ქართული ნატურალური ჩაი „მთაჩი“ ალპურ ზონაში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, სხვადასხვა მინერალით მდიდარ მთის კალთებზე იკრიფება. როცა თემო მაისურაძეს გაუჩნდა იდეა, საქართველოს ეს მშვენიერი მხარე ადამიანებისთვის სხვა მხრიდან გაეცნო, ის დიდხანს არჩევდა ოპტიმალურ სახეობებს. საბოლოოდ, არჩევანი რამდენიმე მათგანზე შეაჩერა.
პროდუქტის დასახელებაც ისეთი შეარჩია, რომ მთისთვის ორგანული ყოფილიყო. მოხევეები ნებისმიერ სიტყვას, რომელიც „ში“-ზე მთავრდება, „ჩი“-ზე აბოლოებენ. შესაბამისად, „მთაჩი“ ნიშნავს „მთაში„ - ანუ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისგან და ავტომობილების გამონაბოლქვისგან შორს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
„მთაჩი“ რეგიონის ვიზიტორებისთვის ძალიან კარგი „სუვენირია“, რომელსაც ყაზბეგიდან წაიღებენ და აქაურობა ყოველთვის სასიამოვნოდ გაახსენდებათ.
დღეს გვინდა, თქვენი ყურადღება ბეგქონდარაზე შევაჩეროთ, რომელიც მრავალფუნქციური პროდუქტია. ის არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო ჩაი, არამედ ხორციანი კერძებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელია, რომელიც ადგილობრივი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სახეობის ცალკე წარმოება.
„ბალახეული ჩაის სამყარო აბსოლუტურად განსხვავდება შავი ჩაის სამყაროსაგან. აქ ძალიან სათუთი, ფაქიზი გემოებია და მისი დამზადების ტექნოლოგიაც განსხვავებულია.
ბეგქონდარა საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი პროდუქტია და მისი საწარმოო რაოდენობის მოგროვება ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. რადგანაც ეს სახეობა ყველაზე შრომატევადი პროდუქტია, ყველაზე შეზღუდული რაოდენობით სწორედ ბეგქონდარა გვაქვს.
იმისათვის, რომ ბალახეული ჩაი სწორად დამზადდეს და მისი გემოცა და სასარგებლო თვისებებიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ჩაიმ ჭურჭლის ფსკერი თხელი ფენით უნდა დაფაროს. დავასხათ 80-90 გრადუსამდე გაგრილებული წყალი 10 წუთით,“ - აღნიშნავს თემო.
უშუალოდ, ბეგქონდარას გარდა, „მთაჩი“ მომხმარებელს ბალახეულ ნაკრებსა და ყვავილოვან ნაკრებს სთავაზობს. ნებისმიერი მათგანის შეძენა ონლნაინ მარტივადაა შეძლებელი. სამივე მათგანის შემთხვევაში კი, შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებთ.
NS