ავტორი:

"ნათელაშვილი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი არის კორუმპირებული... მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს" - ალეკო ელისაშვილი

"ნათელაშვილი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი არის კორუმპირებული... მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების"ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრობას არ იმსახურებს. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ნათელაშვილი ხელფასს იღებს და სარგებლობს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ყველა უპირატესობით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს.

"მხარს დავუჭერს იმას, რომ შალვა ნათელაშვილი არ იყოს პარლამენტში. ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში. პარლამენტში არასოდეს არ შემოუდგამს ფეხი და ხუთი მილიონი აქვს წაღებული, როგორც პარლამენტის წევრს, ლაპარაკიც არ მინდა ხოლმე. მივლინების ფულს იღებდა, როცა მივლინებაში არ მიდიოდა, განცხადებას წერდა და ბენზინის ფულს იღებდა, როდესაც ავტომობილით არ სარგებლობდა. ბინის ქირის ფულს ითხოვდა ქუთაისში, როდესაც იქ ფეხი არ ჩაუდგამს. ის არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არის კორუმპირებული. ჩემი როგორც დეპუტატის, რომელიც დღე და ღამე შრომობს საქართველოს პარლამენტიში, პოზიცია ის არის, რომ ის არ იმსახურებს პარლამენტის წევრობას. აბრძანდით დრონით ბაზალეთში და გადაუღეთ მის მამულებს და მერე ჩემს მამულებს გადაუღეთ, რომელიც სულ 67 კვადრატული მეტრია და 10 წელი სესხი უნდა ვიხადო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.