ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა. აღნიშნულის გარდა, უამინდობის გამო, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მოცურების შედეგედად კიდევ ორი ავტომობილი გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.
ფოტო: ია თინიკაშვილი
ნორმალურ ქვყნებში ადეკვატური ხალხი თოვლსა და ქარბუქში სახლსი არიან არ დატანტალებენ აღმა დაღმა....აუცილებლობის გარეშე...
გზა უნდა გაწმინდოთ როცა თოვლი მოდის და არაფერი არ მოხდება, უარესი ამბავი ხდებოდა ბორჯომი ბაკურიანის გზაზე, სირცხვილია