ოდესმე თუ წარმოიდგენდა 1990 წლის ივნისში, ჯერ კიდევ საბჭოურ კიევში მყოფი "რკინის ლედი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი, რომ თითქმის 32 წლის შემდეგ უკრაინასთან პოლიტიკური პაქტი მომზადდებოდა (პოლონეთის მონაწილეობით) და რომ მისი შორეული პოლიტიკური მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევს ეწვეოდა? ალბათ, არა, რადგან მარგარეტ თეტჩერს იმ დროს სხვა მიზნები ჰქონდა - იგი უკრაინის იმჟამინდელ ხელმძღვანელებს არწმუნებდა - ნუ ჩქარობთ, ნუ ფიქრობთ დამოუკიდებლობაზე, მიხეილ გორბაჩოვს დაუჯერეთო...
მაგრამ 32-წლიანმა პერიოდმა თავისი სიახლეები და ცვლილებები მოიტანა. უკრაინა ერთ-ერთი იყო, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვის ჩანაფიქრს ახალი საბჭოთა კავშირის შესახებ წირვა გამოუყვანა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, რუსეთთან და ბელარუსთან სლავურად ძმობდა და მეგობრობდა, დღეს კი ორივესთვის მტრად არის ქცეული. დღეს უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და პოლონეთთან სამოკავშირეო პაქტს აფორმებს, რუსეთის წინააღმდეგ...
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ჯერ კიდევ 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელისაბედ ტრასმა მიანიშნა, რომ ინგლისი უკრაინასთან და პოლონეთთან კავშირის დადების შესაძლებლობას განიხილავდა: "თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე. ამიტომაც ჩვენ ერთად უნდა გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას. ამჟამად ვიწყებთ პარტნიორობისა და სამმხრივი კავშირების განმტკიცებას პოლონეთთან და უკრაინასთან, რუსეთის ესკალაციის აღსაკვეთად“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, უფრო ადრე, გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აღნიშნა, რომ აუცილებელია ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების ღერძის განვითარებაო. ეს იდეა იმდენად კარგად ჩაეწერა სამი ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ხედვებში, რომ ალიანსის შექმნის კონტურები გამოიკვეთა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას თქმით, ახალი ფორმატის პარტნიორობის შექმნის ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის და მცირე ალიანსების შექმნის უკრაინული სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევა: "ვაერთიანებთ რა ჩვენი ძალისხმევით ატლანტიკას, ბალტიკას და შავ ზღვას, ამით ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისათვის და მთლიანობაში - რეგიონისათვისაც“.
აქვე ვიტყვით, რომ უკრაინა მიიჩნევა მთელი რიგი მინიალიანსების ნაწილად, სადაც მეგობარი ქვეყნები შედიან:
მაგალითად, "ასოცირებული ტრიოს“ (მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად), "ლიუბლიანის სამკუთხედის“ (პოლონეთთან და ლიეტუვასთან) და "კვადრიგას“ (თურქეთთან) წევრად. ასეთი მცირე ალიანსები უკრაინისთვის სასარგებლო და მომგებიანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩნდება ნატოს ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა მასში გაერთიანების გარეშე და მეორე ის, რომ ასეთი პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება უკრაინის სწრაფვას ნატოში მიღების მიზნით.
"ყალიბდება ნატოს ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობის ისტორიული პრეცედენტი როგორც "ლიუბლიანის სამკუთხედის“ ჩარჩოებში, ასევე ვარშავასთან და ლონდონთან. იმით, რომ კავშირში შედიან ნატოს წევრები - პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი, უკრაინა ადასტურებს ტენდენციას უსაფრთხოების სუბრეგიონული ალიანსების ჩამოყალიბების თაობაზე... ასეთი ტიპის დაახლოება უკრაინისთვის ნატოში გაწევრების მომგებიან გზას წარმოადგენს. ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უარს არ ამბობს ჯარის გაგზავნაზეც, თუ ამისთვის სიტუაცია იქნება, ვთქვათ, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. გარდა ამისა, ასეთი პარტნიორობა კარგ შესაძლებლობას იძლევა დიალოგი გლობალური გაერთიანებების გვერდის ავლით ვაწარმოოთ და ყურადღება არ მივაქციოთ "მესამე“ ქვეყნის თვალსაზრისებს“, - ამბობს უსაფრთხოების უკრაინელი ექსპერტი იულია ომოლოვსკაია.
უკრაინაში ახალი ალიანსს აბრევიატურაც გამოუნახეს - УПА (საწყისი ასოების მიხედვით - Украина-Польша-Англия), რაც, სხვათა შორის, კიდევ ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას მოგვაგონებს - უკრაინელ ამბოხებულთა არმიას“ (Українська повстанська армія – УПА), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, განსაკუთრებით 1943 წლიდან, რუსეთის (სსრ კავშირის) წინააღმდეგ იბრძოდა.
ცხადია, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გარდა, სამი ქვეყნის ალიანსი გულისხმობს აგრეთვე პარტნიორობას ვაჭრობაში, ინვესტიციების დაბანდებაში და ენერგეტიკაში.
ექსპერტების აზრით, უკრაინას, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ახალი ალიანსის იურიდიულად გაფორმება არ უნდა დაგვიანდეს, რადგან დახმარება უკრაინას სწორედ ახლა სჭირდება. პრინციპი - "მეგობარი სწორედ უბედურების დროს გამოიცნობა“ - რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ფრიად აქტუალური ხდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარად გამოჩნდა, რომ რუსული ჯარის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის დროს ბევრი ქვეყანა გვერდზე გადგება და იქიდან დაუწყებს ცქერას, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. მაგალითად, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს უკრაინისთვის მხარდასაჭერად და თუ კიევი ეროვნული უმცირესობების მიმართ თავის პოლიტიკას არ შეცვლის, უნგრეთი მისკენ არც გაიხედავს. გერმანია სიტყვით თითქოდა მხარს უჭერს, საქმით კი უკრაინას მხოლოდ... ჩაფხუტები გამოუგზავნა.
შეიძლება ითქვას, რომ სამი ქვეყნის ალიანსის იურიდიულად გაფორმება, ანუ შესაბამისი ხელშეკრულების დადება დროის საქმეა. ყველა ელოდებოდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტის დროს მოხდებოდა, მაგრამ საკითხი გადაიდო, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი ელისაბედ ტრასი კორონავირუსით ავად გახდა და პრემიერს კიევში თან ვერ გაჰყვა.
მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, მომავალი ალიანსის სახელით, განაცხადა, რომ უკრაინას 88 მილიონ გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 120 მილიონი დოლარის) დახმარებას გამოუყოფს ენერგეტიკული სფეროს განმტკიცების მიზნით. ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ იგი დარწმუნებულია - უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ რუსების წინააღმდეგ, თუ ისინი თავს დაესხმებიან. ბრიტანეთის პრემიერი კრემლს უკიდურესად მკაცრი სანქციებითაც დაემუქრა. თავის მხრივ, მეზობელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმაც განაცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სამხედრო სფეროში - მიაწოდებს უპილოტო საფრენ აპარატებს, საზენიტო რაკეტებს და ა.შ. სხვათა შორის, პოლონეთი ასევე არ გამორიცხავს უკრაინელი ლტოლვილების მიღებას რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
გასული თვის ბოლოს, როცა УПА-ს ალიანსის კონტურები უკვე აშკარად გამოიკვეთა, უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა "რეიტინგმა“ საზოგადოების გამოკითხვა ჩაატარა აღნიშნული იდეის თაობაზე. გამოკითხვის შედეგად, იდეას მხარი დაუჭირა 61%-მა, წინააღმდეგი იყო 21%, გულგრილად მოეკიდა 12%. ალიანსის შექმნის ინიციატივის იდეამ ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰპოვა უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე კიევში (65%-დან 76%-მდე), ყველაზე ნაკლები - ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (40%-დან 51%-მდე).
უკრაინა-პოლონეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსს მხარს უჭერს "ვერხოვნა რადას" წევრი "ევროპული სლიდარობიდან“ ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, რომლის თქმით, ლონდონისა და ვარშავის მიერ გაწეულ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას უკრაინის თავდაცვისათვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს. იგივე თვალსაზრისი აქვს საკანონმდებლო ორგანოს ბევრ წევრს, მათ შორის, რა თქმა უნდა მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის“ ფრაქციას. მოკლედ, უკრაინის პოლიტიკური ელიტა ალიანსის შექმნის იდეას იწონებს და მიესალმება.
ბუნებრივია, ახალი კავშირის შექმნასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაც და რუს ექპერტთა დიდი ნაწილიც უარყოფითად არის განწყობილი. მაგალითად, ანალიზისა და სტრატეგიის მოსკოვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსლან პუხოვის თქმით, "კიევის ანტირუსული მცდელობები თეატრში სცენის მიღმა ატეხილ ხმაურს მოგვაგონებს - ვიღაც ჭექა-ქუხილს ხმას გამოსცემს, ვიღაც ქარის ხმას, ვიღაც ჰყვირის... როგორც იტყვიან ხოლმე, როცა არგუმენტები სუსტია, მას ყვირილს უმატებენ. ევროპის ქვეყნებიდან ამგვარ ალიანსს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თვით ნატოს წევრებიც კი. ამერიკელები შორს არიან“.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ახალი ალიანსის შექმნის ძირითად მიზანს უკრაინის იარაღით დახმარება წარმოადგენს. "პოლონელები იარაღს უკრაინას ადრეც აძლევდნენ, ვთქვათ, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს "გრომს“, რომელიც ჩვენი "იგლას“ გაუმჯობესებული ვარიანტია. 1990-იან წლებში ჩვენ პოლონელებს მისი წარმოების ლიცენზია კაპიკის ფასად მივყიდეთ. ანუ ჩვენ ჩვენივე იარაღით შეიძლება დავზარალდეთ. სხვათა შორის, პოლონეთი იგივე გადასატან რაკეტებს საქართველოსაც აწვდიდა. საერთოდ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს ისტორიულ მტრებს [პოლონელებს] იარაღი არასოდეს არ უნდა მივყიდოთ.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინა-პოლონეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსის პერსპექტივას, გავიხსენოთ, რომ მსგავსი წარმონაქმნი უკვე იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანტირუსული ბლოკი "სუამ“-ის (ГУАМ) სახელწოდებით, რომლის დაარსებას წინ ასევე დიდი ხმაური უძღოდა. სად არის დღეს "სუამი“? ვფიქრობ, დღევანდელ «УПА»-საც იგივე ბედი ექნება“.
თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინმა კიევის, ლონდონისა და ვარშავის თანამშრომლობა უპერსპექტივოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ თუ ის საბოლოოდ იურიდიულად მაინც შეიქმნება, მხოლოდ მცირე წარმონაქმნად დარჩება. "ვფიქრობ, საქმე ლაყბობის იქით არ წავა. ადრეც შექმნილა მსგავსი კავშირები, მაგრამ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენიათ. აშკარაა ახლაც ასე იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
რასაკვირველია, ჯერ მცირე დროა გასული სამი სახელმწიფოს ალიანსის შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადებებიდან და აქედან გამომდინარე, რაიმე მტკიცე, ზუსტი პროგნოზის გაკეთება მისი პერსპექტივის შესახებ, შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ახალი ალიანსის მიმართ ევროპის სახელმწიფოებშიც არ არის ერთსულოვანი მიდგომა.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ამ კონკრეტულ მოვლენაზე თბილისს არ გაუკეთებია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველო, როგორც "ასოცირებული ტრიოს“ წევრი უკრაინასთან ერთად, ალიანსის შექმნას მიესალმება და მხარს დაუჭერს. ასევე სასურველია, რომ პროცესებში "სუამიც“ ჩაერთოს, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, ერთგვარ "ზამთრის ძილს“ მისცემია და გამოფხიზლება ჭირდება.
ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე ხელი შეუშალოს სამი სახელმწიფოს ალიანსის იურიდიულად გაფორმებას, რასაც უკვე დაწყებული ანტიუკრაინული კამპანია მოწმობს.
ასეა თუ ისე, უკრაინა-პოლონეთ-დიდი ბრიტანეთის კავშირი უსაფრთხოების სფეროში ახალ დიპლომატიურ ნაბიჯს წარმოადგენს და მის აქტიურობაზე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ავტორი: სიმონ კილაძე.
ოპლა-ს ინგლისი თავისუფალი ქვეყანაა გერმანიას რუსეთის მხარე უჭირავს ხოლმე., როცა გადამწყვეტი მომენტია.. ადგა ინგლისი გვერძე გადგა, ინგლისი და ამერიკა სტრატეგიული მოკავშირეები არიან.
ლიზი-ს ევროპა დიდი ომის ზღვარზე:((21:38 / 03-02-2022გამოხმაურება / 0 />>>>>>>>>>>>>>>ამას არაფერი საერთო არ გააჩნია პოლიტიკასთან. ამის მომფიქრებელი ადგილზეა დამარცხებული, რადგან ან უნდა აჭამოს ყველას, მასში მონაწილეთ, ან ასეთში არაფერი არ შეიქმნება. ეს დაბოღმილი კაცის ქცევაა და არა ქრისტიანული აზროვნება ევროატლანტიზმისა. არაფერი არ მოხდება გარდა სამოქალაქო ომისა. სხვა შემთხვევაში, რომმა პარიზ-ბერლინის სახით თავისი სიტყვა უნდა თქვას, უნდა დაველოდოთ მას, თუ არა რაც დასავლეთმა აკეთა ახლოაღმოსავლეთში იმავე უარეს ქმნის ახლა ევროპაში. აქ ფრთხილად და მოეშვით დასავლეთიდან თნხაზე ხელის მოკიდებას და დროა დიდი ეფექტიანობაზე ფიქრისა, თუ არა ნებისმიერ ხურდელობაში გავიწირებით და ვიქცევით გუბერნიად. სადაც ლოგიკა არ არის ადამიანობისა, ანუ ქრისტესი იქ არაფერს შედეგი არასოდეს ექნება. მე ვუსმენ მიკ ჯაგერსაც, ნიჭიერია, მაგრამ კარო ემერალდი მიყვარს, ხოლო მიხარია, რომ მყავს გიული ჩოხელი და ოთხი გიას ფენომენობა, რაც ჩემია(სვინგი ქრისტიანულია და მისი დამბადებელი პორტუგალიაა), ხოლო ჩემი მისტიკა ნინო ნანეიშვილია და თეონა ქუმსიაშვილი, ბასიანი, სადაც ვაჟა ფშაველა და ჭყონდიდელია. ადამიანო იარე შენს მისტიკაში(არ დაგავიწყდეს, რომ შენ ქრისტემდე ქრისტეში მაცხოვრებელი ხარ, გახსოვდეს მარად, ნებისმიერ „სხადნიაკში“), რაც შენია და ღიად ისაუბრე, არ დახურდავდე, თუ არა გაიწირები. გიხაროდეთ, დიდება ქრისტეს. >>>>>>>>>>>>>>>რაც სტატიაშია იმის განხილვა არ ღირს, რადგან აბსურდია 21-ე საუკუნისა. მარტო ჩემს მასწავლებლის სიტყვებს მოვიხმობ, რომელიც მიტინგებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს გვეტყოდა ხოლმე ზრდილობასა და სიყვარულში(არ იზიარებდა, რაც ხდებოდა, რადგან ასეთი საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდესო, არამედ აუდიტორიაში დაფასთან დგომაშიო): „ბიჭებო, თქვენ რა, ისტორია ადამიანისა ხელახლა გინდათ გაიაროთ, რა ლოგიკაში და რას ერჩით ადამიანს!? >>>>>>>>>>>>რას ერჩი ლონდონო ადამიანს, იმაზე უარეს დღეში არ აღმოჩდე, აფრიკაში მთელი შენი დომინიონებით, რომ დასდევდი რომელის ერთ კორპუსს და ვერ ამარცხებდი, ხოლო არდენთან სტალინი, თუ არა, მაშინ ლამანშზე გადაგისვრიდა ერთ კვირაში ჰიტლერი. რასაც ახლა ჩადიხარ ეს დაბოღბილი კაცის ქცევაა და მას არც ლოგიკა გააჩნია და არც მომავალი. მაშინ წადი და გააერთიანე ჯერ კანადა-ამერიკა(აქ ლოგიკაა), თუ არა ეს აბსურდია ხურდელობისა. აღდგომა და ხვალეო. დიდება ქრისტეს! თუ მოსკოვ ლონდონის ფორმატი გეოპოლიტიკისა დაირღვა, მაშინ ერთადერთი ხაზია პოლიტიკისა აღდგენაში და არა პოლიტიკანობისა, უნდა აღდგეს პარიზ-ვენა-მოსკოვის ხაზი, რაც ყველა ამას და ასეთს მოისვრის ბალტისა, თუ შავ ზღვაზე. პოლიტიკა-პოლიტიკანობა არააა და იქ თუ ქრისტე დაიკარგა, მაშინ სხვა უნდა წარუდგინო ადამიანს. ფრთხილად ბიჭებო, ყველას დაფიქრება გვმართებს. >>>>>>>>>>>>>>>>>>თუ გადავარდით დაუკრეფავში, არ აგ(ვ)ცდებათ ჩუქჩობა, დაიმახსოვრეთ!>>>>>>>>>>>>>>>ხაზი პოლიტიკისა დავითის შთამომავლობას მიყავდა, ის არასად არ შემცდარა, ის იდგა ქართველობის ღვთისშობლის წილხვედრობაზე და დაფიქრდით(ვინც ამას დაგვირღვევს იმას ვებრძოლოთ და არავის ჩვენი არ დავუთმოთ. სხვა გამყოფი ხაზი ჩვენთვის არ არსებობს. შევიდეთ ქრისტეში, როგორც დიდგორზე და გუბერნიობა არავინ გვაკადროს. სხვა გზა დამარცხებისაა გვახსოვდეს. აქ კი გამარჯვება, ან ერთი გვაღიარებს, ან მეორე. ამათ გარდა არაბებია დედამიწაზე და მას ის არ ეშლება არასოდეს. თალასთან ომის მომგებს შენი გაწირვა არ მოუნდომებია და ღირსებაში გაღიარა დიდგორით, გახსოვდეს!)! დიდება ქრისტეს!