მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს
რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

2022 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ჯამ­ში 159 977 ბავ­შვი და მო­ზარ­დი და­ინ­ფი­ცირ­და, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 17.1%-ს შე­ად­გენს.

ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის 2020-2021 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც მერ­ვე მი­მო­ხილ­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ტეს­ტი­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის 49% და­ფიქ­სირ­და გო­გო­ნებ­ში, ხოლო 51% ბი­ჭებ­ში.

პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან 2022 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 687 ორ­სუ­ლი და­ინ­ფი­ცირ­და.

ორ­სუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის წილი მა­ღა­ლია თბი­ლის­ში, იმე­რეთ­სა და აჭა­რა­ში.

„კო­ვიდ-19 ის პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან 2022 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტე­ნა­ტა­ლურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ზე იყო 129 341 ორ­სუ­ლი. 2020 წელს 66 359, 2021 წელს - 62 982.

ორ­სუ­ლებ­ში კო­ვიდ-19 -ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 10 687-ს შე­ად­გენს. ორ­სულ­თა ინ­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8,2%-ია. მათ შო­რის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი - 7326.

ორ­სუ­ლებ­ში და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წილი 25-29 ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე მო­დის. ორ­სუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის წილი მა­ღა­ლია თბი­ლის­ში, იმე­რეთ­სა და აჭა­რა­ში.

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ორ­სუ­ლებ­ში იზ­რდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც მი­ნი­მუმ ერთი დო­ზით აც­რი­ლე­ბის, ისე სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

რამდენი ბავშვი და ორსული დაინფიცირდა 2020-2021 წელს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც მერვე მიმოხილვაშია აღნიშნული, ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში.

პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

„კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული. 2020 წელს 66 359, 2021 წელს - 62 982.

ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი - 7326.

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“, - ნათქვამია ანგარიშში.