პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, უმძიმესია..." - ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის
"მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, უმძიმესია..." - ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

"თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­მა უარი გვი­თხრეს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, მხო­ლოდ ისღა დამ­რჩე­ნია, ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა - უფ­ლის წყა­ლო­ბი­თა და ხალ­ხის შემ­წე­ო­ბით", - გვე­უბ­ნე­ბა შშმ პირი გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე, თა­ვის ასე­ვე შშმ შვილ­ზე. ბა­ტო­ნი გო­გი­ტა სხვა დრო­საც ყო­ფი­ლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

- ამ­ჯე­რად ოჯახს იმე­დი გვქონ­და, რომ თურ­ქეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩემი შვი­ლის სა­სი­კე­თოდ, და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხდა...

მქონ­და მი­მო­წე­რა ან­კა­რის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ კლი­ნი­კას­თან და ასე­ვე სტამ­ბო­ლის "აჯი­ბა­დე­ნის“ ცნო­ბილ კლი­ნი­კას­თან. იქ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზეც მყავ­და. მისი იქ მკურ­ნა­ლო­ბა მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში ოპე­რა­ცია დად­გა. გა­რან­ტია კი ვერ მოგ­ვცეს, რომ ჯა­ბას სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბის­თვის იმის მოს­მე­ნა, რომ შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცია ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს, და­მე­თან­ხმე­ბით, უმ­ძი­მე­სია.

- ე.ი. მკურ­ნა­ლო­ბას ითხოვ­დით და გი­თხრეს - სა­ო­პე­რა­ცი­ო­აო?

- კი, მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დო­და. იმე­დი მქონ­და, რომ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მოხ­დე­ბო­და იმ კის­ტის დაშ­ლა, რო­მე­ლიც მას თავ­ში აქვს (და არა ერთი კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნია). მოკ­ლედ, იმის გამო, რომ გა­რან­ტია ვერ მოგ­ვცეს, ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი ვთქვით. სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ ისევ იმ ძვე­ლი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უნდა დავ­ჯერ­დეთ, რო­გორ­საც მა­ნამ­დე ვუ­ტა­რებ­დით.

- ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნა­ში რა უშ­ლი­და ხელს?

- მას 5 ოპე­რა­ცია აქვს სა­ერ­თოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და 6 სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა - თან ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ ნარ­კო­ზით, მე­თორ­მე­ტედ ნარ­კო­ზის მი­ღე­ბა მის­თვის უკვე და­უშ­ვე­ბე­ლია...

გერ­მა­ნი­ი­სა და ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კე­ბის ფა­სე­ბი ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია. წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რია, რომ იქ ჩას­ვლა მო­ვა­ხერ­ხოთ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორც გი­თხა­რით, რა მკურ­ნა­ლო­ბა­საც ვუ­ტა­რებ­დით, ისევ ის კურ­სი გა­ვაგ­რძე­ლოთ.

არა­და, თუ კის­ტის დაშ­ლა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბით მოხ­დე­ბო­და, მისი გო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და.

ახლა უკვე უფალ­ზე ვართ მინ­დო­ბი­ლი და იმ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წე­ლია, გვერ­დში გვიდ­გა­ნან.

ჯაბა 29 წლის არის და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვეხ­მა­რა. მად­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გულ­თან ახ­ლოს მი­აქვთ...

ახლა მის წამ­ლებს, პრე­პა­რა­ტებს სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ჯა­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბა პამ­პერ­სი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი კვე­ბა. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე ისევ მათ მხარ­და­ჭე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მინ­და, ამ იმე­დით ვიყო და ჯა­ბა­მაც ამ იმე­დით იცო­ცხლოს. გარ­და ამი­სა, მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში მო­სა­ლო­ცად დავ­დი­ვართ. ვლო­ცუ­ლობთ რო­გორც ჯა­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ისე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ყუ­რა­დღე­ბას არ გვაკ­ლებს. ვლო­ცუ­ლობთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მისი ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და იმის­თვის, რომ ასეთ­მა კე­თილ­მა და გუ­ლის­ხმი­ერ­მა ხალ­ხმა იმ­რავ­ლოს.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

ამ სტატიის ძირითადი მიზანია, რომ ადამიანები გამოიჩენენ მოწყალებას და დახმარების მიზნით გადარიცხავენ გარკვეულ თანხებს. როგორც იტყვიან ღმერთმა ხელი მოუმართოს და გამოაჯამრთელოს ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძე!

ნათქვამია, რომ უფალმა ბრძანა „გაანძრიე ხელი და გეშველებაო!“

ახლა, ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის ღმერთი თვითონაა, ხოლო მშობლები მისი მფარველი ანგელოზები არიან.

თანდათანობით, ნელ-ნელა შეაჩვიეთ დამოუკიდებლად მოქმედებას.

პირველ რიგში საწოლიდან ადგომა და შემდეგ დაწოლა.

ტანსაცმლის ჩაცმა და გახდა. ტუალეტში პირის დაბანა.

როგორც სურათზე ჩანს გადაადგილდება მშობლის დახმარებით ხდება. ასწავლეთ ხელჯოხით გადაადგილება ჯერ ბინაში - ოთახიდან ოთახში, შემდეგ კიბეებზე ჩასვლა-ამოსვლა, ბოლოს ეზოში და ტროტუარზე გადაადგილება და სიარული.

ხელ-ფეხის კუნთების გასამაგრებლად ბინაში დაუმონტაჟეთ ე.წ. შვედური კედელი (მარტივი კონსტრუქციის და აქედან გამომდინარე დაბალი ფასის), სადაც ყოველდღიურად შეძლებს ვარჯიშს.

აუცილებლად გადააჩვიეთ პამპერსის ტარებას. ამისათვის ჯერ გამოიყენეთ ე.წ. „სუდნო“ და „უტკა“. შემდეგ ნელ-ნელა შეაჩვიეთ ტუალეტში შესვლა და უნიტაზზე ჯდომა (თქვენი დახმარებით). დაჯდომა-ადგომის გასაადვილებლად ტუალეტის მარჯვენა კედელზე მყარად დაამაგრეთ ხელის ჩასაჭიდი სახელური (მგონი მისი მარცხენა ხელი სათანადოდ არ ფუნქციონირებს).

რამოდენიმე თვის შემდეგ წინსვლა და შედეგი აუცილებლად გექნებათ!

პ.ს. ინტერნეტში, კერძოდ „youtube“-ში ბევრი ვიდეოა ინგლისურ და რუსულ ენებზე ადამიანის სხეულის რეაბილიტაციის შესახებ.

გალინა
0

სცადეთ კონსულტაცია ვენს ნეიროქირურგებთან. ინგოროყვაში არიან ოთარ გახოკია და მიხეილ გურასპაშვილი. კონსულტაცია მაინც შეიძლება, სცადეთ.. მე გამიკეთეს ოპერაცია და თითქმის უშანსო მდგომარეობიდან გადამარჩიეს. მე სხვა პრობლემა მქონდა მაგრამ კონსულტაცია მაინც შეგიძლიათ, ძალიან ჭკვიანები არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, უმძიმესია..." - ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

"მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, უმძიმესია..." - ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

"თურქეთის კლინიკებმა უარი გვითხრეს მკურნალობაზე, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ძველებურად გაგრძელდეს მკურნალობა - უფლის წყალობითა და ხალხის შემწეობით", - გვეუბნება შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე, თავის ასევე შშმ შვილზე. ბატონი გოგიტა სხვა დროსაც ყოფილა ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მუდმივად შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.

- ამჯერად ოჯახს იმედი გვქონდა, რომ თურქეთში ყველაფერი ჩემი შვილის სასიკეთოდ, დადებითად გადაწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა...

მქონდა მიმოწერა ანკარის ნეიროქირურგიულ კლინიკასთან და ასევე სტამბოლის "აჯიბადენის“ ცნობილ კლინიკასთან. იქ გამოკვლევებზეც მყავდა. მისი იქ მკურნალობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ დღის წესრიგში ოპერაცია დადგა. გარანტია კი ვერ მოგვცეს, რომ ჯაბას სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, დამეთანხმებით, უმძიმესია.

- ე.ი. მკურნალობას ითხოვდით და გითხრეს - საოპერაციოაო?

- კი, მკურნალობის გაგრძელება მინდოდა. იმედი მქონდა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მოხდებოდა იმ კისტის დაშლა, რომელიც მას თავში აქვს (და არა ერთი კისტოზური წარმონაქმნია). მოკლედ, იმის გამო, რომ გარანტია ვერ მოგვცეს, ოპერაციაზე უარი ვთქვით. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ისევ იმ ძველი მეთოდებით მკურნალობის გაგრძელებას უნდა დავჯერდეთ, როგორსაც მანამდე ვუტარებდით.

- ოპერაციის გადატანაში რა უშლიდა ხელს?

- მას 5 ოპერაცია აქვს საერთოდ ჩატარებული და 6 სერიოზული გამოკვლევა - თან ეს ყველაფერი სულ ნარკოზით, მეთორმეტედ ნარკოზის მიღება მისთვის უკვე დაუშვებელია...

გერმანიისა და ისრაელის კლინიკების ფასები ჩვენთვის მიუწვდომელია. წარმოუდგენლად ძვირია, რომ იქ ჩასვლა მოვახერხოთ. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა იძულებულები ვართ, როგორც გითხარით, რა მკურნალობასაც ვუტარებდით, ისევ ის კურსი გავაგრძელოთ.

არადა, თუ კისტის დაშლა შესაბამისი მკურნალობით მოხდებოდა, მისი გონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

ახლა უკვე უფალზე ვართ მინდობილი და იმ ხალხზე, რომლებიც ამდენი წელია, გვერდში გვიდგანან.

ჯაბა 29 წლის არის და ამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მადლობა, რომ ჩვენი რთული მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ...

ახლა მის წამლებს, პრეპარატებს სჭირდება შესაბამისი თანხები. ამასთანავე, ჯაბას ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი, განსხვავებული, მაღალკალორიული კვება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მინდა, ამ იმედით ვიყო და ჯაბამაც ამ იმედით იცოცხლოს. გარდა ამისა, მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე ჩვენ საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრებში მოსალოცად დავდივართ. ვლოცულობთ როგორც ჯაბას ჯანმრთელობისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებას არ გვაკლებს. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ასეთმა კეთილმა და გულისხმიერმა ხალხმა იმრავლოს.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007