ISIS-ის ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში ოთხშაბათს სირიაში მოკლეს. მას შემდეგ, რაც ყურეიშის საცხოვრებელ შენობას აშშ-ს ძალები მიუახლოვდნენ, ტერორისტმა ცოლ-შვილთან ერთად თავი აიფეთქა.
აფეთქებას მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ის შენობაში მეორე სართულზე იმყოფებოდა. პირველ სართულზე მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მათ მეზობლად ტერორისტი თუ იყო.
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანება იყო, რომ სიფრთხილის ზომების დაცვით გარშემოერტყათ ტერორისტი, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულიყო. როგორც ჩანს, ყურეიში განზრახ დასახლდა ისეთ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სახლობდნენ.
ბოლო ცნობებით, 13 დაღუპულის გარდა, ორი ადამიანი დაშავდა, შენობა კი ნაწილობრივ განადგურდა. ოფიციალური პენტაგონის ინფორმაციით, ეს იყო აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული მასშტაბური ანტიტერორისტული რეიდი.
რეიდი დაახლებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
"ნიუ იორკ პოსტი" იმ საცხოვრებლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც ტერორისტი ცხოვრობდა:
წყარო: nypost
მოამზადა ანა სიბოშვილმა