საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას... მერვე დღეს კუდის მოქნევა იცის, ყველაზე მეტად გაუჭირდა პატარას" - რას წერს მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი?
"გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას... მერვე დღეს კუდის მოქნევა იცის, ყველაზე მეტად გაუჭირდა პატარას" - რას წერს მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი?

მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს. რო­გორც ის წერს, მას ვირუ­სის "ომიკ­რონ" შტა­მი და­უდ­გინ­და.

"გი­ზი­ა­რებთ ჩემს ომიკ­რონ-გა­მოც­დი­ლე­ბას, იქ­ნებ ვინ­მეს გა­მო­ად­გეს! მათ, ვი­საც 5 წლის ბავ­შვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­პენ­სიო ასა­კის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გყავთ. ვი­ნა­ი­დან ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ჰქონ­და და დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე გა­რეთ გას­ვლა­დია, შე­მიძ­ლია ფაქ­ტე­ბი დავ­დო: უფ­რო­სებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს ად­ვი­ლად, მაქს. 38-მდე სი­ცხით 1-2 დღე, ცოტა სახ­სრე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლით, ცოტა სურ­დო, ცოტა ხვე­ლა. მოკ­ლედ, არა­ფე­რი აუ­ტა­ნე­ლი და მძი­მე. იბუპრო­ფე­ნის დო­ნე­ზე და ლიმ­ნი­ა­ნი სი­თხე­ე­ბის და სი­სუს­ტე, 1-3-4 დღე, ნამ­დვი­ლად.

რომ მო­ვი­და-ვიგ­რძე­ნი რომ და­ი­წყო. რა­ღაც "სხვა" შეგ­რძნე­ბაა მთელს ორ­გა­ნიზ­მში, ვერ ვი­ტყვი რომ რა­ღაც სა­ში­ნე­ლი, უბ­რა­ლოდ-სხვა, აქამ­დე რომ არ გა­მო­მიც­დია. დის­კომ­ფორ­ტულ-უსი­ა­მოვ­ნო.

ყვე­ლა­ზე უფრო გა­უ­ჭირ­და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რას, 5 წლი­სას. 3 დღე-ღამე აჯან­ჯღა­რა სი­ცხემ, წამ­ლის ვადა გა­დი­ო­და თუ არა, უწევ­და, თან უც­ბად და საკ­მა­ოდ დიდ ხანს ვერ ჩა­მომ­ყავ­და. ბო­ლოს ძმ­რი­ა­ნი ნას­კე­ბი­თაც კი ვირ­ბი­ნე 1 ღამე პა­რა­ცე­ტა­მო­ლი სა­ერ­თოდ არ უგ­დებ­და, მხო­ლოდ იბუპრო­ფე­ნი…

3 დღის მერე და­ე­წია და წა­ვი­და. აი ესე, უცებ. რომ წავა, ამით არ თავ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა დაბ­ლა წა­ვი­დეს და 1-2 დღე და­ბა­ლი(35+) სი­ცხე­ე­ბი და­ტო­ვოს. ამ დროს უნდა და­ათ­ბუ­ნო (საბ­ნით, გრელ­კით, დე­დას­თან ჩა­ხუ­ტე­ბით) და ტკბი­ლი თბი­ლი სას­მე­ლე­ბი მის­ცე, თუნ­დაც შაქ­რი­ა­ნი წყა­ლი, ან კოკა-კოლა.მოკ­ლედ, მე-4 დღი­დან, კრი­ზი­სი რომ გა­და­ივ­ლის, არ უნდა მო­დუნ­დე, მა­ინც გა­უ­ზო­მო სი­ცხე ში­გა­და­შიგ და სიმპტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლო… ეს უფ­რო­სებ­საც ეხე­ბა. ტო­ვებს სი­სუს­ტეს, წნე­ვას( მა­ღალს ან და­ბალს), გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას ან პი­რი­ქით, თა­ვის ტკი­ვილს…

ყვე­ლა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დებს და ვე­რა­ვინ ვერ იტყვის ვის­თან რო­გორ გა­ქან­დე­ბა. პი­რა­დად მე ვერც ვი­წე­ქი და ვერც თავს ვუვ­ლი­დი ბავ­შვის მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბის გამო, დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ უკვე მე-5 დღე მაქვს ეს კარ­გი არაა, მე მო­მი­წია ასე. ვერც კო­მე­დი­ებს ვუ­ყუ­რე და ვერც ვი­ძი­ნე - და­ზო­გეთ ენერ­გია, 8 დღე­ში უკ­ვა­ლოდ არ მთავ­რდე­ბა!

ხო, კი­დევ - მერ­ვე-მე­ცხრე დღეს კუ­დის მოქ­ნე­ვა იცის, შე­იძ­ლე­ბა 1 დღე სი­ცხით ან რამე სხვა დის­კომ­ფორ­ტით…112-ში და­რეკ­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, რე­კავ, აჭერ ღი­ლა­კებს, ის­მენ, მერე უცებ გე­უბ­ნე­ბი­ან "ყვე­ლა ოპე­რა­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია" და გე­თი­შე­ბა, hold—ზეც არ ჯდე­ბი, რომ რიგ­მა მო­გი­წი­ოს.

სჯობს პორ­ტალ­ზე შეხ­ვი­დეთ და და­რე­გის­ტრირ­დეთ. ად­ვი­ლია. აი ვი­საც კომ­პი­უ­ტე­რი არა აქვს, არც ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლობს და სა­ერ­თოდ, ასა­კო­ვა­ნია ან არ შე­უძ­ლია, თან კო­ვი­დი აქვს და ცუ­დად არის, გამ­ძლე­ო­ბას და ღმერ­თის მფარ­ვე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ.

დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­რე­გის­ტრირ­და და მე-8 დღეს ოჯა­ხის ექიმს არ ჰქონ­და და­რე­კი­ლი, ნაც­ნო­ბე­ბის ჩა­წყო­ბა დამ­ჭირ­და, რომ და­ურ­ე­კონ. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო. კერ­ძო და­ზღვე­ვა ვი­საც აქვს, იმა­ნაც ჯერ 112-ში უნდა დარ­ე­კოს და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად. ხო, ანა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თვას ექი­მი გაძ­ლევთ( რო­მე­ლიც რომ წე­სით და­გი­რე­კავთ), და მერე მას­ვე მი­უ­ვა პა­სუ­ხი, თქვენ არა( სა­ხელ­მწი­ფო ვი­საც უკე­თებს უფა­სოდ), და მერე რომ მო­იც­ლის, გა­გა­გე­ბი­ნებთ თქვენს პა­სუ­ხებს..

ეს "ბუ­ღალ­ტე­რია" რა­ღას აჰ­კი­დეს ამ სა­წყალ ექი­მებს, არ ვიცი იმის მა­გივ­რად, ყვე­ლას თა­ვის მე­ილ­ზე მი­უ­ვი­დეს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევ­რი ხარ­ვე­ზია და ეცა­დეთ ახლა არ გახ­დეთ ავად, ან ადრე ჯობ­და, ან მერე. ცოტა ხანი 1-2 კვი­რა ბავ­შვებს თუ ბაღ­ში და სკო­ლა­ში ფი­ზი­კუ­რად არ ატა­რებთ, არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. თუ მა­ინც მო­ვი­და ომიკ­რო­ნი, იქ­ნებ ეს პოს­ტი რა­მე­ში და­გეხ­მა­როთ. ხო, და კი­დევ: ყვე­ლა­ნი აც­რი­ლე­ბი ვართ ბავ­შვე­ბის გარ­და. და­ბუს­ტუ­ლიც. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ, ღმერ­თი თქვენ­სკენ!" - წერს ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grem
0

ქალბატონი ყველაფერს სწორად აანალიზებს, ვ=მეც შემხვდა ეს ე.წ. "გრიპი", პირველი 3 დღე არც სიცხე მქონდა, მხოლოდ სურდო და მსუბუქი ხველება მე 5 დღეს ვიფიქრე უკვე კარგად ვარ მეთქი, მაგრამ ზუსტად მე 8 დღეს ამიწია ტემპერატურამ 39-მდე, მაცახცახებდა, წნევა ავარდა 160-ზე ( საერთოდ დაბალი წნევა მაქვს), დილით ვითომდა არაფერი არ იყო, ტემპერატურამ დაიწია ნორმამდე, წნევამაც. ძალიან ვერაგი რამაა, უფრთხილდით და ყურადღებით იყავით. ჯანნმრთელობა ყველას!

natia
5

მადლობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას... მერვე დღეს კუდის მოქნევა იცის, ყველაზე მეტად გაუჭირდა პატარას" - რას წერს მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი?

"გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას... მერვე დღეს კუდის მოქნევა იცის, ყველაზე მეტად გაუჭირდა პატარას" - რას წერს მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი?

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორც ის წერს, მას ვირუსის "ომიკრონ" შტამი დაუდგინდა.

"გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას, იქნებ ვინმეს გამოადგეს! მათ, ვისაც 5 წლის ბავშვებიდან დაწყებული, საპენსიო ასაკის ოჯახის წევრებიც გყავთ. ვინაიდან ჩემი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა და დიდი უმრავლესობა უკვე გარეთ გასვლადია, შემიძლია ფაქტები დავდო: უფროსებმა გადაიტანეს ადვილად, მაქს. 38-მდე სიცხით 1-2 დღე, ცოტა სახსრების და თავის ტკივილით, ცოტა სურდო, ცოტა ხველა. მოკლედ, არაფერი აუტანელი და მძიმე. იბუპროფენის დონეზე და ლიმნიანი სითხეების და სისუსტე, 1-3-4 დღე, ნამდვილად.

რომ მოვიდა-ვიგრძენი რომ დაიწყო. რაღაც "სხვა" შეგრძნებაა მთელს ორგანიზმში, ვერ ვიტყვი რომ რაღაც საშინელი, უბრალოდ-სხვა, აქამდე რომ არ გამომიცდია. დისკომფორტულ-უსიამოვნო.

ყველაზე უფრო გაუჭირდა ყველაზე პატარას, 5 წლისას. 3 დღე-ღამე აჯანჯღარა სიცხემ, წამლის ვადა გადიოდა თუ არა, უწევდა, თან უცბად და საკმაოდ დიდ ხანს ვერ ჩამომყავდა. ბოლოს ძმრიანი ნასკებითაც კი ვირბინე 1 ღამე პარაცეტამოლი საერთოდ არ უგდებდა, მხოლოდ იბუპროფენი…

3 დღის მერე დაეწია და წავიდა. აი ესე, უცებ. რომ წავა, ამით არ თავდება, შეიძლება დაბლა წავიდეს და 1-2 დღე დაბალი(35+) სიცხეები დატოვოს. ამ დროს უნდა დაათბუნო (საბნით, გრელკით, დედასთან ჩახუტებით) და ტკბილი თბილი სასმელები მისცე, თუნდაც შაქრიანი წყალი, ან კოკა-კოლა.მოკლედ, მე-4 დღიდან, კრიზისი რომ გადაივლის, არ უნდა მოდუნდე, მაინც გაუზომო სიცხე შიგადაშიგ და სიმპტომების მკურნალობა ბოლომდე გააგრძელო… ეს უფროსებსაც ეხება. ტოვებს სისუსტეს, წნევას( მაღალს ან დაბალს), გულის აჩქარებას ან პირიქით, თავის ტკივილს…

ყველაზე აბსოლუტურად სხვადასხვანაირად მოქმედებს და ვერავინ ვერ იტყვის ვისთან როგორ გაქანდება. პირადად მე ვერც ვიწექი და ვერც თავს ვუვლიდი ბავშვის მაღალი სიცხეების გამო, დღეს აღმოვაჩინე, რომ უკვე მე-5 დღე მაქვს ეს კარგი არაა, მე მომიწია ასე. ვერც კომედიებს ვუყურე და ვერც ვიძინე - დაზოგეთ ენერგია, 8 დღეში უკვალოდ არ მთავრდება!

ხო, კიდევ - მერვე-მეცხრე დღეს კუდის მოქნევა იცის, შეიძლება 1 დღე სიცხით ან რამე სხვა დისკომფორტით…112-ში დარეკვა თითქმის შეუძლებელია დასარეგისტრირებლად, რეკავ, აჭერ ღილაკებს, ისმენ, მერე უცებ გეუბნებიან "ყველა ოპერატორი დაკავებულია" და გეთიშება, hold—ზეც არ ჯდები, რომ რიგმა მოგიწიოს.

სჯობს პორტალზე შეხვიდეთ და დარეგისტრირდეთ. ადვილია. აი ვისაც კომპიუტერი არა აქვს, არც ციფრულ ტექნოლოგიებს ფლობს და საერთოდ, ასაკოვანია ან არ შეუძლია, თან კოვიდი აქვს და ცუდად არის, გამძლეობას და ღმერთის მფარველობას ვუსურვებ.

დედაჩემი პირველივე დღეს დარეგისტრირდა და მე-8 დღეს ოჯახის ექიმს არ ჰქონდა დარეკილი, ნაცნობების ჩაწყობა დამჭირდა, რომ დაურეკონ. ჩვენს შემთხვევაში ასე იყო. კერძო დაზღვევა ვისაც აქვს, იმანაც ჯერ 112-ში უნდა დარეკოს დასარეგისტრირებლად. ხო, ანალიზების მიმართვას ექიმი გაძლევთ( რომელიც რომ წესით დაგირეკავთ), და მერე მასვე მიუვა პასუხი, თქვენ არა( სახელმწიფო ვისაც უკეთებს უფასოდ), და მერე რომ მოიცლის, გაგაგებინებთ თქვენს პასუხებს..

ეს "ბუღალტერია" რაღას აჰკიდეს ამ საწყალ ექიმებს, არ ვიცი იმის მაგივრად, ყველას თავის მეილზე მიუვიდეს. მოკლედ, ძალიან ბევრი ხარვეზია და ეცადეთ ახლა არ გახდეთ ავად, ან ადრე ჯობდა, ან მერე. ცოტა ხანი 1-2 კვირა ბავშვებს თუ ბაღში და სკოლაში ფიზიკურად არ ატარებთ, არაფერი დაშავდება. თუ მაინც მოვიდა ომიკრონი, იქნებ ეს პოსტი რამეში დაგეხმაროთ. ხო, და კიდევ: ყველანი აცრილები ვართ ბავშვების გარდა. დაბუსტულიც. ჯანმრთელობას გისურვებთ, ღმერთი თქვენსკენ!" - წერს ანდრონიკაშვილი.