სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კო­სი, არა­ერ­თგზის დე­პუ­ტა­ტი და თი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი მერი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და. პო­ლი­ტი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად მძი­მეა. ის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. Ambebi.ge პო­ლი­ტი­კო­სის შვილს ზაზა მე­ჭი­ა­ურს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ მა­მას კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და, რად­გან თა­ვად არ სურ­და. მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ და­თან­ხმდა ოჯახს და ლე­ვან რა­ტი­ანს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლი­ლი­ყო...

ზაზა მე­ჭი­ა­უ­რი:

- კონ­ტაქ­ტუ­რია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ისევ მძი­მედ არის. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მე­სა­მე დღეა, სა­ტუ­რა­ცია 85 აქვს, ანა­ლი­ზე­ბი დღეს ცოტა უკე­თე­სი აქვს, მაგ­რამ სა­ტუ­რა­ცია იგი­ვე რჩე­ბა.

- ასე მალე დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­შიც იყო სტუმ­რად.

- არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ხუთი დღე იყო ცუ­დად და ცოტა გვი­ან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თან­ხმეთ, სახ­ლშიც ცუ­დად იყო. შა­ბათს და­ვაწ­ვი­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მა­ნამ­დე ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს უკვე ცუ­დად იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ცოტა უკეთ გახ­და, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და მისი გად­მოყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, არ მოგ­ვყვე­ბო­და. შინ უკვე 90-92-ზე ჰქონ­და სა­ტუ­რა­ცია. ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მისი ექი­მია და ყვე­ლა დე­ტალს მი­თან­ხმებს. ასე­ვე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. დღე­ში ორ­ჯერ ვხვდე­ბი ექი­მებს და დე­ტა­ლუ­რად მაც­ნო­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას.

- რა­ტომ არ უნ­დო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ არ და­დის ექი­მებ­ში, ოღონდ სა­ა­ვად­მყო­ფოს ნუ გა­ა­გო­ნებ. სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბო­დი მა­ნამ­დეც, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ბო­ლოს სუნ­თქვა უჭირ­და, შვი­ლებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ვთხო­ვეთ ძა­ლი­ან, მერე ლე­ვან რა­ტი­ა­ნიც ესა­უბ­რა და დაგ­ვთანხდა. პირ­ვე­ლი ორი დღე სი­ცხე ჰქონ­და, მაგ­რამ მერე და­ი­წყო გა­უ­ა­რე­სე­ბა. ადრე ფილ­ტვებ­ზე აქვს რა­ღაც გა­და­ტა­ნი­ლი და ძვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბაც დარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და. რა­ღაც სა­ი­ტებ­ზე წა­ვი­კი­თხე და სა­ი­დან და­ად­გი­ნეს მისი ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრო­ცენ­ტი არ ვიცი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს ციფ­რე­ბი. შე­მოყ­ვა­ნის დღი­დან ნა­ნა­ხი მაქვს ის სუ­რა­თი, რა­ზეც ჩანს რა დღე­შიც აქვს ფილ­ტვე­ბი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი ექი­მებს.

- ზაზა, მამა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის?

- არა, ვერ მო­ას­წრო, ალერ­გი­უ­ლია და ექი­მებ­მა ვერ გა­და­წყვი­ტეს რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტით აც­რი­ლი­ყო. აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა, აპი­რებ­და აც­რას. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი აქ ვართ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექი­მე­ბი იბ­რძვი­ან... პატ­რი­არ­ქმაც და­ლო­ცა და იმე­დი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და მინ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს. ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის მა­მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარი
1

ღმერთმა გამოაჯანმთელოს. ვილოცოთ ყველამ და უფალს შე თხოვოთ ამ მაგარი კაცის, ქართველის და მეგობრის მალე ფეხზე დაყენება.

gio
1

გფარავდეთ ღმერთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი, არ ვიცი..." - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით დაინფიცირდა. პოლიტიკოსის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. Ambebi.ge პოლიტიკოსის შვილს ზაზა მეჭიაურს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ მამას კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებით მოხდა, რადგან თავად არ სურდა. მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ დათანხმდა ოჯახს და ლევან რატიანს, რომ საავადმყოფოში დაწოლილიყო...

ზაზა მეჭიაური:

- კონტაქტურია, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ მძიმედ არის. რეანიმაციაშია მესამე დღეა, სატურაცია 85 აქვს, ანალიზები დღეს ცოტა უკეთესი აქვს, მაგრამ სატურაცია იგივე რჩება.

- ასე მალე დამძიმდა მისი მდგომარეობა? რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაშიც იყო სტუმრად.

- არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხუთი დღე იყო ცუდად და ცოტა გვიან გადავიყვანეთ, დაგვიანებით დავითანხმეთ, სახლშიც ცუდად იყო. შაბათს დავაწვინეთ კლინიკაში, მანამდე ხუთშაბათსა და პარასკევს უკვე ცუდად იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გადასხმების შემდეგ ცოტა უკეთ გახდა, მაგრამ როგორც გითხარით, დაგვიანებით მოხდა მისი გადმოყვანა კლინიკაში, არ მოგვყვებოდა. შინ უკვე 90-92-ზე ჰქონდა სატურაცია. ლევან რატიანი მისი ექიმია და ყველა დეტალს მითანხმებს. ასევე დიმიტრი ხუნდაძე და ამირან გამყრელიძე არიან ჩართულები. დღეში ორჯერ ვხვდები ექიმებს და დეტალურად მაცნობენ მდგომარეობას.

- რატომ არ უნდოდა საავადმყოფოში გადაყვანა?

- ისეთი ადამიანია, რომ არ დადის ექიმებში, ოღონდ საავადმყოფოს ნუ გააგონებ. სულ მაგას ვეუბნებოდი მანამდეც, რომ პროფილაქტიკის მიზნით ჩაეტარებინა გამოკვლევები. ბოლოს სუნთქვა უჭირდა, შვილებმა, ოჯახის წევრებმა ვთხოვეთ ძალიან, მერე ლევან რატიანიც ესაუბრა და დაგვთანხდა. პირველი ორი დღე სიცხე ჰქონდა, მაგრამ მერე დაიწყო გაუარესება. ადრე ფილტვებზე აქვს რაღაც გადატანილი და ძველი დაზიანებაც დარჩენილი ჰქონდა. რაღაც საიტებზე წავიკითხე და საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ციფრები. შემოყვანის დღიდან ნანახი მაქვს ის სურათი, რაზეც ჩანს რა დღეშიც აქვს ფილტვები, თავიდან ბოლომდე ვენდობი ექიმებს.

- ზაზა, მამა ვაქცინირებული არ არის?

- არა, ვერ მოასწრო, ალერგიულია და ექიმებმა ვერ გადაწყვიტეს რომელი პრეპარატით აცრილიყო. აცრის წინააღმდეგი არ ყოფილა, აპირებდა აცრას. ოჯახის ყველა წევრი აქ ვართ საავადმყოფოში, ექიმები იბრძვიან... პატრიარქმაც დალოცა და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის რეალური სურათი და მინდა ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს. ჩემზე კარგად არავინ იცის მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა.