საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ჩემს ცხოვრებაში თანამდებობებზე მუშაობის დრო დამთავრდა, წავედი სოფელში" - ექსგუბერნატორის შეცვლილი ცხოვრება, მრავალფეროვანი ღვინო და მარანი
"როცა ჩემს ცხოვრებაში თანამდებობებზე მუშაობის დრო დამთავრდა, წავედი სოფელში" - ექსგუბერნატორის შეცვლილი ცხოვრება, მრავალფეროვანი ღვინო და მარანი

ახლა მისი ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა ვე­ნახ­ში, მა­რან­ში, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბი­სას, რად­გან მეღ­ვი­ნეა, თუმ­ცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ან­დრო ბარ­ნო­ვი იყო თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, გუ­ბერ­ნა­ტო­რი, მუ­შა­ობ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას, გახ­ლდათ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბობს, მეღ­ვი­ნე­ო­ბა ყო­ველ­თვის მოს­წონ­და, აინ­ტე­რე­სებ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯებს მა­ში­ნაც დგამ­და.

ან­დრო ბარ­ნო­ვი:

- მეღ­ვი­ნე­ო­ბას ხელს რომ ჰკი­დებ, თა­ვი­დან სა­ნერ­ვი­უ­ლო გაქვს, გა­მო­ვა-არ გა­მო­ვა? ეს ეტა­პი მალე გა­დის, ძი­რი­თად რა­მე­ებს სწავ­ლობ, მერე კი მო­დის მე­ო­რე ეტა­პი: აბა, რო­გო­რი გა­მო­ვა?! გინ­და, კარ­გი გა­მო­ვი­დეს და ცდი­ლობ, ფიქ­რობ, კი­თხუ­ლობ, ეკი­თხე­ბი... გა­ივ­ლის ესეც, უკვე ეჩ­ვე­ვი ვე­ნახ­საც, მა­რან­საც, მეტ-ნაკ­ლე­ბად იცი, სად რას უნდა ელო­დო. და იწყე­ბა შემ­დე­გი: აბა, რო­გორ გავ­ხა­დო უნაკ­ლო? პო­უ­ლობ ნი­უ­ან­სებს, ავი­თა­რებ და აწ­ვრილ­მა­ნებ ცოდ­ნას, ყუ­რძენს უკვე ერთ ხი­ლად აღარ აღიქ­ვამ, კომ­პო­ნენ­ტე­ბად შლი (კანი, წვე­ნი, წიპ­წა, კლერ­ტი), გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს თი­თო­ე­ულ ნა­წილ­თან, ნელ-ნელა გა­მოგ­დის ესეც და მი­დი­ხარ წერ­ტი­ლამ­დე, სა­დაც ცუდი და კარ­გი უკვე სა­კი­თხა­ვი აღა­რაა - ყვე­ლა კარ­გია, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად სა­უ­კე­თე­სოა. და იწყე­ბა შემ­დე­გი და მთა­ვა­რი ეტა­პი - მა­ღა­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის.

თუ აქამ­დე ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს ას­წავ­ლი­დი, რაც თა­ვად ის­წავ­ლე, ახლა ლა­პა­რა­კი აღარ გე­ხა­ლი­სე­ბა, რად­გან ფიქ­რის დროა. ეს უბ­რა­ლოდ ცოდ­ნა აღა­რაა, შენი ხე­ლოვ­ნე­ბაა, შენი გე­მოვ­ნე­ბა და ეს­თე­ტი­კა, ამი­ტომ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც ჩნდე­ბა, მხო­ლოდ იმათ რომ გა­უ­ზი­ა­რებ, ვის­თა­ნაც ერთ ენა­ზე შე­გიძ­ლია ლა­პა­რა­კი. ლა­პა­რაკს უკვე ღვი­ნო­ე­ბი იწყე­ბენ. მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი მა­გათ აქვთ. სკეპ­ტი­კო­სე­ბის გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი, დღემ­დე კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის დრო­ინ­დე­ლი წე­სე­ბით რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ:

წელს ვე­ნა­ხი სა­ერ­თოდ არ შე­მი­წამ­ლავს და ვაზი ბედ­ნი­ე­რად გრძნობს თავს! არ ვამ­ბობ, სა­ერ­თოდ ნუ შე­წამ­ლავთ-მეთ­ქი, მაგ­რამ თუ ტე­რუ­ა­რიც ხელს გი­წყობთ, პრე­ვენ­ცი­ულ წამ­ლო­ბა­ზე უარი თქვით. ასე ფულ­საც და­ზო­გავთ, დრო­საც და ჯან­მრთე­ლო­ბა­საც, ღვი­ნო კი ზუს­ტად 207-ჯერ უკე­თე­სი გა­მო­გი­ვათ!

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ, მეღ­ვი­ნე­ო­ბას ასე ჩაღ­რმა­ვე­ბო­დით?

- დარ­გს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ვიც­ნობ­დი და მიყ­ვარ­და, ოღონდ, არა - ღვი­ნის და­ლე­ვა, გე­მო­ებ­ზე "კა­ი­ფი". ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში ვგრძნობ­დი, რომ კარ­გი მეღ­ვი­ნის ხელ­ში ღვი­ნო­ში ჩანს ბუ­ნე­ბა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად დიდ პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც და­მიგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა. ბევ­რი რამ გა­მო­ვიკ­ვლიე და გა­ვი­გე, მაგ­რამ ისე­თი ღვი­ნის ჩა­მომ­სხმე­ლი მარ­ნე­ბი, რა­საც ნამ­დვი­ლი ღვი­ნო ჰქვია, 2005- 2006 წლებ­ში ნაკ­ლე­ბად იყო, ამი­ტომ იმ პრო­ექ­ტებ­ში შე­ძე­ნი­ლი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა შეხ­ვედ­რე­ბის მა­რა­ნი, რო­მე­ლიც ტრე­ნინგცენ­ტრებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მე­ვე­ნა­ხე­ებ­თან იმუ­შა­ვებ­და, რათა ყუ­რძნის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო; მეღ­ვი­ნე­ებს იო­ლად ეწარ­მო­ე­ბი­ნათ პრო­დუქ­ტი და მეტი ცოდ­ნა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ 2008 წლის ომი რომ და­ი­წყო, ჩემს სამ­ხედ­რო საქ­მეს და­ვუბ­რუნ­დი...

შემ­დგომ იყო თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რო­ბა, გო­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის პე­რი­ო­დი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა... როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი დამ­თავ­რდა, საქ­მე უკვე რო­გორც მეღ­ვი­ნემ ქარ­თლის სო­ფელ წე­დის­ში, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში და­ვი­წყე. ასო­ცი­ა­ცია და­ვა­არ­სე და დიდი მარ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­ვი­წყე.

- თქვენს სა­კუ­თარ ვე­ნახ­ზე რას გვე­ტყვით?

- ვე­ნა­ხი ჩემს სო­ფელ­ში მაქვს, რო­მე­ლიც წე­დი­სი­დან შორს არ არის, ის ის­ტო­რი­ულ ტე­რუ­არ­ზეა. იქა­უ­რო­ბას ის­ტო­რი­უ­ლად ნა­ვე­ნა­ხობს ეძა­ხი­ან. თრი­ა­ლე­თის ფერ­დია, ქვი­ა­ნი ად­გი­ლი კირ­ქვით, კა­ჟით, მი­ნე­რა­ლე­ბით სავ­სე, რაც ღვი­ნის­თვის ცუდი არ არის, თუმ­ცა ად­გი­ლი უწყლოა. მოკ­ლედ, მე და მა­მა­ჩემ­მა და­ვიბ­რუ­ნეთ ერთ დროს ჩვე­ნი დიდი პა­პის ნა­ქო­ნი მი­წე­ბი, სა­დაც ვე­ნა­ხი ჰქონ­და და რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტებ­მა წა­არ­თვეს. იქ აღა­რა­ფე­რი იყო. ვე­ნა­ხი 4 ჰექ­ტარ­ზე გა­ვა­შე­ნეთ. ამ საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რად მე­გობ­რე­ბიც ჩა­ერ­თნენ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას მე ვუვ­ლი. ბევ­რი ჯიში მაქვს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მა­ინც ოთხი ჯი­შია - გო­რუ­ლი მწვა­ნე, ჩი­ნუ­რი, შავ­კა­პი­ტო, თავკვე­რი. და­ნარ­ჩე­ნი ზოგი ისე­თია, პირ­ვე­ლად რომ გავ­სინ­ჯე.

- უწყლო ად­გილ­ზე არ ჭირს ვე­ნა­ხის მოვ­ლა?

- ეს დიდი პრობ­ლე­მაა, არა­და, ჩა­მო­მა­ვა­ლი ხე­ვე­ბი უხ­ვა­დაა, სა­დაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წყა­ლი სულ დის. არის ის­ტო­რი­უ­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც დან­გრე­უ­ლია... არა­და, 800 ჰექ­ტა­რია, სა­დაც უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს მიწა, მაგ­რამ ირი­გა­ცი­ის პრობ­ლე­მის გამო და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს.

- მოკ­ლედ, მოგ­ყავთ ყუ­რძე­ნი, აყე­ნებთ ღვი­ნოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი უზო­მოდ მოგ­წონთ...

- კი, საქ­მეს წარ­მა­ტე­ბით ვარ­თმევ თავს, ჩემი ღვი­ნის ხა­რისხში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა. აქ ლა­პა­რა­კია ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ჩემი მო­გე­ბა ის არის, გა­ვა­კე­თო კარ­გი ღვი­ნო, რომ ძვი­რად გავ­ყი­დო. ღვი­ნო უც­ნა­უ­რი ტი­ლოა, ფუნ­ჯე­ბია, არ­ტია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­მო­ხატ­ვის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გაქვს. ცხა­დია, ღვი­ნო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი არ­ტია. ცო­ცხა­ლი ღვი­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ბევ­რს არ ეს­მის, არა­და, ეს არის მეღ­ვი­ნის პა­ლიტ­რა.

- ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბა გაქვთ. ეს რას გუ­ლის­ხმობს?

- ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბა სცდე­ბა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას. ჩვენ ვეყ­რდნო­ბით ცო­ცხალ და ჯან­მრთელ ნი­ა­დაგს. მას აქვს თა­ვი­სი "ჯან­მრთე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი“, რო­მე­ლიც არ უნდა და­ვა­ზი­ა­ნოთ. მაგ­რამ იმის გამო, რომ ბევ­რმა ეს არ იცის, სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით მას­ში უაზ­როდ ვე­რე­ვით და საქ­მეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ ვა­ფუ­ჭებთ. მთა­ვა­რი ის არის, რომ ვშხა­მავთ ვე­ნა­ხის­თვის აუ­ცი­ლე­ბელს, ნი­ა­დაგს, რო­მე­ლიც მერე ასე­ვე აღ­მო­ა­ცე­ნებს შხამს. ამას­თან, ეს მცე­ნა­რე­საც აზარ­მა­ცებს, მისი ნა­ყო­ფი კი ორ­გა­ნიზმს წამ­ლავს.

- სი­ცო­ცხლის მე­ქა­ნიზ­მში ვე­რე­ვით...

- ვის უნა­ხავს მორ­წყუ­ლი ტყე, ან იქ შე­წამ­ლუ­ლი ხე­ე­ბი? ეს არ არის სა­ჭი­რო, რად­გან იქ ნი­ა­და­გი არ შრე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 10-15-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ფენა. ამ ფე­ნას არც ვბა­რავ, მხო­ლოდ ძი­რებს თუ შე­მო­ვუ­თოხ­ნი. ვთი­ბავ ბა­ლახს არა მი­წის პირ­ზე, არა­მედ - 25-30 სან­ტი­მეტრზე, რომ ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცე­სი არ ჩავკლა და მიწა არ გა­მოხმეს. გარ­და ამი­სა, მცე­ნა­რე­ებს შო­რის არის სო­კო­ე­ბის ფენა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, უმ­თავ­რე­სად - ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. რო­დე­საც ვხე­დავ, რომ ვე­ნახს უჭირს და სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევ­წამ­ლო, მაგ­რამ ამ პრო­ცე­დუ­რის ყო­ველ 10 დღე­ში, ორ კვი­რა­ში ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი პრაქ­ტი­კაა. მე ვაზს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ ვწამ­ლავ.

- რო­გო­რია თქვე­ნი ღვი­ნო?

- ჩემი ღვი­ნო ყო­ველ­თვის ჯან­მრთე­ლია და ეს არის პირ­ვე­ლი წესი. თუ ღვი­ნო­ში რამე არ მომ­წონს, არ გა­მო­ვი­და, მას ბოთ­ლამ­დე არ მი­ვიყ­ვან, არ ვყი­დი. იმ მა­სა­ლის­გან კი კარ­გი დის­ტი­ლა­ტი კეთ­დე­ბა. სა­ერ­თოდ იშ­ვი­ათ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ. ახლა ვწერ ჩემი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ას, რო­გორ მი­ვე­დი კონ­კრე­ტულ ღვი­ნომ­დე... მა­რა­ნიც ისე­თი მაქვს, რომ მა­ნე­ბივ­რებს. ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქარ­თუ­ლია, თა­ვი­სი ორი სარ­თუ­ლით. არის 6 მეტ­რი სიღ­რმის ფენა, სა­დაც ღვი­ნო მე­ო­რე ფა­ზა­ში მთელ წე­ლი­წადს ატა­რებს. ღვი­ნოს მხო­ლოდ გა­და­ღე­ბა-გად­მო­ღე­ბით ვე­ხე­ბი, ვფილტრავ. ზო­გი­ერთ ღვი­ნოს, სა­ნამ ბოთ­ლში მოხ­ვდე­ბა, 7-8-ჯერ გა­და­ღე­ბა სჭირ­დე­ბა.

რო­დე­საც რთვე­ლი ახ­ლოვ­დე­ბა, წი­ნას­წარ ვწერ რე­ცეპ­ტებს, რო­მელ­თაც, ვცდი­ლობ, მკაც­რად მივ­ყვე. ტრა­დი­ცი­ას რა­ღა­ცით ვამ­დიდ­რებ. ზო­გის­თვის ღვი­ნო არ­ტია და ზო­გის­თვის - ფუ­ლის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ღმერ­თმა ყვე­ლას ბევ­რი მის­ცეს, თუმ­ცა რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დეთ, მთა­ვა­რია, ყვე­ლას ეს­მო­დეს, რომ ერ­თნა­ი­რი ვერ ვიქ­ნე­ბით, მაგ­რამ ერ­თად უნდა ვი­ყოთ. და კი­დევ: თუ გვინ­და, კარ­გად ვი­ყოთ, ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბად არ უნდა ვიქ­ცეთ. ყვე­ლაფ­რის გა­სა­ღე­ბი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"როცა ჩემს ცხოვრებაში თანამდებობებზე მუშაობის დრო დამთავრდა, წავედი სოფელში" - ექსგუბერნატორის შეცვლილი ცხოვრება, მრავალფეროვანი ღვინო და მარანი

"როცა ჩემს ცხოვრებაში თანამდებობებზე მუშაობის დრო დამთავრდა, წავედი სოფელში" - ექსგუბერნატორის შეცვლილი ცხოვრება, მრავალფეროვანი ღვინო და მარანი

ახლა მისი ნახვა შეიძლება ვენახში, მარანში, ღვინის დაყენებისას, რადგან მეღვინეა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ანდრო ბარნოვი იყო თავდაცვის აკადემიის რექტორი, გუბერნატორი, მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხელმძღვანელობდა სააკაშვილის ბიბლიოთეკას, გახლდათ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ, როგორც ამბობს, მეღვინეობა ყოველთვის მოსწონდა, აინტერესებდა და ამ მიმართულებით ნაბიჯებს მაშინაც დგამდა.

ანდრო ბარნოვი:

- მეღვინეობას ხელს რომ ჰკიდებ, თავიდან სანერვიულო გაქვს, გამოვა-არ გამოვა? ეს ეტაპი მალე გადის, ძირითად რამეებს სწავლობ, მერე კი მოდის მეორე ეტაპი: აბა, როგორი გამოვა?! გინდა, კარგი გამოვიდეს და ცდილობ, ფიქრობ, კითხულობ, ეკითხები... გაივლის ესეც, უკვე ეჩვევი ვენახსაც, მარანსაც, მეტ-ნაკლებად იცი, სად რას უნდა ელოდო. და იწყება შემდეგი: აბა, როგორ გავხადო უნაკლო? პოულობ ნიუანსებს, ავითარებ და აწვრილმანებ ცოდნას, ყურძენს უკვე ერთ ხილად აღარ აღიქვამ, კომპონენტებად შლი (კანი, წვენი, წიპწა, კლერტი), განსხვავებული დამოკიდებულება გაქვს თითოეულ ნაწილთან, ნელ-ნელა გამოგდის ესეც და მიდიხარ წერტილამდე, სადაც ცუდი და კარგი უკვე საკითხავი აღარაა - ყველა კარგია, ყველა თავისებურად საუკეთესოა. და იწყება შემდეგი და მთავარი ეტაპი - მაღალი კულინარიის.

თუ აქამდე ყველას ყველაფერს ასწავლიდი, რაც თავად ისწავლე, ახლა ლაპარაკი აღარ გეხალისება, რადგან ფიქრის დროა. ეს უბრალოდ ცოდნა აღარაა, შენი ხელოვნებაა, შენი გემოვნება და ესთეტიკა, ამიტომ საიდუმლოებებიც ჩნდება, მხოლოდ იმათ რომ გაუზიარებ, ვისთანაც ერთ ენაზე შეგიძლია ლაპარაკი. ლაპარაკს უკვე ღვინოები იწყებენ. მთავარი სათქმელი მაგათ აქვთ. სკეპტიკოსების გასაგონად ვიტყვი, დღემდე კოლმეურნეობის დროინდელი წესებით რომ ხელმძღვანელობენ:

წელს ვენახი საერთოდ არ შემიწამლავს და ვაზი ბედნიერად გრძნობს თავს! არ ვამბობ, საერთოდ ნუ შეწამლავთ-მეთქი, მაგრამ თუ ტერუარიც ხელს გიწყობთ, პრევენციულ წამლობაზე უარი თქვით. ასე ფულსაც დაზოგავთ, დროსაც და ჯანმრთელობასაც, ღვინო კი ზუსტად 207-ჯერ უკეთესი გამოგივათ!

- როდის გადაწყვიტეთ, მეღვინეობას ასე ჩაღრმავებოდით?

- დარგს არაპროფესიონალურ დონეზე ვიცნობდი და მიყვარდა, ოღონდ, არა - ღვინის დალევა, გემოებზე "კაიფი". ამ მრავალფეროვნებაში ვგრძნობდი, რომ კარგი მეღვინის ხელში ღვინოში ჩანს ბუნება და ადგილმდებარეობა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი. წლების განმავლობაში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სხვადასხვა კომპანიასთან ერთად დიდ პროექტებზე ვმუშაობდი. ამ საქმიანობისას სოფლის მეურნეობაშიც დამიგროვდა გამოცდილება. ბევრი რამ გამოვიკვლიე და გავიგე, მაგრამ ისეთი ღვინის ჩამომსხმელი მარნები, რასაც ნამდვილი ღვინო ჰქვია, 2005- 2006 წლებში ნაკლებად იყო, ამიტომ იმ პროექტებში შეძენილი ჩემი გამოცდილებით გადავწყვიტე, გამეკეთებინა შეხვედრების მარანი, რომელიც ტრენინგცენტრებსა და ადგილობრივ მევენახეებთან იმუშავებდა, რათა ყურძნის ხარისხი გაუმჯობესებულიყო; მეღვინეებს იოლად ეწარმოებინათ პროდუქტი და მეტი ცოდნა დაეგროვებინათ, მაგრამ 2008 წლის ომი რომ დაიწყო, ჩემს სამხედრო საქმეს დავუბრუნდი...

შემდგომ იყო თავდაცვის აკადემიის რექტორობა, გორის გუბერნატორობის პერიოდი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმიანობა... როცა ჩემს ცხოვრებაში ასეთ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდი დამთავრდა, საქმე უკვე როგორც მეღვინემ ქართლის სოფელ წედისში, ატენის ხეობაში დავიწყე. ასოციაცია დავაარსე და დიდი მარნის მშენებლობა წამოვიწყე.

- თქვენს საკუთარ ვენახზე რას გვეტყვით?

- ვენახი ჩემს სოფელში მაქვს, რომელიც წედისიდან შორს არ არის, ის ისტორიულ ტერუარზეა. იქაურობას ისტორიულად ნავენახობს ეძახიან. თრიალეთის ფერდია, ქვიანი ადგილი კირქვით, კაჟით, მინერალებით სავსე, რაც ღვინისთვის ცუდი არ არის, თუმცა ადგილი უწყლოა. მოკლედ, მე და მამაჩემმა დავიბრუნეთ ერთ დროს ჩვენი დიდი პაპის ნაქონი მიწები, სადაც ვენახი ჰქონდა და რომელიც კომუნისტებმა წაართვეს. იქ აღარაფერი იყო. ვენახი 4 ჰექტარზე გავაშენეთ. ამ საქმეში ფინანსურად მეგობრებიც ჩაერთნენ, მაგრამ იქაურობას მე ვუვლი. ბევრი ჯიში მაქვს, თუმცა ძირითადი მაინც ოთხი ჯიშია - გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი. დანარჩენი ზოგი ისეთია, პირველად რომ გავსინჯე.

- უწყლო ადგილზე არ ჭირს ვენახის მოვლა?

- ეს დიდი პრობლემაა, არადა, ჩამომავალი ხევები უხვადაა, სადაც წლის განმავლობაში წყალი სულ დის. არის ისტორიული რეზერვუარებიც, რომლებიც დანგრეულია... არადა, 800 ჰექტარია, სადაც უამრავ ადამიანს აქვს მიწა, მაგრამ ირიგაციის პრობლემის გამო დაუმუშავებელია. სახელმწიფოსთვის ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობს.

- მოკლედ, მოგყავთ ყურძენი, აყენებთ ღვინოს და ეს ყველაფერი უზომოდ მოგწონთ...

- კი, საქმეს წარმატებით ვართმევ თავს, ჩემი ღვინის ხარისხში ეჭვი არავის ეპარება. აქ ლაპარაკია ხელოვნებაზე. ჩემი მოგება ის არის, გავაკეთო კარგი ღვინო, რომ ძვირად გავყიდო. ღვინო უცნაური ტილოა, ფუნჯებია, არტია. მნიშვნელოვანია, თუ ეს ყველაფერი და გამოხატვის სრული თავისუფლება გაქვს. ცხადია, ღვინო კულინარიული არტია. ცოცხალი ღვინის ხელოვნება ბევრს არ ესმის, არადა, ეს არის მეღვინის პალიტრა.

- ნატურალური მეურნეობა გაქვთ. ეს რას გულისხმობს?

- ნატურალური მეურნეობა სცდება მევენახეობას. ჩვენ ვეყრდნობით ცოცხალ და ჯანმრთელ ნიადაგს. მას აქვს თავისი "ჯანმრთელობის მექანიზმი“, რომელიც არ უნდა დავაზიანოთ. მაგრამ იმის გამო, რომ ბევრმა ეს არ იცის, სარგებლის მიღების მიზნით მასში უაზროდ ვერევით და საქმეს საშვილიშვილოდ ვაფუჭებთ. მთავარი ის არის, რომ ვშხამავთ ვენახისთვის აუცილებელს, ნიადაგს, რომელიც მერე ასევე აღმოაცენებს შხამს. ამასთან, ეს მცენარესაც აზარმაცებს, მისი ნაყოფი კი ორგანიზმს წამლავს.

- სიცოცხლის მექანიზმში ვერევით...

- ვის უნახავს მორწყული ტყე, ან იქ შეწამლული ხეები? ეს არ არის საჭირო, რადგან იქ ნიადაგი არ შრება. მნიშვნელოვანია 10-15-სანტიმეტრიანი ფენა. ამ ფენას არც ვბარავ, მხოლოდ ძირებს თუ შემოვუთოხნი. ვთიბავ ბალახს არა მიწის პირზე, არამედ - 25-30 სანტიმეტრზე, რომ ფოტოსინთეზის პროცესი არ ჩავკლა და მიწა არ გამოხმეს. გარდა ამისა, მცენარეებს შორის არის სოკოების ფენა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას, უმთავრესად - ინფორმაციის გაცვლის ფუნქციას ასრულებს. როდესაც ვხედავ, რომ ვენახს უჭირს და სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევწამლო, მაგრამ ამ პროცედურის ყოველ 10 დღეში, ორ კვირაში ჩატარების წინააღმდეგი ვარ. ეს სრულიად გაუგებარი პრაქტიკაა. მე ვაზს წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ ვწამლავ.

- როგორია თქვენი ღვინო?

- ჩემი ღვინო ყოველთვის ჯანმრთელია და ეს არის პირველი წესი. თუ ღვინოში რამე არ მომწონს, არ გამოვიდა, მას ბოთლამდე არ მივიყვან, არ ვყიდი. იმ მასალისგან კი კარგი დისტილატი კეთდება. საერთოდ იშვიათ რაღაცებს ვაკეთებ. ახლა ვწერ ჩემი ტექნოლოგიების ისტორიას, როგორ მივედი კონკრეტულ ღვინომდე... მარანიც ისეთი მაქვს, რომ მანებივრებს. ტრადიციული, ქართულია, თავისი ორი სართულით. არის 6 მეტრი სიღრმის ფენა, სადაც ღვინო მეორე ფაზაში მთელ წელიწადს ატარებს. ღვინოს მხოლოდ გადაღება-გადმოღებით ვეხები, ვფილტრავ. ზოგიერთ ღვინოს, სანამ ბოთლში მოხვდება, 7-8-ჯერ გადაღება სჭირდება.

როდესაც რთველი ახლოვდება, წინასწარ ვწერ რეცეპტებს, რომელთაც, ვცდილობ, მკაცრად მივყვე. ტრადიციას რაღაცით ვამდიდრებ. ზოგისთვის ღვინო არტია და ზოგისთვის - ფულის კეთების საშუალება. ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, თუმცა რასაც უნდა ვაკეთებდეთ, მთავარია, ყველას ესმოდეს, რომ ერთნაირი ვერ ვიქნებით, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ. და კიდევ: თუ გვინდა, კარგად ვიყოთ, ერთმანეთის მტრებად არ უნდა ვიქცეთ. ყველაფრის გასაღები სიყვარულია, რომელიც, ამავე დროს, პასუხისმგებლობაცაა.