კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი
"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი ის ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც ხან ნამ­დვილ ქო­ცად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ხა­ნაც ნა­ცად. ეს კი მის­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია. რო­გორც თა­ვად ემა აღ­ნიშ­ნავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც ობი­ექ­ტუ­რო­ბა გა­საკ­ვი­რია, მა­ყუ­რე­ბელს ვერ გა­ურ­კვე­ვია, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს მის­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბას.

ემა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და და მი­ზანს მი­აღ­წია კი­დეც, თუმ­ცა არ თვლის, რომ უნდა გა­ჩერ­დეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, აცხა­დებს, რომ ის არის ჯერ დედა და მხო­ლოდ შემ­დეგ - ჟურ­ნა­ლის­ტი. კა­რი­ე­რა­სა და პი­რად­ზე, ახ­ლა­ხან დან­გრე­ულ ოჯახ­სა და მიზ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც მი­აღ­წია და რომ­ლის­თვი­საც ჯერ არ მი­უღ­წე­ვია, თა­ვად ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გო­რი იყო პა­ტა­რა ემა? რაზე ოც­ნე­ბობ­და, რა იყო მისი ყვე­ლა­ზე დიდი მი­ზა­ნი?

- მო­გო­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მაქვს. მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბიც მეხ­მა­რე­ბა ბავ­შვო­ბის დე­ტა­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში. პა­ტა­რა ემა ძა­ლი­ან მატ­რაკ­ვე­ცა იყო და ზედ­მეტ­სა­ხე­ლად „მი­ყი­დე“ ერ­ქვა. ითხოვ­და ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვას. შე­იძ­ლე­ბა მოს­წო­ნე­ბო­და 40 ზომა მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რომ­ლის ყიდ­ვა­საც ჯი­უ­ტად მო­ი­თხოვ­და.

პა­ტა­რა ემა ძა­ლი­ან ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­და და მა­მას ჰქონ­და ერთი ჟეს­ტუ­რი ნი­შა­ნი, რომ­ლი­თაც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ უნდა გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი. მი­თხრა, ყველ­გან შე­ნიშ­ვნას ვერ მოგ­ცე­მო და რომ გა­ნიშ­ნებ, ესე იგი ბევ­რს ლა­პა­რა­კობ და უნდა გა­ჩუმ­დეო.

მეც და ჩემი ძმაც ყა­ზა­ხეთ­ში და­ვი­ბა­დეთ და იქ რუ­სულ ბაღ­ში დავ­დი­ო­დით, თუმ­ცა სახ­ლში სულ ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით და ამი­ტომ 7 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით, ქარ­თუ­ლა­დაც და რუ­სუ­ლა­დაც გა­მარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბე­ბი­ას­თან მუხ­რან­ში. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მუხ­რან­ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ეზო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, ესეც იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ პრინ­ცე­სა ვი­ყა­ვი და მე­ზობ­ლე­ბის­თვის კონ­ცერ­ტებს ვა­წყობ­დი. ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ამავდრო­უ­ლად, მე­ოც­ნე­ბე და იდე­ა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რაც დღემ­დე შე­მომ­რჩა. სულ მგო­ნია, რომ რა­ღაც შე­უძ­ლე­ბე­ლი უნდა მოხ­დეს. ყვე­ლაფ­რის იმე­დი მაქვს, სულ რომ არა­რე­ა­ლის­ტუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღეს ისე­თი ხართ, რო­გორ­ზეც პა­ტა­რა ემა ოც­ნე­ბობ­და?

ნა­წი­ლობ­რივ კი. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი. თუმ­ცა იმ გა­და­სა­ხე­დი­დან ეს ოც­ნე­ბა ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლის­ტუ­რად ჟღერ­და. ყა­ზა­ხე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში არ ვცხოვ­რობ­დით. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში კი ერ­თა­დერ­თი ტე­ლე­ვი­ზია თბი­ლის­ში არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია, წამ­ყვა­ნო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბა. მა­გი­დის ფე­ხით მიკრო­ფო­ნი გა­ვა­კე­თე და მისი დახ­მა­რე­ბით გა­და­ცე­მებს ვდგამ­დი ხოლ­მე. დღეს მარ­თლაც ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა, რაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი და ჯი­უ­ტი ვარ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. თუმ­ცა არ ვჩერ­დე­ბი და უფრო და უფრო მეტი მინ­და. სულ ახა­ლი ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი მაქვს. ამი­ტო­მაც არის ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

- ვინ არის დღეს ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი?

ემა პირ­ველ რიგ­ში არის დედა და ძა­ლი­ან ბევრ მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და საქ­მეს ას­რუ­ლებს ამ კუ­თხით. დე­დის შემ­დეგ არის ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნო­ბის გამო ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე და­მი­ხუ­ჭავს თვა­ლი და გა­მი­ტა­რე­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, ემა აღარ არის შვი­ლი, რად­გან არც ერთი მშო­ბე­ლი აღარ ჰყავს ცო­ცხა­ლი.

ემა არის ჟურ­ნა­ლის­ტი და ეს ნიშ­ნავს, რომ მისი მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გო­ბა­რია. თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ზა­დებ და ამას ყო­ველ­დღი­უ­რად 5-6 სა­ათს ვუთ­მობ. ჩემი მი­ზა­ნია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რანს მიღ­მა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ დავ­ტო­ვო.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ემა არის მე­გო­ბა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი დრო მე­გობ­რე­ბის­თვის მრჩე­ბა.

22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დღეს აღარ ვარ მე­უღ­ლე და ეს იოლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

- გზა­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად გა­მო­ი­ა­რეთ, რა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი?

- მა­მა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებ­სო. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, და­ე­ლო­დო დროს, რო­დე­საც შენი შრო­მა და­ფას­დე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბი იმას, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

რთუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გა­დას­ვლა. ეკო­ნო­მი­კა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, წაყ­ვა­ნა­ში, სტუ­მარ­თან ოპო­ნი­რე­ბა­სა და თე­მის გახ­სნა­ში. თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა იყო სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო. ამას შე­ვა­და­რებ­დი ღრმა წყალს, სა­დაც ჩე­მით უნდა გა­მე­ცუ­რა. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რჩე­ვებს მაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მე ჩე­მით უნდა გა­მეკ­ვა­ლა გზა.

- პო­ლი­ტი­კას­თან ერ­თად თქვენ­თვის სი­ახ­ლე იყო ტე­ლე­ვი­ზია და პირ­და­პი­რი ეთე­რიც. გა­გი­ჭირ­დათ კა­მე­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- კა­მე­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მი­ჭირ­და. ესეც ჩემი ბავ­შვო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მე-11 კლას­ში „მან­სან­კა­ნის“ სცე­ნა­ზე შე­მამ­ჩნი­ეს და რე­გი­ო­ნულ საყ­მაწ­ვი­ლო გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­მიწ­ვი­ეს. ჩემი რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კა­მე­რას­თან მა­შინ და­ი­წყო.

ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დას­ვლის მო­მენ­ტში კა­მე­რის კომ­პლექ­სი არ მქონ­და. ერ­თა­დერ­თი, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და და­ვე­კომ­პლექ­სე­ბი­ნე, არ­ცოდ­ნა იყო. ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ სა­კუ­თარ თავ­ზე. რა თქმა უნდა, თა­ვი­დან­ვე ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ ვი­ყა­ვი. მაგ­რამ არა­ვინ თქვას, რომ დროს­თან ერ­თად კომ­პლექ­სე­ბი ქრე­ბა. კომ­პლექ­სი გეხ­სნე­ბა მას შემ­დეგ, რაც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი კი მა­შინ ხარ, როცა თემა კარ­გად იცი.

- ემა არის ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხა­რე არ უჭი­რავს. ობი­ექ­ტუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია? ეს გეხ­მა­რე­ბა სტუმ­რე­ბის გა­და­ცე­მა­ში მოყ­ვა­ნა­ში?

ობი­ექ­ტუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბა­საც დრო სჭირ­დე­ბა. დღეს ჩემი გა­და­ცე­მე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ხან პირ­წა­ვარ­დნილ ქოცს მი­წო­დე­ბენ, ხან - ნამ­დვილ ნაცს. მათი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია, რომ ვხვდე­ბი, სწო­რედ ესაა ჩემი ობი­ექ­ტუ­რო­ბის ნი­შა­ნი. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თნა­ი­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, ხში­რად თვი­თო­ნაც გა­მოთ­ქვა­მენ ჩემს გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს. ჩემი სი­მარ­თლე არის ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­რან­ტი. მე კი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია ქვე­ყა­ნა­ზე გარ­და ჩემი შვი­ლე­ბი­სა და ჩემი სი­მარ­თლი­სა.

- პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძნე­ლია?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. კადრს მიღ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ვცდი­ლობთ, ეთე­რამ­დე არ­სე­ბუ­ლი წუ­თე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე სა­უ­ბარს, იუ­მორს და­ვუთ­მოთ. ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდ ნა­წილს გახ­სნის კომ­პლექ­სი აქვს და მათ მა­ყუ­რე­ბე­ლი არ იც­ნობს ისე­თე­ბად, რო­გო­რე­ბიც რე­ა­ლუ­რად არი­ან. ალ­ბათ მოვა დრო, რო­დე­საც მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ჩარ­ჩო­ე­ბი­დან უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და რე­ა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ უნდა აჩ­ვე­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ისი­ნიც ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც მათი ამომ­რჩე­ვე­ლი.

- რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ინ­ტერ­ვიუ თქვე­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- რაც უფრო ჭკვი­ა­ნი და ერუ­დი­რე­ბუ­ლია სტუ­მა­რი, მით უფრო მე­ტად ემ­ზა­დე­ბი გა­და­ცე­მის­თვის და მით უფრო რთუ­ლია მას­თან ინ­ტერ­ვიუ. თუმ­ცა ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სირ­თუ­ლით ვერც შე­ედ­რე­ბა ისეთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­დე­საც სტუ­მა­რი ლა­ვი­რე­ბას და თა­ვის დაძ­ვრე­ნას ახერ­ხებს. ჩემ­თვის ასე­თი იყო შა­ქა­რაშ­ვი­ლის, ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლის, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის, სა­რა­ლი­ძის საქ­მე­ებ­ზე ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ამ დროს სა­კუ­თარ თავს გან­კი­ცხავ ადა­მი­ა­ნი, რომ რო­გორ შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო თოქ-შოუ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის­თვის ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­აა.

- რო­მე­ლია ინ­ტერ­ვიუ/გა­და­ცე­მა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ზე მე­ტად კმა­ყო­ფი­ლი და ამა­ყი ხართ?

- ასე­თი ინ­ტერ­ვიუ ჯერ არ მქო­ნია, თუმ­ცა ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. დღემ­დე მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვის ყუ­რე­ბის კომ­პლექ­სი. ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, უნდა ვუ­ყუ­რო, რომ შეც­დო­მე­ბი და­ვი­ნა­ხო და მერე გა­მო­ვას­წო­რო. მე ისე­დაც ვიცი ეს შეც­დო­მე­ბი და ვერ ვუ­ყუ­რებ. ყო­ვე­ლი ეთე­რის მერე რამ­დე­ნა­დაც კმა­ყო­ფი­ლი, იმ­დე­ნად უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, ყუ­რე­ბის შემ­დეგ კი სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ვბრაზ­დე­ბი, რომ უკე­თე­სად არ გა­ვა­კე­თე.

- რო­გო­რია თქვე­ნი ტაქ­ტი­კა, რომ სტუ­მა­რი აა­ლა­პა­რა­კოთ, გახ­სნათ, მის­გან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოთ?

- პრო­დი­უ­სე­რე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, ტი­პუ­რი ქარ­თლე­ლი ქალი ხარო. ხში­რად მირ­ჩე­ვენ, პირ­ვე­ლი­ვე შე­კი­თხვით არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო სტუ­მა­რი, ეცა­დე, თა­ვი­დან გახ­სნა და მერე წა­მო­იყ­ვა­ნო თე­მა­ზე სა­ლა­პა­რა­კო­დო. მე ეს არ შე­მიძ­ლია, პირ­ვე­ლი­ვე მძაფ­რი შე­კი­თხვა უნდა ვა­ჯა­ხო შუბ­ლში. ასე­თია ჩემი ხა­სი­ა­თი და, რო­გორც წესი, ამარ­თლებს, სტუმ­რე­ბიც მომ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე.

- თვლით, რომ ქა­ლის­თვის უფრო ძნე­ლია წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, ვიდ­რე კა­ცის­თვის?

- რა თქმა უნდა და ამა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვრწმუნ­დე­ბი. სამ­სა­ხუ­რის უამ­რა­ვი საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქალი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ აა­რი­დებს თავს იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც სახ­ლში აქვს. კაცს უფრო მეტი დრო რჩე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის. ქალს ამის­თვის მარ­თლა მსხვერ­პლის გა­ღე­ბა უწევს.

ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი შვი­ლე­ბის გაზ­რდას მი­ვუ­ძღვე­ნი. ვთვლი, რომ შვი­ლი სხვამ არ უნდა გა­გი­ზარ­დოს. გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შვი­ლებ­თან ერ­თად უნდა გა­ა­ტა­რო. კაცი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ დროს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, უფრო მეტს ვის­წავ­ლი­დი, ცოდ­ნას უფრო მეტი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღებ­დი, თუმ­ცა არც ახლა არის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.

- 22-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს და­შორ­დით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღეთ?

- და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე, ქი­რით გა­დას­ვლა მოგ­ვი­წია. ეს მოხ­და სრუ­ლი ლო­ქ­და­უ­ნის, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში, რაც ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლი, რო­მელ­შიც, გარ­და იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვა­ტა­რე, ჩემი ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და ენერ­გია ჩავ­დე. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა წინ წა­მო­ი­წევს ხოლ­მე და ბევრ სხვა მო­ლო­დინს თრგუ­ნავს. ამი­ტომ არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ და­მი­ხე­ვია უკან.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მი­ი­ღო და მე და ჩემს შვი­ლებს ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა მოგ­ვი­წია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. ვფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებს არ უნდა ავი­წყდე­ბო­დეთ, რომ მათ სა­ერ­თო შვი­ლე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მე ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, კა­რი­ე­რას მი­უ­ძღვის როლი თქვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში?

- კი და უფრო მეტ­საც გე­ტყვით, ლო­მის წვლი­ლი. ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე. მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ კი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ვექ­ტო­რი ავირ­ჩი­ეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ დროს ვუთ­მობ­დი სამ­სა­ხურს, ყო­ველ­თვის კარ­გი დედა ვი­ყა­ვი. არ ვიცი ტი­პუ­რი ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით, რას ნიშ­ნავს კარ­გი მე­უღ­ლე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კარ­გი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი.

ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა ჯერ არც კი მქონ­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩემს სა­ხელ­სა და გვარ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ისე­თი მძაფ­რი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა, რომ მივ­ხვდი, წლე­ბის შემ­დეგ ჩემი საქ­მე პრობ­ლე­მა გახ­დე­ბო­და. მას ჩემს სფე­როს­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და და ვერც ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნად მიყ­ვარ­და.

- ოჯა­ხის დან­გრე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ცაა. თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი და­ო­ჯახ­და. მზად ხართ ბე­ბი­ო­ბის­თვის?

- უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ ამ ამ­ბით. ბავ­შვე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ბე­ბი­ო­ბის­თვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ. უფრო მე­ტიც, გე­ტყვით, რომ არა მხო­ლოდ ბე­ბი­ო­ბის­თვის, არა­მედ თუ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, კი­დევ ერთხელ დე­დო­ბის­თვი­საც კი მზად ვარ. ისე მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი, რომ შე­მეძ­ლოს, ყვე­ლა ბავ­შვის­თვის გა­ვა­კე­თებ­დი რამე კარ­გს.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხედ ყოფ­ნა, მუდ­მი­ვად ინ­ფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრში ყოფ­ნას­თან ერ­თად, ფორ­მა­ში ყოფ­ნა­საც მო­ი­თხოვს. რო­გორ იქ­მნე­ბა ემას იმი­ჯი, ვინ ზრუ­ნავს თქვენს სტილ­ზე?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე. სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ვი­ზუ­ალ­ზე ვერ ვფიქ­რობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დავ­მდგა­რი­ყა­ვი ფეხ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ვარ­ცხნი­ლო­ბას ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, ვერც წო­ნას და ვერც მა­კი­აჟს. გარ­კვე­უ­ლი ეტა­პის შემ­დეგ, რო­დე­საც ში­ნა­არ­სით ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე ზრუნ­ვაც და­ვი­წყე. იმ დროს და­ემ­თხვა, რომ საკ­მა­ოდ ცუდი დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა მქონ­და, რომ­ლის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტიც სა­ხის დე­ფორ­მა­ცი­ა­სა და შე­შუ­პე­ბას იწ­ვევ­და. გა­დავ­წყვი­ტე ფი­ზი­კუ­რად მე­ვარ­ჯი­შა. ეს ხდე­ბო­და სამ­სა­ხუ­რის მერე, 11 სა­ათ­ზე, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. დღეს ძა­ლი­ან მო­დუ­რია პერ­სო­ნა­ლუ­რი ტრე­ნე­რი, თუმ­ცა ეს დროს­თან ერ­თად საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ რე­სურსსაც მო­ი­თხოვ­და. რო­დე­საც მარ­ტო­ხე­ლა დედა ხარ და ორი შვი­ლი გყავს, თავს ამის უფ­ლე­ბას ვერ მის­ცემ. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტე ჩე­მით მე­ვარ­ჯი­შა. ამა­ში ჩემი შვი­ლი მეხ­მა­რე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლი სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. დღეს სახ­ლში მაქვს ვარ­ჯი­შის­თვის სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე სახ­ლში ვვარ­ჯი­შობ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, დრო დავ­ზო­გო. ასე­ვე ბევ­რს დავ­დი­ვარ ფე­ხით და ესეც მეხ­მა­რე­ბა ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

მაქვს კვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი და ვცდი­ლობ, არ ვჭა­მო შემ­წვა­რი და ცო­მე­უ­ლი. ვჭამ ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს, მათ შო­რის, ტკბი­ლე­ულ­საც. ეს არის ჯან­სა­ღი ტკბი­ლე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, თაფ­ლი, ჩი­რე­უ­ლი. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს ზე­იმს ვუ­წყობ ხოლ­მე საკ­მა­ოდ ხში­რად. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კვი­რა­ში ერთხე­ლაც და ერთჯე­რა­დად ვჭამ იმას, რაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა.

44 წლის ვარ და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ კოს­მე­ტო­ლოგ­თან. 1-2-ჯერ ბო­ტოქ­სი გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ამით სი­ლა­მა­ზეს უბ­რა­ლოდ ვერ შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყიდ­ვის უფ­ლე­ბას კი თავს ვე­რას­დროს ვაძ­ლევ­დი, ამი­ტომ აქაც სა­ინ­ტე­რე­სო ხერ­ხს მი­ვა­გე­ნი. აფ­თი­აქ­ში ვყი­დუ­ლობ კოს­მე­ტი­კურ ეთერ­ზე­თებს და მათი კომ­ბი­ნა­ცი­ით თა­ვად ვამ­ზა­დებ შრა­ტებს.

როცა გაქვს სურ­ვი­ლი და ფი­ნან­სე­ბი ან დრო არ გი­წყობს ხელს, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. მთა­ვა­რია, ნე­ბის­ყო­ფა და მო­ტი­ვა­ცია გქონ­დეს. შე­დე­გის და­ნახ­ვი­სას ისე­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბა, რომ ხვდე­ბი, ეს ამად ღირ­და.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერ
0

ძალიან საყვარელი პიროვნება. ვყოფილვარ მის გადაცემაში და აღფრთოვანებული ვარ მისით.

წარმატებები, ემა.❤️🥀

ნათელა
2

ემა,გული არ გაიტეხო,შენ ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხარ. დარწმუნებული ვარ რომ დიდხანს არ გაგაჩერებენ და გათხოვდები და ბედნიერი იქნები. გვიყვარხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

ემა ტუხიაშვილი ის ჟურნალისტია, რომელსაც ხან ნამდვილ ქოცად მოიხსენიებენ და ხანაც ნაცად. ეს კი მისთვის ობიექტურობის მთავარი ნიშანია. როგორც თავად ემა აღნიშნავს, საზოგადოებაში, რომელშიც ობიექტურობა გასაკვირია, მაყურებელს ვერ გაურკვევია, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია და სწორედ ეს განსაზღვრავს მისთვის ობიექტურობას.

ემა ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და მიზანს მიაღწია კიდეც, თუმცა არ თვლის, რომ უნდა გაჩერდეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, აცხადებს, რომ ის არის ჯერ დედა და მხოლოდ შემდეგ - ჟურნალისტი. კარიერასა და პირადზე, ახლახან დანგრეულ ოჯახსა და მიზნებზე, რომლებსაც მიაღწია და რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, თავად ემა ტუხიაშვილი გვესაუბრება.

- როგორი იყო პატარა ემა? რაზე ოცნებობდა, რა იყო მისი ყველაზე დიდი მიზანი?

- მოგონებები ძალიან ღრმა ბავშვობიდან მაქვს. მშობლების მონათხრობიც მეხმარება ბავშვობის დეტალების აღდგენაში. პატარა ემა ძალიან მატრაკვეცა იყო და ზედმეტსახელად „მიყიდე“ ერქვა. ითხოვდა ყველაფრის ყიდვას. შეიძლება მოსწონებოდა 40 ზომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ყიდვასაც ჯიუტად მოითხოვდა.

პატარა ემა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მამას ჰქონდა ერთი ჟესტური ნიშანი, რომლითაც მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. მითხრა, ყველგან შენიშვნას ვერ მოგცემო და რომ განიშნებ, ესე იგი ბევრს ლაპარაკობ და უნდა გაჩუმდეო.

მეც და ჩემი ძმაც ყაზახეთში დავიბადეთ და იქ რუსულ ბაღში დავდიოდით, თუმცა სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობდით და ამიტომ 7 წლის ასაკში, როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ქართულადაც და რუსულადაც გამართულად ვსაუბრობდით. მანამდე კი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში, ბებიასთან მუხრანში. მთელი ბავშვობა მუხრანბატონის სასახლის ეზოში მაქვს გატარებული. ალბათ, ესეც იყო ჩემი შთაგონების წყარო. წარმოვიდგენდი, რომ პრინცესა ვიყავი და მეზობლებისთვის კონცერტებს ვაწყობდი. ძალიან არტისტული ბავშვი ვიყავი. ამავდროულად, მეოცნებე და იდეალისტი ვიყავი, რაც დღემდე შემომრჩა. სულ მგონია, რომ რაღაც შეუძლებელი უნდა მოხდეს. ყველაფრის იმედი მაქვს, სულ რომ არარეალისტურად მეჩვენებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, დღეს ისეთი ხართ, როგორზეც პატარა ემა ოცნებობდა?

ნაწილობრივ კი. ბავშვობის ოცნება იყო, რომ ტელეწამყვანი გავმხდარიყავი. თუმცა იმ გადასახედიდან ეს ოცნება ძალიან არარეალისტურად ჟღერდა. ყაზახეთიდან დაბრუნებულები დედაქალაქში არ ვცხოვრობდით. ჩემს ბავშვობაში კი ერთადერთი ტელევიზია თბილისში არსებობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, წამყვანობაზე მეოცნება. მაგიდის ფეხით მიკროფონი გავაკეთე და მისი დახმარებით გადაცემებს ვდგამდი ხოლმე. დღეს მართლაც ამიხდა ეს ოცნება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ძალიან მომთხოვნი და ჯიუტი ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. თუმცა არ ვჩერდები და უფრო და უფრო მეტი მინდა. სულ ახალი ოცნებები და მიზნები მაქვს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო.

- ვინ არის დღეს ემა ტუხიაშვილი?

ემა პირველ რიგში არის დედა და ძალიან ბევრ მოვალეობასა და საქმეს ასრულებს ამ კუთხით. დედის შემდეგ არის ადამიანი. ადამიანობის გამო ძალიან ბევრ რამეზე დამიხუჭავს თვალი და გამიტარებია. სამწუხაროდ, ემა აღარ არის შვილი, რადგან არც ერთი მშობელი აღარ ჰყავს ცოცხალი.

ემა არის ჟურნალისტი და ეს ნიშნავს, რომ მისი მაყურებლების დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. თითოეულ გადაცემას დიდი პასუხისმგებლობით ვამზადებ და ამას ყოველდღიურად 5-6 საათს ვუთმობ. ჩემი მიზანია, რომ მაყურებელი ეკრანს მიღმა იმედგაცრუებული არ დავტოვო.

ამ ყველაფრის შემდეგ ემა არის მეგობარი. სამწუხაროდ, დღეს ყველაზე ნაკლები დრო მეგობრებისთვის მრჩება.

22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დღეს აღარ ვარ მეუღლე და ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

- გზაზე, რომელიც აქამდე მოსასვლელად გამოიარეთ, რა იყო ყველაზე რთული?

- მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. ყველაზე რთულია, დაელოდო დროს, როდესაც შენი შრომა დაფასდება. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, თუმცა ჯერ კიდევ ველოდები იმას, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

რთული იყო პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში გადასვლა. ეკონომიკა ძალიან დამეხმარა გადაცემების მომზადებაში, წაყვანაში, სტუმართან ოპონირებასა და თემის გახსნაში. თუმცა პოლიტიკა იყო სრულიად სხვა სამყარო. ამას შევადარებდი ღრმა წყალს, სადაც ჩემით უნდა გამეცურა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც რჩევებს მაძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე ჩემით უნდა გამეკვალა გზა.

- პოლიტიკასთან ერთად თქვენთვის სიახლე იყო ტელევიზია და პირდაპირი ეთერიც. გაგიჭირდათ კამერასთან ურთიერთობა?

- კამერასთან ურთიერთობა არ გამიჭირდა. ესეც ჩემი ბავშვობის დამსახურებაა. მე-11 კლასში „მანსანკანის“ სცენაზე შემამჩნიეს და რეგიონულ საყმაწვილო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. ჩემი რეალური ურთიერთობა კამერასთან მაშინ დაიწყო.

ტელევიზიაში გადასვლის მომენტში კამერის კომპლექსი არ მქონდა. ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო. ამიტომ მუდმივად ვვარჯიშობ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე ასეთი თავისუფალი არ ვიყავი. მაგრამ არავინ თქვას, რომ დროსთან ერთად კომპლექსები ქრება. კომპლექსი გეხსნება მას შემდეგ, რაც თავდაჯერებული ხდები. თავდაჯერებული კი მაშინ ხარ, როცა თემა კარგად იცი.

- ემა არის ჟურნალისტი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარე არ უჭირავს. ობიექტურობის შენარჩუნება რთულია? ეს გეხმარება სტუმრების გადაცემაში მოყვანაში?

ობიექტურობის აღიარებასაც დრო სჭირდება. დღეს ჩემი გადაცემების კომენტარებში ხან პირწავარდნილ ქოცს მიწოდებენ, ხან - ნამდვილ ნაცს. მათი რაოდენობა იმდენად დაბალანსებულია, რომ ვხვდები, სწორედ ესაა ჩემი ობიექტურობის ნიშანი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მხარის წარმომადგენლები ერთნაირად კეთილგანწყობილები არიან, ხშირად თვითონაც გამოთქვამენ ჩემს გადაცემაში მონაწილეობის სურვილს. ჩემი სიმართლე არის ობიექტურობის გარანტი. მე კი არაფერი გამაჩნია ქვეყანაზე გარდა ჩემი შვილებისა და ჩემი სიმართლისა.

- პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ძნელია?

- ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მათთან ურთიერთობა. კადრს მიღმა ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ვცდილობთ, ეთერამდე არსებული წუთები სხვადასხვა თემაზე საუბარს, იუმორს დავუთმოთ. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების დიდ ნაწილს გახსნის კომპლექსი აქვს და მათ მაყურებელი არ იცნობს ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან. ალბათ მოვა დრო, როდესაც მიხვდებიან, რომ ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდნენ და რეალურები იყვნენ. მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც მათი ამომრჩეველი.

- რომელი იყო ყველაზე რთული ინტერვიუ თქვენი კარიერის განმავლობაში?

- რაც უფრო ჭკვიანი და ერუდირებულია სტუმარი, მით უფრო მეტად ემზადები გადაცემისთვის და მით უფრო რთულია მასთან ინტერვიუ. თუმცა ემოციურად რთული ინტერვიუები სირთულით ვერც შეედრება ისეთ ინტერვიუს, როდესაც სტუმარი ლავირებას და თავის დაძვრენას ახერხებს. ჩემთვის ასეთი იყო შაქარაშვილის, ბაჩალეიშვილის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის საქმეებზე ჩაწერილი ინტერვიუები. ამ დროს საკუთარ თავს განკიცხავ ადამიანი, რომ როგორ შეგიძლია გააკეთო თოქ-შოუ თემაზე, რომელიც ადამიანისთვის ენით აღუწერელი ტრაგედიაა.

- რომელია ინტერვიუ/გადაცემა, რომლითაც ყველაზე მეტად კმაყოფილი და ამაყი ხართ?

- ასეთი ინტერვიუ ჯერ არ მქონია, თუმცა ის აუცილებლად იქნება. დღემდე მაქვს საკუთარი თავის ყურების კომპლექსი. ბევრი მეუბნება, უნდა ვუყურო, რომ შეცდომები დავინახო და მერე გამოვასწორო. მე ისედაც ვიცი ეს შეცდომები და ვერ ვუყურებ. ყოველი ეთერის მერე რამდენადაც კმაყოფილი, იმდენად უკმაყოფილო ვარ, ყურების შემდეგ კი საკუთარ თავზე მეტად ვბრაზდები, რომ უკეთესად არ გავაკეთე.

- როგორია თქვენი ტაქტიკა, რომ სტუმარი აალაპარაკოთ, გახსნათ, მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ?

- პროდიუსერები ხშირად მეუბნებიან, ტიპური ქართლელი ქალი ხარო. ხშირად მირჩევენ, პირველივე შეკითხვით არ გააღიზიანო სტუმარი, ეცადე, თავიდან გახსნა და მერე წამოიყვანო თემაზე სალაპარაკოდო. მე ეს არ შემიძლია, პირველივე მძაფრი შეკითხვა უნდა ვაჯახო შუბლში. ასეთია ჩემი ხასიათი და, როგორც წესი, ამართლებს, სტუმრებიც მომყვებიან ხოლმე.

- თვლით, რომ ქალისთვის უფრო ძნელია წარმატების მიღწევა, ვიდრე კაცისთვის?

- რა თქმა უნდა და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები. სამსახურის უამრავი საქმის პარალელურად, ქალი ვერანაირად ვერ აარიდებს თავს იმ საქმეს, რომელიც სახლში აქვს. კაცს უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობისთვის. ქალს ამისთვის მართლა მსხვერპლის გაღება უწევს.

ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები შვილების გაზრდას მივუძღვენი. ვთვლი, რომ შვილი სხვამ არ უნდა გაგიზარდოს. გარკვეული წლები მაქსიმალურად შვილებთან ერთად უნდა გაატარო. კაცი რომ ვყოფილიყავი, იმ დროს საკუთარი თავისთვის გამოვიყენებდი, უფრო მეტს ვისწავლიდი, ცოდნას უფრო მეტი მიმართულებით მივიღებდი, თუმცა არც ახლა არის დაგვიანებული და გაჩერებას არ ვაპირებ.

- 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდით. გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?

- დაშორების შემდეგ მე და ჩემს შვილებს ცალკე, ქირით გადასვლა მოგვიწია. ეს მოხდა სრული ლოქდაუნის, კომენდანტის საათის პერიოდში, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა სახლი, რომელშიც, გარდა იმისა, რომ ამდენი წელი გავატარე, ჩემი ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდე. ასეთ ვითარებაში თავმოყვარეობა წინ წამოიწევს ხოლმე და ბევრ სხვა მოლოდინს თრგუნავს. ამიტომ არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ დამიხევია უკან.

გადაწყვეტილება ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მიიღო და მე და ჩემს შვილებს ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ვფიქრობ, არსებული სირთულეების მიუხედავად, ადამიანებს არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ მათ საერთო შვილები ჰყავთ, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ.

- როგორ ფიქრობთ, კარიერას მიუძღვის როლი თქვენი ოჯახის დანგრევაში?

- კი და უფრო მეტსაც გეტყვით, ლომის წვლილი. ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ კი განვითარების სხვადასხვა ვექტორი ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დროს ვუთმობდი სამსახურს, ყოველთვის კარგი დედა ვიყავი. არ ვიცი ტიპური ქართული გაგებით, რას ნიშნავს კარგი მეუღლე, მაგრამ ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი.

ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც პოლიტიკური გადაცემა ჯერ არც კი მქონდა, ჩემმა მეუღლემ ჩემს სახელსა და გვარზე რამდენჯერმე ისეთი მძაფრი აქცენტი გააკეთა, რომ მივხვდი, წლების შემდეგ ჩემი საქმე პრობლემა გახდებოდა. მას ჩემს სფეროსთან შეხება არ ჰქონდა და ვერც ხვდებოდა, რამდენად ჩართული ვიყავი, რამდენად მიყვარდა.

- ოჯახის დანგრევის პარალელურად, თქვენს პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეცაა. თქვენი ქალიშვილი დაოჯახდა. მზად ხართ ბებიობისთვის?

- უბედნიერესი ვარ ამ ამბით. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ბებიობისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ არა მხოლოდ ბებიობისთვის, არამედ თუ საშუალება მომეცემა, კიდევ ერთხელ დედობისთვისაც კი მზად ვარ. ისე მიყვარს ბავშვები, რომ შემეძლოს, ყველა ბავშვისთვის გავაკეთებდი რამე კარგს.

- სატელევიზიო სახედ ყოფნა, მუდმივად ინფორმაციის ცენტრში ყოფნასთან ერთად, ფორმაში ყოფნასაც მოითხოვს. როგორ იქმნება ემას იმიჯი, ვინ ზრუნავს თქვენს სტილზე?

- ბოლო პერიოდში ბევრი მეუბნება, რომ ძალიან შევიცვალე. სატელევიზიო საქმიანობის საწყის ეტაპზე ვიზუალზე ვერ ვფიქრობდი. იმ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შინაარსობრივად დავმდგარიყავი ფეხზე. შესაბამისად, ვერც ვარცხნილობას ვაქცევდი ყურადღებას, ვერც წონას და ვერც მაკიაჟს. გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც შინაარსით ნაწილობრივ მაინც კმაყოფილი ვიყავი, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვაც დავიწყე. იმ დროს დაემთხვა, რომ საკმაოდ ცუდი დიაგნოზი დამისვეს. აუტოიმუნური დაავადება მქონდა, რომლის სამკურნალო პრეპარატიც სახის დეფორმაციასა და შეშუპებას იწვევდა. გადავწყვიტე ფიზიკურად მევარჯიშა. ეს ხდებოდა სამსახურის მერე, 11 საათზე, რაც საკმაოდ რთული იყო. დღეს ძალიან მოდურია პერსონალური ტრენერი, თუმცა ეს დროსთან ერთად საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვდა. როდესაც მარტოხელა დედა ხარ და ორი შვილი გყავს, თავს ამის უფლებას ვერ მისცემ. ამიტომ გადაწყვიტე ჩემით მევარჯიშა. ამაში ჩემი შვილი მეხმარებოდა, რომელიც სამოდელი სააგენტოში მუშაობდა. დღეს სახლში მაქვს ვარჯიშისთვის საჭირო აქსესუარები და კვირაში რამდენჯერმე სახლში ვვარჯიშობ. ეს საშუალებას მაძლევს, დრო დავზოგო. ასევე ბევრს დავდივარ ფეხით და ესეც მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში.

მაქვს კვების ინდივიდუალური რეჟიმი და ვცდილობ, არ ვჭამო შემწვარი და ცომეული. ვჭამ ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის, ტკბილეულსაც. ეს არის ჯანსაღი ტკბილეული, მაგალითად, თაფლი, ჩირეული. თუმცა საკუთარ თავს ზეიმს ვუწყობ ხოლმე საკმაოდ ხშირად. ეს შეიძლება იყოს კვირაში ერთხელაც და ერთჯერადად ვჭამ იმას, რაც ძალიან მომენატრა.

44 წლის ვარ და არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან. 1-2-ჯერ ბოტოქსი გავიკეთე, მაგრამ მივხვდი, რომ ამით სილამაზეს უბრალოდ ვერ შეუნარჩუნებ. ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებების ყიდვის უფლებას კი თავს ვერასდროს ვაძლევდი, ამიტომ აქაც საინტერესო ხერხს მივაგენი. აფთიაქში ვყიდულობ კოსმეტიკურ ეთერზეთებს და მათი კომბინაციით თავად ვამზადებ შრატებს.

როცა გაქვს სურვილი და ფინანსები ან დრო არ გიწყობს ხელს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია, ნებისყოფა და მოტივაცია გქონდეს. შედეგის დანახვისას ისეთი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, რომ ხვდები, ეს ამად ღირდა.