"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატს დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
დავით კირკიტაძის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, რადგან ბრალი არის აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული და სასაცილო.
"ამ ბრალს არაფრის ფასი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ტექსტში, ამ ფურცლებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ამომიბეჭდა წერია ღირებული, ეს დავწერე მე - "თავისუფლება მიშას", დანარჩენი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად და "ქართული ოცნება" პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით", - განაცხადა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვერავის ვეყმობი,ვერც ბიძინას,ვერც გრიშინას,ვერც მიშას.
უბრალოდ ვამბობ ამ პიროვნებაზე,რომ ასეთი კაცები ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ უნდა იბრძოდნენ,ასეთები ახლაც ბევრი არიან იქ ხელისუფლებაში და დამატება აღარაა საჭირო,ხალხი ასეთ კაცებს ფეხებზე კიდიათ და ქვეყანაც,ასეთებს თავიანთი,პირადი აინტერესებთ,მითუმეტეს გემო ხელისუფლებაში ყოფნისა გასინჯული აქვს და ამიტომ უნდა კვლავ იქ შეძრომა.
ისე განათლებაზე,რომ წერთ,იქნებ ჯერ შეგედარებინათ არსებული და )()()()()(-? არა-?-