პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე
"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე

ცნო­ბილ რე­ჟი­სორს ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძეს ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა... მი­უ­ხე­და­ვად მის თავს დამ­ტყდა­რი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ი­სა, ამ­ბობს რომ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 22 წელი ულა­მა­ზე­სად ეცხოვ­რა და გა­ე­გო რას ნიშ­ნავს სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძე პი­რად ტრა­გე­დი­ა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ებ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, სამ­წუ­ხა­როდ ცოტა ხნის წინ დიდი ტრა­გე­დია და­გა­ტყდათ თავს, მე­უღ­ლე და­კარ­გეთ...

- დიახ... პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა და­კარ­გა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კო­ვი­დი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ჩემი მე­უღ­ლე გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა... არა­ნა­რი ვირუ­სი არ შეგ­ვხვედ­რია, აც­რი­ლე­ბიც ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე კლი­პის პრე­მი­ე­რას ვე­ლო­დე­ბო­დით, ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით, ლელა ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ეტყო­ბა გა­და­ი­ღა­ლა და გამ­თე­ნი­ას ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა... 60 წლის კაცი მარ­ტო დავ­რჩი. ლელა ჩემი მე­ო­რე მე­უღ­ლე იყო, მე უფალ­მა 22 წელი მისი სა­ხით სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ჩუ­ქა! რომ გა­მე­გო რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ქა­ლის და კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რი უნდა იყოს ქალი - აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ნა­ხა უფალ­მა და მერე წა­იყ­ვა­ნა, ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა... 22 წელი ულა­მა­ზე­სი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე...

არ მე­გო­ნა ამ­დენ ადა­მი­ანს თუ გული ეტ­კი­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევ­რი მწერს და ცალ­კე ლე­ლას, ცალ­კე ჩემს გამო წუ­ხილს გა­მო­ხა­ტა­ვენ. ლე­ლამ 1991 წელს პირ­ველ­მა გა­ი­ტა­ნა და გა­შა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი დრო­შა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სან -ფრან­ცის­კოს გრანპ­რის ტი­ტუ­ლით დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში. იმის შემ­დეგ კი­დევ სა­მა­სი კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა, მათ შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო - "ფი­როს­მა­ნი"... რო­გორც დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი მოღ­ვა­წე­ობ­და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ყვე­ლა­ფე­რი აი­რია, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და გვერ­დით და­მიდ­გა რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი, ოთხი ფილ­მი ერ­თად გა­და­ვი­ღეთ.

ლე­ლას "პა­ტა­რა ბა­ლან­ჩინს" ეძახ­დნენ, თა­ვის საქ­მე­ში იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო. იმ­დენს შრო­მობ­და არა­სო­დეს მე­გო­ნა, თუ რამე მო­ე­რე­ო­და და სამ­ძი­მარ­ზე ვინც არ მო­დი­ო­და, ყვე­ლა იგი­ვეს ამ­ბობ­და... 24 სა­ა­თი საქ­მე­ზე მო­მარ­თუ­ლი იყო.

- ქალ­ბა­ტონ ლელა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია?

- დიახ.. თუმ­ცა თით­ქოს გული რა­ღა­ცას უგ­რძნობ­და და მისი ბოლო სამი დღე სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო იყო... ამას პირ­ვე­ლად თქვენ გიყ­ვე­ბით: სა­დაც ეკ­ლე­სი­ას და­ი­ნა­ხავ­და, ყო­ველ­თვის შე­დი­ო­და. მარ­ხვას იცავ­და და ძა­ლი­ან სუფ­თა გუ­ლის გოგო იყო. დი­ღომ­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში წმინ­და ლა­ზა­რეს ეკ­ლე­სი­აა. ეკ­ლე­სი­ა­ში არა­ვინ იყო, წმინ­და ლა­ზა­რეს ხატ­თან ერ­თა­დერ­თი კან­დე­ლი ენთო. ლე­ლას სან­თლე­ბი სულ დაჰ­ქონ­და, იმ დღე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, ყვე­ლა სან­თე­ლი აან­თო და მთე­ლი ეკ­ლე­სია გა­აბრდღვი­ა­ლა. თა­ვად ლა­მის ამ­ბი­ონ­ზე იდგა და ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი ხმა­მაღ­ლა ლო­ცუ­ლობ­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ჟი­სო­რი ვარ და ყვე­ლა­ფერს, რო­გორც კი­ნოს ისე გიყ­ვე­ბით... ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბა იყო.

ვო­რონ­ცოვ­ზე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია გვაქვს და მე­ო­რე დღეს რომ ჩა­ვი­ა­რეთ, იქაც ერ­თა­დერ­თი კან­დე­ლი ენთო. ირ­გვლივ არა­ვინ იყო და ლე­ლამ ისევ გა­ა­ჩახ­ჩა­ხა სან­თლე­ბით მთე­ლი ეკ­ლე­სია. ისე­თი გრძნო­ბით ლო­ცუ­ლობ­და, მე­გო­ნა ჰა­ერ­ში იწე­ო­და. მე­სა­მე დღეს ბარ­ბა­რო­ბა იყო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია მთე­ლი დღე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვით. წმინ­და ბა­რა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო და ლე­ლამ იქ მთე­ლი დღე ლოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა... ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სახ­ლში მინ­დო­და წა­მოს­ვლა, მაგ­რამ მთხო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მიყ­ვა­ნეო. შენ რომ პატ­რი­არ­ქმა ჯვა­რი გა­ჩუ­ქა, გა­წყვე­ტი­ლი ჯაჭ­ვი ოქ­რომ­ჭე­დელ­თან მი­ვი­ტა­ნე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­მო­ვი­ღო, თო­რემ და­ი­კარ­გე­ბაო... წა­მო­ვი­ღეთ ის ჯვა­რი, თა­ვის ხე­ლით გა­მი­კე­თა და დი­ლის ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე ჩემს ხელ­ში აღეს­რუ­ლა...

ლელა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო! ვწუხ­ვარ სა­ერ­თო შვი­ლი რომ არ გვყავ­და... მე პირ­ვე­ლი მე­უღ­ლი­დან ორი ვაჟი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ულა­მა­ზე­სე­ბი მყავს, ორი პა­წუ­კა გოგო... ჩემი შვი­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით მთხო­ვენ ამე­რი­კა­ში მათ­თან ჩა­ვი­დე, მაგ­რამ ამას ვე­რაფ­რით შევ­ძლებ! სად უნდა წა­ვი­დე, ჩემს თბი­ლისს რო­გორ უნდა მოვ­შორ­დე?!

- მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი­სა, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ალ­ბათ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში კი­დევ ბევ­რს შექ­მნით... რო­გო­რი გა­რე­მოა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოღ­ვა­წე­ოდ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსგავს პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში ხე­ლო­ვა­ნის­თვის სა­მოღ­ვა­წე­ოდ გა­რე­მო ყო­ველ­თვის რთუ­ლია, რად­გან ფი­ნან­სე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის არა­სო­დეს არ იძებ­ნე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, კი­ნო­ცენ­ტრში ოცი წე­ლია ფილ­მი არ გა­და­მი­ღია. ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნა­რი შემ­ქონ­და და არ მა­ფი­ნან­სებ­დნენ. ამის გამო 15 დღე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვშიმ­ში­ლობ­დი და ლა­მის თავი მო­ვი­კა­ლი. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, დღეს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აღარც მსურს! მი­თუ­მე­ტეს ლე­ლას შევ­პირ­დი და დავ­წე­რე კი­დეც, ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ სად დგა­ხართ, ვინ სად ლო­ცუ­ლობთ-მეთ­ქი... ამ­დე­ნი ზი­ზღით, გა­ყი­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, ბო­რო­ტი თვა­ლე­ბის ყუ­რე­ბით და­ვიხ­რჩვი, აღარ შე­მიძ­ლია, ვე­ღარ ვსუნ­თქავ! არ შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხოო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გამო ვჩხუ­ბობ­დეთ!

- ათწლე­უ­ლე­ბია ეგ ვი­თა­რე­ბაა...

- ჰოდა გე­ნაც­ვა­ლე არ ვართ ჩვენ ისე­თი ტი­პე­ბი, რო­გო­რე­ბიც გვინ­და რომ ვი­ყოთ! ვინ­მე გან­სხვა­ვე­ბულს იტყვის და მო­ღა­ლა­ტე ხარო, შე­იძ­ლე­ბა ასე ერ­თმა­ნეთს მო­ღა­ლა­ტეს ვე­ძახ­დეთ?! სხვა­თა­შო­რის მეც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ლე­ლას თხოვ­ნით სა­ერ­თოდ შე­ვეშ­ვი.

- გვი­ამ­ბეთ კლიპ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­და­ი­ღეთ...

- "ახე­დე ცას" - ასე ჰქვია სიმ­ღე­რას... ტექ­სტის ავ­ტო­რი და დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი მე ვარ, კომ­პო­ზი­ტო­რი კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე, დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი ბა­ქარ შა­რა­შე­ნი­ძე, მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი - ელია ფარ­სა­და­ნიშ­ვი­ლი. სულ ცოტა ხან­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად იხი­ლავს და დას­კვნებს გა­მო­ი­ტანს, რო­გო­რი კლი­პია. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და მად­ლი­ე­რე­ბით ვახ­სე­ნო, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მელ­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა კლი­პი გა­დაგ­ვე­ღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ania
21

ვახ, როგორ დამწყდა გული! ესეთი სიყვარული ასე მალე არ უნდა მთავრდებოდეს!

ახლა 1 ვიტყვი და ლელას იმდენი ულოცია რომ უფალმა უკეთეს ადგილას წაიყვანა მე ასე ვთვლი! უფალს კარგები უნდაო რომ ამბობენ ტყუილად არ ამბობენ, თუმც ამას სხვა მნიშველობა აქვს, ანუ, აქ ჩვემ ხომ დროებით ვართ . თუ მართალი და კარგი გზით ვიარეთ უფალი უკეთეს სამყაროში გადაგვიყვანს. დაფიქრდით ამაზე, დედამიწა არის ის ჯოჯოხეთი უფალმა რომ ჩამოყარა ადამი და ევა, ანუ, ჩამოგვყარა!ჩვენ! ადამიანები!

გიორგი
14

გაანათლებს უფალი ქალბატონი ლელას სულს....მის მეუღლეს კი ნორმალურ ჯამრთელობას და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე

"ლელა ხელებში ჩამაკვდა, თუმცა მქონდა ბედნიერება, რომ მასთან 22 წელი მეცხოვრა" - რეჟისორის გულწრფელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და გეგმებზე

ცნობილ რეჟისორს ლევან ანჯაფარიძეს ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა... მიუხედავად მის თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედიისა, ამბობს რომ ჰქონდა შესაძლებლობა 22 წელი ულამაზესად ეცხოვრა და გაეგო რას ნიშნავს სრული ბედნიერება.

ლევან ანჯაფარიძე პირად ტრაგედიასა და შემოქმედებით სიახლეებზე თავად გვესაუბრა:

- ბატონო ლევან, სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია დაგატყდათ თავს, მეუღლე დაკარგეთ...

- დიახ... პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა დაკარგა ძვირფასი ადამიანი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კოვიდი არაფერ შუაში იყო, ჩემი მეუღლე გულით გარდაიცვალა... არანარი ვირუსი არ შეგვხვედრია, აცრილებიც ვიყავით, ყოველდღე კლიპის პრემიერას ველოდებოდით, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ლელა ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, ეტყობა გადაიღალა და გამთენიას ხელში ჩამაკვდა... 60 წლის კაცი მარტო დავრჩი. ლელა ჩემი მეორე მეუღლე იყო, მე უფალმა 22 წელი მისი სახით სრული ბედნიერება მაჩუქა! რომ გამეგო რა არის ბედნიერება, ქალის და კაცის დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ქალი - აი, ეს ყველაფერი დამანახა უფალმა და მერე წაიყვანა, ყველაფერი უფლის ნებაა... 22 წელი ულამაზესი ცხოვრებით ვიცხოვრე...

არ მეგონა ამდენ ადამიანს თუ გული ეტკინებოდა, ძალიან ბევრი მწერს და ცალკე ლელას, ცალკე ჩემს გამო წუხილს გამოხატავენ. ლელამ 1991 წელს პირველმა გაიტანა და გაშალა საქართველოს ეროვნული დროშა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სან -ფრანცისკოს გრანპრის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში. იმის შემდეგ კიდევ სამასი კონცერტი ჩაატარა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო - "ფიროსმანი"... როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი მოღვაწეობდა სანკტ-პეტერბურგში, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ საქართველოში რომ ყველაფერი აირია, იძულებული გახდა თავის საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და გვერდით დამიდგა როგორც პროდიუსერი, ოთხი ფილმი ერთად გადავიღეთ.

ლელას "პატარა ბალანჩინს" ეძახდნენ, თავის საქმეში იმდენად ძლიერი იყო. იმდენს შრომობდა არასოდეს მეგონა, თუ რამე მოერეოდა და სამძიმარზე ვინც არ მოდიოდა, ყველა იგივეს ამბობდა... 24 საათი საქმეზე მომართული იყო.

- ქალბატონ ლელა სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია?

- დიახ.. თუმცა თითქოს გული რაღაცას უგრძნობდა და მისი ბოლო სამი დღე სრულიად უჩვეულო იყო... ამას პირველად თქვენ გიყვებით: სადაც ეკლესიას დაინახავდა, ყოველთვის შედიოდა. მარხვას იცავდა და ძალიან სუფთა გულის გოგო იყო. დიღომში კინოსტუდიაში ვიყავით და მოგეხსენებათ, კინოსტუდიის ეზოში წმინდა ლაზარეს ეკლესიაა. ეკლესიაში არავინ იყო, წმინდა ლაზარეს ხატთან ერთადერთი კანდელი ენთო. ლელას სანთლები სულ დაჰქონდა, იმ დღესაც ძალიან ბევრი ჰქონდა წამოღებული, ყველა სანთელი აანთო და მთელი ეკლესია გააბრდღვიალა. თავად ლამის ამბიონზე იდგა და ხელებაწეული დაახლოებით ერთი საათი ხმამაღლა ლოცულობდა... მოგეხსენებათ, რეჟისორი ვარ და ყველაფერს, როგორც კინოს ისე გიყვებით... ეს ყველაფერი რაღაც მინიშნება იყო.

ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გვაქვს და მეორე დღეს რომ ჩავიარეთ, იქაც ერთადერთი კანდელი ენთო. ირგვლივ არავინ იყო და ლელამ ისევ გააჩახჩახა სანთლებით მთელი ეკლესია. ისეთი გრძნობით ლოცულობდა, მეგონა ჰაერში იწეოდა. მესამე დღეს ბარბარობა იყო და რასაკვირველია მთელი დღე ეკლესიაში ვიყავით. წმინდა ბარარეს სახელობის ეკლესიაში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ლელამ იქ მთელი დღე ლოცვაში გაატარა... ძალიან დაღლილები ვიყავით, სახლში მინდოდა წამოსვლა, მაგრამ მთხოვა თავისუფლების მოედანზე გამიყვანეო. შენ რომ პატრიარქმა ჯვარი გაჩუქა, გაწყვეტილი ჯაჭვი ოქრომჭედელთან მივიტანე და აუცილებლად უნდა წამოვიღო, თორემ დაიკარგებაო... წამოვიღეთ ის ჯვარი, თავის ხელით გამიკეთა და დილის ოთხის ნახევარზე ჩემს ხელში აღესრულა...

ლელა საოცარი ადამიანი იყო! ვწუხვარ საერთო შვილი რომ არ გვყავდა... მე პირველი მეუღლიდან ორი ვაჟი და ორი შვილიშვილი მყავს, ამერიკაში ცხოვრობენ და მუშაობენ და შვილიშვილებიც ულამაზესები მყავს, ორი პაწუკა გოგო... ჩემი შვილები გამუდმებით მთხოვენ ამერიკაში მათთან ჩავიდე, მაგრამ ამას ვერაფრით შევძლებ! სად უნდა წავიდე, ჩემს თბილისს როგორ უნდა მოვშორდე?!

- მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ცხოვრება გრძელდება და ალბათ ხელოვნებაში კიდევ ბევრს შექმნით... როგორი გარემოა დღეს საქართველოში სამოღვაწეოდ?

- საქართველოში და მსგავს პატარა ქვეყნებში ხელოვანისთვის სამოღვაწეოდ გარემო ყოველთვის რთულია, რადგან ფინანსები ხელოვნებისთვის არასოდეს არ იძებნება. მე, მაგალითად, კინოცენტრში ოცი წელია ფილმი არ გადამიღია. ოცი წლის განმავლობაში სცენარი შემქონდა და არ მაფინანსებდნენ. ამის გამო 15 დღე პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდი და ლამის თავი მოვიკალი. გულწრფელად გეტყვით, დღეს ამ თემაზე საუბარი აღარც მსურს! მითუმეტეს ლელას შევპირდი და დავწერე კიდეც, ყველა მიყვარხართ არ მაინტერესებს, ვინ სად დგახართ, ვინ სად ლოცულობთ-მეთქი... ამდენი ზიზღით, გაყინული სახეებით, ბოროტი თვალების ყურებით დავიხრჩვი, აღარ შემიძლია, ვეღარ ვსუნთქავ! არ შეიძლება ხალხოო პოლიტიკოსების გამო ვჩხუბობდეთ!

- ათწლეულებია ეგ ვითარებაა...

- ჰოდა გენაცვალე არ ვართ ჩვენ ისეთი ტიპები, როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ! ვინმე განსხვავებულს იტყვის და მოღალატე ხარო, შეიძლება ასე ერთმანეთს მოღალატეს ვეძახდეთ?! სხვათაშორის მეც ძალიან აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ლელას თხოვნით საერთოდ შევეშვი.

- გვიამბეთ კლიპზე, რომელიც ახლახან გადაიღეთ...

- "ახედე ცას" - ასე ჰქვია სიმღერას... ტექსტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მე ვარ, კომპოზიტორი კაკო ვაშალომიძე, დამდგმელი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე, მონტაჟის რეჟისორი - ელია ფარსადანიშვილი. სულ ცოტა ხანში მაყურებელი თავად იხილავს და დასკვნებს გამოიტანს, როგორი კლიპია. აუცილებლად მინდა მადლიერებით ვახსენო, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მოგვცა საშუალება კლიპი გადაგვეღო.