაერთი როლით იცნობენ. 41 წლის ჯანსუმ კარიერის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და ის თურქულ კინემატოგრაფიაში გამორჩეულ ვარსკვლავად ითვლება.

ქართველმა მაყურებელმა ჯანსუ თავდაპირველად სერიალიდან - "სილა“ გაიცნო, წარმატებული როლი ჰქონდა სერიალებში, "ეზელი", დედა“, ამჯერად კი მონაწილეობს გახმაურებელი ამერიკული სერიალის თურქულ ადაპტაციაში - Sadakatsiz, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სახელით - "მოღალატე.“

სერიალის გადაღებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. პირველი სერიის გამოსვლიდან დღემდე მაღალი რეიტინგითა და საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს.

ჯანსუ დერეს იცნობენ როგორც ყველაზე ინტელექტუალ თურქ მსახიობს, მას არ სჩვევია ხშირად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, არ მოსწონს პაპარაცების, ყვითელი პრესის ყურადღება, ამიტომაც ჯანსუს პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ფანებისთვის ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება.

ჯანსუ ანკარაში, 1980 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, გარდა მსახიობისა ის არის მოდელი და 2000 წელს სილამაზის კონკურსზე, "მის თურქეთი", მეორე ადგილი დაიკავა. დამთავრებული აქვს სტამბოლის უნივერსიტეტის, არქეოლოგიის ფაკულტეტი.

  • კონფლიქტი თურქ მსახიობთან და სკანდალი გადასაღებ მოედანზე

საინტერესოა, რომ სერიალში "სილა“, ჯანსუს რთული, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის პარტნიორთან, მთავარი როლის შემსრულებელ მეჰმეთ აკიფ ალაკურტთან. მეჰმეთს არ მოსწონდა ჯანსუ და პროდიუსერებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ "გამოუცდელ მსახიობთან" ათამაშეს და რომ ჯანსუ არ იყო მისი დონისა და ხარისხის შემსრულებელი.

ამის გამო, გადასაღებ მოედანზე წყვილი ხშირად ჩხუბობდა, ხოლო შემდეგ, ერთმანეთს საერთოდ აღარ ელაპარაკებოდნენ. დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ადამიანები, რომლებიც შთამბეჭდავად ასრულებდნენ შეყვარებულების როლს, რეალურად ერთმანეთს ვერ იტანდნენ.

ჯანსუ დერე და მეჰმეთ აკიფ ალაკურტი

სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ ჯანსუს მეჰმეთის შესახებ ჰკითხეს, მსახიობმა თქვა, რომ თავის პარტნიორს არც კი ელაპარაკებოდა.

"მას საერთოდ აღარ ველაპარაკებოდი“, - თქვა ჯანსუ დერემ.

  • პირადი ცხოვრება

ჯანსუ დერე დაქორწინებული არ არის, თურქული მედიის ცნობით, მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჯემ აიდანთან, ენგინ აქიურექთან, ასევე მეთინ აქდულგერთან. ყვითელი პრესა განსაკუთრებით აქტიურად მსახიობ ენგინ აქიურექთან რომანზე წერდა და წყვილს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, თუმცა თვითონ მსახიობებს რომანტიკული კავშირის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა ჯანსუ დერეს თურქ კომიკოსთან, ჯემ ილმაზთან ჰქონდა, რომელსაც თურქეთში "ქალების გულთამპყრობელს" უწოდებენ.

ჯანსუ დერე ჯემ ილმაზთან ერთად

წყვილი 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა შემდეგ, როგორც მედია წერდა, ჯემმა მას უღალატა და წყვილიც ერთმანეთს დაშორდა.