საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე
"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე

"ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ი­თა და პრო­კუ­რა­ტუ­რით ბრძო­ლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა - დღეს უნ­დათ კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრა­ლი წა­მი­ყე­ნონ" - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

და­ვით კირ­კი­ტა­ძის თქმით, მის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბით ხელს ვერ შე­უშ­ლი­ან მათი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რუს­თავ­ში და მთელ ქვე­ყა­ნა­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუს­თა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს და­კარ­გვის მერე, სა­პა­სუ­ხო ნა­ბიჯ­ზე ფიქ­რობ­და, რა გა­და­წყვი­ტეს? რუს­თა­ვე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნა? ხალ­ხის­თვის ჩვენ­ზე უკე­თე­სი გეგ­მის შე­თა­ვა­ზე­ბა ? არა - ეს მათ არ შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა რაც იცი­ან ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ი­თა და პრო­კუ­რა­ტუ­რით ბრძო­ლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. დღეს, 15:30 სა­ათ­ზე უნ­დათ კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრა­ლი წა­მი­ყე­ნონ, მაგ­რამ ამით ისი­ნი ხელს ვერ შე­უშ­ლი­ან ჩვე­ნი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რუს­თავ­ში და მთელ ქვე­ყა­ნა­ში. რუს­თა­ვე­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ სა­კუთ­რე­ბა­ში იმას, რაც მათ ეკუთ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად და­აღ­წევს თავს იმ გა­ჭირ­ვე­ბას, რა­შიც შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­აგ­დო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად და­იბ­რუ­ნებს ღირ­სე­ბას”, - წერს კირ­კი­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუს­თავ­ში, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
507
0

ხულიგანი ხარ ნამდვილი, დატოვე რა პოლიტიკა.

ალექს
1

არჩევნებით უჭირთ ? თქვენ რომ გაიმარჯვოთ არჩევნებში (ფუი ეშმაკს !) და ქოცებმა რევოლუვციით ჩამოგაგდონ, დაგიპირონ თორემ რავა იკადრებენ , პოლიციას არ დაუძახებთ ? აბა საკუთარი ზონდერშავრაზმელებით ალაგმავთ ?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - დავით კირკიტაძე

"ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა - დღეს უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პროკურატურის მიერ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.

დავით კირკიტაძის თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან მათი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.

"ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისთვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისთვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა - ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა. დღეს, 15:30 საათზე უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში. რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას, რაც მათ ეკუთნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას”, - წერს კირკიტაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.