საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პიკში ვართ - დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს" - გამყრელიძე
"პიკში ვართ - დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს" - გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა პიკ­შია.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, წავა თუ არა კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბა დაღ­მა­ვა­ლი ფა­ზის­კენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად პიკ­ში ვართ. პლა­ტოს რომ ეძა­ხი­ან, ამ ტი­პის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს. ბოლო ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 18-24 ათა­სის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ვთვლით, რომ პიკ­ში ვართ. დაღ­მა­ვა­ლი ფა­ზის­კენ წავა თუ არა, უნდა ვიმ­სჯე­ლოთ იმის მი­ხედ­ვით, რა მო­ნა­ცე­მე­ბი გვექ­ნე­ბა სამ­შა­ბათს და ოთხშა­ბათს“,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, გამ­ყრე­ლი­ძეს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა. მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ იზ­რდე­ბა.

"ვფიქ­რობ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს, რა­მე­თუ დღეს 208 745 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა იყო, აქე­დან 5 840 არის სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში და არ იმა­ტებს მძი­მე ავად­მყოფ­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 900-დან 1100-ის ფარ­გებ­ში მერ­ყე­ობს. ასე­ვე არ იზ­რდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბა. ზო­გა­და­დაც აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი - 3%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ "ომიკ­რო­ნი" "დელ­ტას­თან“ შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ რად­გან შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან ბევ­რია, რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ასე სწრა­ფად ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ შეგ­ვიმ­ცირ­დეს.

ადა­მი­ა­ნე­ბის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - ეს, რაც აღ­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, სულ მცი­რე 2.5-ზე უნდა გამ­რავ­ლდეს. დღეს ზე­წო­ლა ძი­რი­თა­დად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სექ­ტორ­ზეა. ნაკ­ლე­ბია ზე­წო­ლა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე. ეს გვა­ი­მე­დებს, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრამიტი
2

მომნატრებიხარ ბიჭო

უსინდისო
4

ჩემი შვილი ექიმია. გადაიტანა კოვიდი. შემდეგ აიცრა სამჯერ ანუ ბუსტერით. გუსინ კიდევ დაინფიცირდა. ამ დროს არიან ექიმები საერთოდ არ აცრილან. რითი ავხსნა რა გაქვთ პასუხი. სამივე უსინდისო ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პიკში ვართ - დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს" - გამყრელიძე

"პიკში ვართ - დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება პიკშია.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსჯელობა იმაზე, წავა თუ არა კოვიდვითარება დაღმავალი ფაზისკენ, რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.

"გარკვეულწილად პიკში ვართ. პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამყრელიძეს აქვს მოლოდინი, რომ სიკვდილიანობა შემცირდება. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება.

"ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, რამეთუ დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა - 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ზოგადადაც აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული - 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონი" "დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ასე სწრაფად ფატალური გამოსავალი არ შეგვიმცირდეს.

ადამიანების კუმულაციური რაოდენობა საკმაოდ მაღალია - ეს, რაც აღრიცხულია, მაგრამ, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, სულ მცირე 2.5-ზე უნდა გამრავლდეს. დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.