მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - რა არის ამის მიზეზი?
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - რა არის ამის მიზეზი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუს­თავ­ში, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუს­თავ­ში",ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის დ.კ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, ქ. რუს­თავ­ში, პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ვ.ბ. და პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტებ­და. ასე­ვე აპ­რო­ტეს­ტებ­და დ.კ.-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვი­სას, ვ.ბ.-სთან და მის თან­მხლებ პი­რებ­თან პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, მათ შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და დ.კ.-ც, რო­მელ­მაც მის მი­მართ სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტუ­ლი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ვ.ბ.-ს და მის თან­მხლებ - ო.ყ.-ს მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი ორი პი­რის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

დ.კ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი პი­რის მი­მართ) და­ი­წყო.

ვ.ბ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი პი­რის მი­მართ და ჯგუ­ფუ­რად) და­ი­წყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით (სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და­ი­წყო.

მათ მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სამ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო უკვე შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევრ დ.კ.-ს, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. და­ვით კირ­კი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფის­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და და შეჭ­რის მცდე­ლო­ბა იყო. მი­სი­ვე თქმით, და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. რო­გორც და­ვით კირ­კი­ტა­ძე აცხა­დებს, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბიც და ისი­ნი 14 ოქ­ტომ­ბერს, ე.წ. „ცო­ცხე­ბის აქ­ცი­ის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ოცნებაში დაკარგულები!

დეა
52

უთავმოყვარეობის სიმბოლო! ამას თავი მართლა პოლიტიკოსი ჰგონია?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - რა არის ამის მიზეზი?

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - რა არის ამის მიზეზი?

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.

დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.

ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 24 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე თავდასხმა მოხდა და შეჭრის მცდელობა იყო. მისივე თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის" მონაწილეები არიან.