პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის და რა პირობებით შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება? - პრემიერის ინიციატივა
ვის და რა პირობებით შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება? - პრემიერის ინიციატივა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის გა­და­სა­ხა­დის სუბ­სი­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ უკვე გა­მოს­ცა.

დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 70 000 ან ნაკ­ლე­ბი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს სა­ხელ­მწი­ფო მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სურს და­უ­სუბ­სი­დი­რებს.სუბ­სი­დი­რე­ბის თან­ხა შე­ად­გენს 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­სა­ბა­მის სა­ფე­ხურ­ზე მოქ­მედ სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რებ­ლის ტა­რიფ­სა და 2015 წლის ივ­ლის­ში მოქ­მედ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფს შო­რის სხვა­ო­ბას და და­მა­ტე­ბით 2022 წლის იან­ვარ­სა და 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში მოქ­მედ ტა­რი­ფებს შო­რის სხვა­ო­ბას 1 კვსთ-ზე 3,5 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნულ დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 70 000 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი.

ამას­თან, მთავ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყო­ველ­თვი­უ­რად მოხ­მა­რე­ბუ­ლი არა უმე­ტეს 200 კვსთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის სუბ­სი­დი­რე­ბას, 1 კვსთ-ზე 3,5 თეთ­რის ოდე­ნო­ბით, 2022 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2022 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ო­დი­სათ­ვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარ­და თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­სა. ასე­ვე სუბ­სი­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში 2022 წლის 1 აპ­რი­ლი­დან 2022 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მი­ხედ­ვით ცხოვ­რო­ბენ თბი­ლის­ში. სუბ­სი­დი­რე­ბა არ ვრცელ­დე­ბა იმ აბო­ნენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც სარ­გებ­ლო­ბენ „აბო­ნენ­ტე­ბის მიერ მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ფა­სუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“ დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით.

ამას­თან, 2022 წლის იან­ვრი­დან 2022 წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000 ან ნაკ­ლე­ბია და ცხოვ­რო­ბენ თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში ან მცხე­თა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სას­მე­ლი წყლის სა­ფა­სუ­რის სუბ­სი­დი­რე­ბა, არა უმე­ტეს 100 ლა­რი­სა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

არ გამიკვირდება , რომ არსებობდეს კორუფციული სქემა აქ ფულის ბიუჯეტიდან საკეთებლად : ის რომ მილიონი ჩვენი მოქალაქე მაგ სოცდახმარებას იღებს და რვაასი ათასი პენსიონერი გვყავს , რაც მოსახლეობის ნახევარია , დიდ ეჭვს იწვევს , როგორ გგონიათ , სოცდახმარებას თუ მკვდარ სულს აძლევენ , პენსიასაც , მრიცხველს ვერ დაუყენებენ ?! ჰოოდა ასეთ მრიცხველს შეაერთებს მაგალითად საცხობი ან კაფე , სამრეცხაო და მიდი ფულები , ატკატ ხურდაში !

magnolia
0

ოპააააა!!!! ესეიგი თავს რომ ვიკლავ შრომით,არაფერს ვთაკილობ რასაც პატიოსანი შრომა ჰქვია და სახელმწიფოს არ ვემათხოვრები,- არასოდეს არაფერი შეღავათი არ მეკუთვნის, წადი თქვენი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ვის და რა პირობებით შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება? - პრემიერის ინიციატივა

ვის და რა პირობებით შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება? - პრემიერის ინიციატივა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.

დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.

ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.

ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.