მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდუმალებით მოცული გიგანტური ოქროს კუბი ნიუ იორკის პარკში, რომლის ღირებულებაც 12 მლნ დოლარია - რატომ შექმნეს ძვირფასი ნაკეთობა
იდუმალებით მოცული გიგანტური ოქროს კუბი ნიუ იორკის პარკში, რომლის ღირებულებაც 12 მლნ დოლარია - რატომ შექმნეს ძვირფასი ნაკეთობა

ნიუ იორ­კის ცენ­ტრა­ლურ პარკში კუბი დად­გეს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ოქ­როს­გა­ნაა შექ­მნი­ლი. მე­დი­ა­ში მას "იდუ­მა­ლი კუბი" უწო­დეს. ნა­კე­თო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია და 186 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ის 24-კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­როს­გან შედ­გე­ბა.

ოქ­როს კუბს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი არ აკ­ლია, მის ფონ­ზე იღე­ბენ ფო­ტო­ებს და ნა­კე­თო­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვა­მენ. კუბს დაც­ვის ოფიც­რე­ბი იცა­ვენ.

ის გერ­მა­ნე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, ნი­კა­ლას კას­ტე­ლოს შე­მოქ­მე­დე­ბაა. ავ­ტორ­მა მას "კას­ტე­ლოს კუბი“ და­არ­ქვა.

ნა­მუ­შე­ვა­რი არ იყი­დე­ბა, ხე­ლო­ვა­ნის გუნ­დის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "კას­ტე­ლოს კუბი“ შვე­ი­ცა­რი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ის ჩა­მო­ას­ხეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­ნა­კე­თი ღუ­მე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გა­ნაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ოქ­როს რა­ო­დე­ნო­ბის გამო და უკე­თე­სი დნო­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის და­ნად­გა­რი იყო სა­ჭი­რო.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ნი­კა­ლას კას­ტე­ლოს მე­უღ­ლემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ნა­მუ­შე­ვარს "მა­გი­უ­რი" უწო­და.

კას­ტე­ლო ცოლ­თან ერ­თად

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი კუ­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ არის და თვლი­ან, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია, ზო­გი­ერ­თი კი მი­იჩ­ნევს, რომ ოქ­როს კუბს შთამ­ბეჭ­და­ვი ანა­რეკ­ლე­ბი აქვს და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

თა­ვად კას­ტე­ლო ამ­ბობს, რომ ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ნი­მუ­ში - "მსურ­და შე­მექ­მნა ისე­თი რამ, რაც ჩვე­ნი სამ­ყა­როს მიღ­მაა, რაც არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რია. მისი შექ­მნის იდეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნის გან­ვი­თა­რე­ბად კულ­ტუ­რულ ეკო­სის­ტე­მა­ზე, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ზე და უძ­ვე­ლეს მსოფ­ლი­ო­ზე, სა­დაც ოქრო ყვე­ლა­ფე­რი იყო“, - ამ­ბობს ხე­ლო­ვა­ნი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხე­ლო­ვან­მა თა­ვი­სი პი­რა­დი "ქო­ი­ნე­ბი" გა­ყი­და იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბა
1

ამ ზომის ოქროს კუბი,იწონის 5 ტონას!

dato
2

magxela oqros kubi minimum 2000 kg iqneba

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

იდუმალებით მოცული გიგანტური ოქროს კუბი ნიუ იორკის პარკში, რომლის ღირებულებაც 12 მლნ დოლარია - რატომ შექმნეს ძვირფასი ნაკეთობა

იდუმალებით მოცული გიგანტური ოქროს კუბი ნიუ იორკის პარკში, რომლის ღირებულებაც 12 მლნ დოლარია - რატომ შექმნეს ძვირფასი ნაკეთობა

ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში კუბი დადგეს, რომელიც მთლიანად ოქროსგანაა შექმნილი. მედიაში მას "იდუმალი კუბი" უწოდეს. ნაკეთობის ღირებულება 12 მილიონი დოლარია და 186 კილოგრამს იწონის. ის 24-კარატიანი ოქროსგან შედგება.

ოქროს კუბს დამთვალიერებლები არ აკლია, მის ფონზე იღებენ ფოტოებს და ნაკეთობის შესახებ თავიანთ აზრს გამოთქვამენ. კუბს დაცვის ოფიცრები იცავენ.

ის გერმანელი ხელოვანის, ნიკალას კასტელოს შემოქმედებაა. ავტორმა მას "კასტელოს კუბი“ დაარქვა.

ნამუშევარი არ იყიდება, ხელოვანის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ "კასტელოს კუბი“ შვეიცარიაშია დამზადებული. ის ჩამოასხეს სპეციალური ხელნაკეთი ღუმელის საშუალებით, რადგანაც გამოყენებული ოქროს რაოდენობის გამო და უკეთესი დნობისთვის განსხვავებული მოცულობის დანადგარი იყო საჭირო.

ხელოვნების ნიმუშის გახსნის ცერემონიის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე“ ნიკალას კასტელოს მეუღლემ გამოაქვეყნა და ნამუშევარს "მაგიური" უწოდა.

კასტელო ცოლთან ერთად

დამთვალიერებლის დიდი ნაწილი კუბით აღფრთოვანებული არ არის და თვლიან, რომ ძალიან მარტივი ნამუშევარია, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ოქროს კუბს შთამბეჭდავი ანარეკლები აქვს და ძალიან ლამაზია.

თავად კასტელო ამბობს, რომ ეს არის ხელოვნების კონცეპტუალური ნიმუში - "მსურდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, რაც არამატერიალურია. მისი შექმნის იდეა დაფუძნებულია 21-ე საუკუნის განვითარებად კულტურულ ეკოსისტემაზე, კრიპტოვალუტაზე და უძველეს მსოფლიოზე, სადაც ოქრო ყველაფერი იყო“, - ამბობს ხელოვანი.

საინტერესოა, რომ ხელოვანმა თავისი პირადი "ქოინები" გაყიდა იმისთვის, რომ პროექტი დაეფინანსებინა.