სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ქე­თე­ვან ლუ­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, სა­დაც და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე მგე­ლა­ძე აცხა­დებ­და, კირ­კი­ტა­ძეს და­ნა­შუ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია, პი­რი­ქით, ის თა­ვის დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით კი, ბრალ­დე­ბუ­ლი კირ­კი­ტა­ძე თავ­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა, ვი­ნა­ი­დან მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არა­ვის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია.

საქ­მე ეხე­ბა რუს­თავ­ში, 2021 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას. და­ვით კირ­კი­ტა­ძეს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წარ­დე­გი­ნა, რაც სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ამას პოლიტიკური რომ უჭირავს საკაიფოა!

mama
9

უნამუსო ხალთან რამეს დათმობა არ შეიძლება როგორცკი რამეს დაუთმობ და აპატიებ უარეს გაგიკეთებენ,კირკიტაძე უნამუსობის და არაკაცობის ეტალონია ამისთანებს არაფერი არ უნდა აპატიო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

როგორც ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებდა, კირკიტაძეს დანაშული არ ჩაუდენია, პირიქით, ის თავის დაცვის პოზიციაში იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებით კი, ბრალდებული კირკიტაძე თავდაცვის მდგომარეობაში არ ყოფილა, ვინაიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არავის განუხორციელებია.

სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.