საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულად ვაქცინირებულ რამდენ პირში დაფიქსირდა რეინფიცირების შემთხვევა და რამდენი გარდაიცვალა - 2020-2021 წლის ანგარიში
სრულად ვაქცინირებულ რამდენ პირში დაფიქსირდა რეინფიცირების შემთხვევა და რამდენი გარდაიცვალა - 2020-2021 წლის ანგარიში

2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან 2021 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე კო­ვიდ 19-ით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის 10 997 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, აქე­დან 1833 პირი სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის 2020-2021 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

ამა­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი 1833 პი­რი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

„ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან 2021 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე აღი­რი­ცხა 10 997 კო­ვიდ 19-ით შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ და­დე­ბი­თი პჯრ კვლე­ვით ან ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბით სულ მცი­რე 60 დღის შუ­ა­ლე­დით, მათ შო­რის მამ­რო­ბი­თი სქე­სის იყო 4103 (37%), ხოლო მდედ­რო­ბი­თი 6 894 (63%), შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ასა­კი სა­შუ­ა­ლო გან­მე­ო­რე­ბი­თი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას იყო 36 წელი, მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 4 თვე; მაქ­სი­მა­ლუ­რი 94 წელი.

რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლო პე­რი­ო­დი პირ­ველ­სა და მე­ო­რე და­დას­ტუ­რე­ბებს შო­რის არის 291 დღე, მი­ნი­მა­ლუ­რი 69, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი 589. კო­ვიდ 19-ით შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია 30-39 წლის ქა­ლებ­ში. აღ­წე­რი­ლი 10 997 შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან სულ კო­ვიდ19-ით სიკ­ვდი­ლის 52 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ყვე­ლა 40 წელს ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. 10 997 შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვი­დან სრუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცია პირ­ვე­ლად და გან­მე­ო­რე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბას შო­რის ჩა­უ­ტარ­და 1833 ადა­მი­ანს. სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი (ვაქ­ცი­ნის ბოლო დო­ზის მი­ღე­ბი­დან გა­სუ­ლია 14 დღე­ზე მეტი) 1833 (16%) ადა­მი­ა­ნი­დან ერთი დოზა ბუს­ტე­რი ჰქონ­და 6 (0,3%) ადა­მი­ანს გა­კე­თე­ბუ­ლი, ხოლო 4 დოზა ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და 3 პირს (0,2%). მამ­რო­ბი­თი სქე­სის იყო 754, ხოლო მდედ­რო­ბი­თი - 1072. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი იყო 41 წელი, მი­ნი­მა­ლუ­რი 17, მაქ­სი­მა­ლუ­რი 93. სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი 1833 შემ­თხვე­ვი­დან შე­საძ­ლო რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა დად­გა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან 14-90 დღის ფარ­გლებ­ში 57% და 90 დღის შემ­დეგ 43%-ში. აღ­წე­რი­ლი 1833 შემ­თხვე­ვი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლის 4 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ყვე­ლა 50 წელს ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანატა გოგისვანიძე
0

ქართველებისაგან ცლიან საქართველოს მაგრამ ვერც მაგენი გადარჩებიან მათი ჯერი დგება მერე საქართველო უქართველებოდ მაგენიც მყავს მხედველობაში. საქართველოზე როცა იტყვიან მორჩა მაშინ მოხდება აზალი ადამის გამოცზადება

ნონა
0

დასკვნ რომ აცრამ დაგვიცვა და მოწოდება აიცერით სრულიად სამართლიანია ,ის ვინც აცრილი გარდაიცვლა ისი სხვადასხვა თანხლები დავადებისგან დაიღუპნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

სრულად ვაქცინირებულ რამდენ პირში დაფიქსირდა რეინფიცირების შემთხვევა და რამდენი გარდაიცვალა - 2020-2021 წლის ანგარიში

სრულად ვაქცინირებულ რამდენ პირში დაფიქსირდა რეინფიცირების შემთხვევა და რამდენი გარდაიცვალა - 2020-2021 წლის ანგარიში

2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე კოვიდ 19-ით რეინფიცირების 10 997 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1833 პირი სრულად ვაქცინირებული იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ანგარიშის თანახმად, რეინფიცირების შედეგად სრულად ვაქცინირებული 1833 პირიდან კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

„ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ელექტრონულ სისტემაში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე აღირიცხა 10 997 კოვიდ 19-ით შესაძლო რეინფიცირების შემთხვევა, რომლებიც იყვნენ დადებითი პჯრ კვლევით ან ანტიგენის სწრაფი ტესტირებით სულ მცირე 60 დღის შუალედით, მათ შორის მამრობითი სქესის იყო 4103 (37%), ხოლო მდედრობითი 6 894 (63%), შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკი საშუალო განმეორებითი რეინფიცირებისას იყო 36 წელი, მინიმალური ასაკი 4 თვე; მაქსიმალური 94 წელი.

რეინფიცირების საშუალო პერიოდი პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის არის 291 დღე, მინიმალური 69, ხოლო მაქსიმალური 589. კოვიდ 19-ით შესაძლო რეინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში. აღწერილი 10 997 შესაძლო რეინფიცირებული შემთხვევიდან სულ კოვიდ19-ით სიკვდილის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 40 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. 10 997 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან სრული იმუნიზაცია პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის ჩაუტარდა 1833 ადამიანს. სრულად ვაქცინირებული (ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან გასულია 14 დღეზე მეტი) 1833 (16%) ადამიანიდან ერთი დოზა ბუსტერი ჰქონდა 6 (0,3%) ადამიანს გაკეთებული, ხოლო 4 დოზა ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა 3 პირს (0,2%). მამრობითი სქესის იყო 754, ხოლო მდედრობითი - 1072. ვაქცინირებული პირების საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მინიმალური 17, მაქსიმალური 93. სრულად ვაქცინირებული 1833 შემთხვევიდან შესაძლო რეინფიცირება დადგა ვაქცინაციის დასრულებიდან 14-90 დღის ფარგლებში 57% და 90 დღის შემდეგ 43%-ში. აღწერილი 1833 შემთხვევიდან კორონავირუსით სიკვდილის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“, - ნათქვამია ანგარიშში.