საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, ეს ეჭვის საფუძველს იძლევა..." - რას წერს ინფექციონისტი ვაქცინაციასა და კოვიდ პასპორტების გაუქმებაზე?
"აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, ეს ეჭვის საფუძველს იძლევა..." - რას წერს ინფექციონისტი ვაქცინაციასა და კოვიდ პასპორტების გაუქმებაზე?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი თვლის, რომ კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბას ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, კო­ვიდ პას­პორ­ტებ­მა ვერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი ვერ და­აჩ­ქა­რა.

"გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, "ომიკ­რო­ნის" პი­რო­ბებ­ში კო­ვიდ პას­პორ­ტის გა­უქ­მე­ბა­ში დიდ ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ და არც ის მგო­ნია, რომ ეს ფაქ­ტი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას გა­ა­უ­ა­რე­სებს (მეტი რაღა უნდა გა­უ­ა­რეს­დეს, ესეც არ მეს­მის), იმი­ტომ რომ:

1. კო­ვიდ პას­პორ­ტის რე­გუ­ლა­ცი­ის (ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის) აღ­სრუ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად ხდე­ბო­და და ფაქ­ტი­უ­რად ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ქონ­და.

2. კო­ვიდ პას­პორ­ტმა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პებს დი­დად რომ არ უშ­ვე­ლა, ესეც ცხა­დია.

3. ჩვენ­თან კო­ვიდ პას­პორ­ტი იმა­თაც ჰქონ­დათ, ვინც დიდი ხნის წინ გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი, არა­და, ეს ხალ­ხიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბა ომიკ­რო­ნით.

4. ვაქ­ცი­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არ არის (არც ადრე იყო დი­დად და ომიკ­რო­ნის პი­რო­ბებ­ში მი­თუ­მე­ტეს) ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან დაც­ვა, ვაქ­ცი­ნის მთა­ცა­რი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა, ანუ გარ­თუ­ლე­ბე­ბის და სიკ­ვდი­ლის რის­კის შემ­ცი­რე­ბა და ამ მი­სი­ას აშ­კა­რად ას­რუ­ლებს. ამი­ტომ კო­ვიდ პას­პორ­ტის, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის როლი არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ანუ ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ანს კო­ვიდ პას­პორ­ტი აქვს, სულ არ ნიშ­ნავს, რომ ის ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო ვერ იქ­ნე­ბა.

5. კო­ვიდ პას­პორ­ტს ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ამ­ჟა­მად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან კო­ვიდ პას­პორ­ტში ჩანს, რომ ადა­მი­ანს ახ­ლა­ხანს და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი (ესეც მხო­ლოდ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს და თა­ნაც თუ პირი, რო­მე­ლიც კო­ვიდ პას­პორ­ტს ამოწ­მებს, სა­ერ­თოდ და­აკ­ვირ­დე­ბა ამას).

6. ძა­ლინ უც­ნა­უ­რია, რომ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ნა­ნობს, აბა ვაქ­ცი­ნა რა­ტომ გა­ვი­კე­თე, თუ პას­პორ­ტი მა­ინც გა­უქ­მდე­ბო­დაო.

კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ვიდ პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად კი არა, სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რის და ჟანგბად­ზე მი­ერ­თე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად უნდა იკე­თებ­დნენ.

აქვე კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ჩვენ­თან სიკ­ვდი­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ზუს­ტად ის ხალ­ხი ერი­დე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას, ვი­საც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი აქვს გარ­თუ­ლე­ბე­ბის, ანუ ვი­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა აქვს. ჯან­მრთე­ლე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რად იც­რე­ბი­ან და არა ისი­ნი, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჭირ­დე­ბა.

სხვა­თა­შო­რის, ამას შე­იძ­ლე­ბა ისიც უწყობ­დეს ხელს, რომ აც­რამ­დე სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო კი­თხვა­რი ივ­სე­ბა, სა­დაც ეკი­თხე­ბი­ან ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ. ეს აჩენს გან­ცდას, რომ თუ ეს და­ა­ვა­დე­ბა გაქვს, აცრა არ შე­იძ­ლე­ბა. არა­და, არც ერთი ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის აც­რის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლია, რა სა­ჭი­როა ეს კი­თხვა­რი. ზედ­მე­ტი დრო­ის ხარ­ჯვაა და კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ რად­გან ეკი­თხე­ბი­ან, ესე იგი ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს აცრა პრობ­ლე­მაა" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაჩო
0

ახლა რას იტყვიან ნაცები, როცა მათი მომხრე ექიმიც ამბობს, რომ კოვიდპასპორტები არაა საჭირო. აქამდე ღარიბაშვილს ქოქოლას აყრიდნენ ამის გამო.

გოგა
4

დახურეთ და საერთოდ გააუქმეთ ეგ ლუგარის კლინიკა და საქართველოში არანაირი ვირუსი არ იარსებებს.თუ არა და ყოველთვის იქნება ვირუსი სახელად როკფელერონი 20.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, ეს ეჭვის საფუძველს იძლევა..." - რას წერს ინფექციონისტი ვაქცინაციასა და კოვიდ პასპორტების გაუქმებაზე?

"აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, ეს ეჭვის საფუძველს იძლევა..." - რას წერს ინფექციონისტი ვაქცინაციასა და კოვიდ პასპორტების გაუქმებაზე?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი თვლის, რომ კოვიდ პასპორტების გაუქმება ეპიდსიტუაციის გაუარესებას არ გამოიწვევს, რადგან აღნიშნული რეგულაციის აღსრულებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კოვიდ პასპორტებმა ვერ ვაქცინაციის ტემპი ვერ დააჩქარა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, "ომიკრონის" პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს (მეტი რაღა უნდა გაუარესდეს, ესეც არ მესმის), იმიტომ რომ:

1. კოვიდ პასპორტის რეგულაციის (ისევე როგორც ზოგადად რეგულაციების) აღსრულება ძალიან ცუდად ხდებოდა და ფაქტიურად ფორმალური ხასიათი ქონდა.

2. კოვიდ პასპორტმა ვაქცინაციის ტემპებს დიდად რომ არ უშველა, ესეც ცხადია.

3. ჩვენთან კოვიდ პასპორტი იმათაც ჰქონდათ, ვინც დიდი ხნის წინ გადაიტანა კოვიდი, არადა, ეს ხალხიც ძალიან ეფექტურად ინფიცირდება ომიკრონით.

4. ვაქცინის მთავარი ამოცანა არ არის (არც ადრე იყო დიდად და ომიკრონის პირობებში მითუმეტეს) ინფიცირებისგან დაცვა, ვაქცინის მთაცარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ გართულებების და სიკვდილის რისკის შემცირება და ამ მისიას აშკარად ასრულებს. ამიტომ კოვიდ პასპორტის, როგორც ინფექციის გავრცელების შემცირების საშუალების როლი არც ისე მნიშვნელოვანია. ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანს კოვიდ პასპორტი აქვს, სულ არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო ვერ იქნება.

5. კოვიდ პასპორტს ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ამჟამად ინფიცირებულების შემთხვევაში, რადგან კოვიდ პასპორტში ჩანს, რომ ადამიანს ახლახანს დაუდასტურდა კოვიდი (ესეც მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევის დროს და თანაც თუ პირი, რომელიც კოვიდ პასპორტს ამოწმებს, საერთოდ დააკვირდება ამას).

6. ძალინ უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ნანობს, აბა ვაქცინა რატომ გავიკეთე, თუ პასპორტი მაინც გაუქმდებოდაო.

კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციას ადამიანები კოვიდ პასპორტის მისაღებად კი არა, სტაციონარში მოხვედრის და ჟანგბადზე მიერთების რისკის შესამცირებლად უნდა იკეთებდნენ.

აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ზუსტად ის ხალხი ერიდება ვაქცინის გაკეთებას, ვისაც ყველაზე მაღალი რისკი აქვს გართულებების, ანუ ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვს. ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება.

სხვათაშორის, ამას შეიძლება ისიც უწყობდეს ხელს, რომ აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, სადაც ეკითხებიან ამა თუ იმ დაავადების შესახებ. ეს აჩენს განცდას, რომ თუ ეს დაავადება გაქვს, აცრა არ შეიძლება. არადა, არც ერთი ეს დაავადება არ არის აცრის წინააღმდეგ ჩვენება. საერთოდ, სრულიად აუხსნელია, რა საჭიროა ეს კითხვარი. ზედმეტი დროის ხარჯვაა და კიდევ ვიმეორებ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ რადგან ეკითხებიან, ესე იგი ამ დაავადებების დროს აცრა პრობლემაა" - წერს ბუწაშვილი.