ავტორი:

მომხიბვლელი და სექსუალური მძარცველი, რომელსაც ქალები თავშესაფარს სთავაზობენ - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

მომხიბვლელი და სექსუალური მძარცველი, რომელსაც ქალები თავშესაფარს სთავაზობენ - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ბრიტანელი ბინების მძარცველი, 37 წლის ჯონათან კაჰილი, რომელსაც სამართალდამცველები დიდი ხანია ეძებდნენ, იორკშირის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს.

ჯონათან კაჰილის ფოტო პოლიციამ სოციალურ მედიაში გაავრცელა წარწერით - "იძებნება", ამის შემდეგ კი მომხიბვლელი გარეგნობის გამო, მან უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ფოტოს კომენტარებში ქალები აქტიურობდნენ და მამაკაცს თავშესაფარს, სამალავს სიხარულით სთავაზობდნენ.

"თუ ვიპოვე, შეიძლება რომ ჩემთვის დავიტოვო?"

"შეუძლია, ჩემი საწოლის ქვეშ დაიმალოს", - წერდნენ ფოტოს კომენტარებში.

მას "ფეისბუქზე" "მიმზიდველი მძარცველის" სახელით მოიხსენიებდნენ.

იორკშირის პოლიციამ გოგონებს იმედები გაუცრუა და ოფიცერმა სიახლე ახლახანს ამცნო მათ: "ის უკვე დაკავებულია და განყოფილებაშია", - აცხადებს სამართალდამცველი.

ერთ-ერთმა ქალბატონმა იმედი მაინც არ დაკარგა და დაპოსტა: "ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია: თუ საკნები სავსეა, სიამოვნებით ვიყოლიებ შინაპატიმრობაში". მეორე გოგონამ კი იხუმრა: "დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლების არმიამ შეაშინა და თავისით ჩაბარდა პოლიციას".

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა