პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუქი და ჩრდილი: 15 გასაოცარი ფაქტი რემბრანდტის შესახებ, რომელიც არ იცოდი
შუქი და ჩრდილი: 15 გასაოცარი ფაქტი რემბრანდტის შესახებ, რომელიც არ იცოდი

გე­ნი­ა­ლუ­რი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტებს მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ მუ­ზე­უ­მებ­ში თუ ნა­ხავთ. მისი ხატ­ვის უნი­კა­ლურ­მა სტილ­მა უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ შე­ედ­რე­ბა დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვრის ოს­ტა­ტო­ბას. რემ­ბრან­დტ ჰარ­მენს ვან რე­ი­ნის ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით. ცხოვ­რე­ბის ერთ ეტაპ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი, თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ბო­ლოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და გა­კოტ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მან ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­როს არა­ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ნა­მუ­შე­ვა­რი აჩუ­ქა.

გთა­ვა­ზობთ 15 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს რემ­ბრან­დტის ცხოვ­რე­ბი­დან:

1. მხატ­ვარს ცხრა და-ძმა ჰყავ­და. ამას­თან, ის ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი იყო.

2. ასაკ­თან ერ­თად რემ­ბრან­დტის მხედ­ვე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის არ ნებ­დე­ბო­და და ხატ­ვას აგ­რძე­ლებ­და.

3. რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტი „ღა­მის გუ­შა­გი“ ჭვარტლის გამო ჩაბ­ნელ­და. 1947 წელს რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ტი­ლო­ზე ასა­ხუ­ლი იყო დღე და არა ღამე.

4. რემ­ბრან­დტ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 600 ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 300-ზე მეტი გრა­ვი­უ­რა და უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი შექ­მნა.

5. რემ­ბრან­დტის ნა­ხა­ტი „ია­კობ დე ჰეინ III-ის პორ­ტრე­ტი“ ოთხჯერ მო­ი­პა­რეს. ყო­ველ ჯერ­ზე მას პო­უ­ლობ­დნენ და უკან აბ­რუ­ნებ­დნენ. ამის გამო ნა­ხატს „Take-away Rembrandt“ შე­არ­ქვეს.

6. მეტი ფუ­ლის შოვ­ნის მიზ­ნით, მხატ­ვა­რი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ხრიკს მი­მარ­თავ­და. ერთხელ ჩუ­მად წა­ვი­და სხვა ქა­ლაქ­ში ერთი თვით, მის­მა ცოლ­მა კი ის გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ამ სი­ახ­ლემ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­ფა­სებ­ლე­ბი კი ჩქა­რობ­დნენ მისი ნა­ხა­ტე­ბის შე­ძე­ნას.

7. რემ­ბრან­დტს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ სამი მათ­გა­ნი ჩვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ღუ­პა. მე­ო­თხე ვაჟი 27 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მხატ­ვრის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო.

8. რემ­ბრან­დტის „და­ნაე“, რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ერ­მი­ტაჟ­ში ინა­ხე­ბა, ერთხელ და­ნით და­სე­რეს და მჟა­ვა შე­ას­ხეს. ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ ტი­ლოს რეს­ტავ­რა­ცი­ას თით­ქმის 20 წელი დას­ჭირ­და. ის დამ­ცა­ვი ბრო­ნი­რე­ბუ­ლი შუ­შის მიღ­მა მო­ა­თავ­სეს.

8. იმის­თვის, რომ პორ­ტრე­ტებ­ზე თმე­ბი რე­ა­ლის­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, მხატ­ვა­რი ფუნ­ჯის ტა­რით კაწ­რავ­და სა­ღე­ბავს, სა­ნამ ის ბო­ლომ­დე გაშ­რე­ბო­და. ეს ხერ­ხი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას უფრო მო­ცუ­ლო­ბითს აჩენ­და.

9. რო­გორც წესი, მხატ­ვრე­ბი ტი­ლო­ზე ხატ­ვას წინა ნა­წი­ლი­დან იწყე­ბენ, რემ­ბრან­დტი კი პირ­ველ რიგ­ში ყო­ველ­თვის ფონს ხა­ტავ­და.

10. ცო­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მხატ­ვა­რი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა, რად­გან მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცო­ლის­გან და­ტო­ვე­ბულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და­კარ­გავ­და.

11. რემ­ბრან­დტის წი­ნაპ­რე­ბი მდი­ნა­რე „რე­ინ­ზე“ წის­ქვი­ლებს ფლობ­დნენ, სწო­რედ აქე­დან მო­დის მხატ­ვრის გვა­რი - „ვან რე­ი­ნი“.

12. რემ­ბრან­დტი სწავ­ლობ­და ად­გი­ლებს, რომ­ლებ­საც ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ­და და ხა­ტავ­და ქა­ლა­ქებს, სა­დაც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. მან და­ა­კო­პი­რა ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა“, და­ხა­ტა იტა­ლი­ი­სა და ლონ­დო­ნის პე­ი­ზა­ჟე­ბი.

13. რემ­ბრან­დტ­მა 100-ზე მეტი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი შექ­მნა. არ­ცერთ სხვა მხატ­ვარს არ და­უ­ხა­ტავს ამ რა­ო­დე­ნო­ნის სა­კუ­თა­რი თავი. ავ­ტო­პორ­ტრე­ტებ­ზე ის სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და: შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი თუ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი.

14. რემ­ბრან­დტი ვერ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ცო­ლის, სას­კი­ას, პორ­ტრე­ტე­ბით, მისი ქალღმერ­თად გა­დაქ­ცე­ვა სურ­და. სას­კია ხან ფლო­რა, ხან იტა­ლი­უ­რი სოფ­ლის ღვთა­ე­ბა იყო, ხა­ნაც ფრან­გუ­ლი მო­დის შე­სა­ფე­რი­სად გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ზი­რებ­და შლა­პით მხატ­ვრის ტი­ლო­ებ­ზე.

15. შუქ-ჩრდი­ლის თა­მაშს ნა­ხა­ტებ­ზე სხვა მხატ­ვრე­ბიც იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ აკე­თებ­და ამას ისე თან­მიმ­დევ­რუ­ლად და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად, რო­გორც რემ­ბრან­დტი. მისი ნა­ხა­ტე­ბი ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი და ბუნ­დო­ვა­ნია, სავ­სეა თავ­სა­ტე­ხე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით, რაც მხო­ლოდ ხე­ლო­ვან­თა ფერ­წე­რულ ენა­ში არ­სე­ბობს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” აგ­რძე­ლებს „დიდი მხატ­ვრე­ბის სე­რი­ას“. 7 თე­ბერ­ვლი­დან რემ­ბრან­დტის ალ­ბო­მი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 15 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად მას 17 ლა­რად შე­ი­ძენთ. ალ­ბომ­ში იდუ­მა­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს ამო­ი­კი­თხავთ, და მისი დი­დე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით შეძ­ლებთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

შუქი და ჩრდილი: 15 გასაოცარი ფაქტი რემბრანდტის შესახებ, რომელიც არ იცოდი

შუქი და ჩრდილი: 15 გასაოცარი ფაქტი რემბრანდტის შესახებ, რომელიც არ იცოდი

გენიალური ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტის ნახატებს მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მუზეუმებში თუ ნახავთ. მისი ხატვის უნიკალურმა სტილმა უამრავი მიმდევარი და მიმბაძველი გააჩინა, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება დიდებული მხატვრის ოსტატობას. რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებით. ცხოვრების ერთ ეტაპზე წარმატებული და ცნობილი, თავისი სიცოცხლის ბოლოს მივიწყებული და გაკოტრებული აღმოჩნდა. მან ხელოვნების სამყაროს არაერთი უძლიერესი ნამუშევარი აჩუქა.

გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს რემბრანდტის ცხოვრებიდან:

1. მხატვარს ცხრა და-ძმა ჰყავდა. ამასთან, ის ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო.

2. ასაკთან ერთად რემბრანდტის მხედველობა უარესდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ ნებდებოდა და ხატვას აგრძელებდა.

3. რემბრანდტის ნახატი „ღამის გუშაგი“ ჭვარტლის გამო ჩაბნელდა. 1947 წელს რესტავრაციის დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ტილოზე ასახული იყო დღე და არა ღამე.

4. რემბრანდტმა თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 600 ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრავიურა და უამრავი ნახატი შექმნა.

5. რემბრანდტის ნახატი „იაკობ დე ჰეინ III-ის პორტრეტი“ ოთხჯერ მოიპარეს. ყოველ ჯერზე მას პოულობდნენ და უკან აბრუნებდნენ. ამის გამო ნახატს „Take-away Rembrandt“ შეარქვეს.

6. მეტი ფულის შოვნის მიზნით, მხატვარი სხვადასხვანაირ ხრიკს მიმართავდა. ერთხელ ჩუმად წავიდა სხვა ქალაქში ერთი თვით, მისმა ცოლმა კი ის გარდაცვლილად გამოაცხადა. ამ სიახლემ საზოგადოება ძალიან ააღელვა, ხელოვნების შემფასებლები კი ჩქარობდნენ მისი ნახატების შეძენას.

7. რემბრანდტს ოთხი შვილი ჰყავდა, მაგრამ სამი მათგანი ჩვილობის პერიოდში დაიღუპა. მეოთხე ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მხატვრისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო.

8. რემბრანდტის „დანაე“, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში ინახება, ერთხელ დანით დასერეს და მჟავა შეასხეს. ამ მოვლენის შემდეგ ტილოს რესტავრაციას თითქმის 20 წელი დასჭირდა. ის დამცავი ბრონირებული შუშის მიღმა მოათავსეს.

8. იმისთვის, რომ პორტრეტებზე თმები რეალისტური ყოფილიყო, მხატვარი ფუნჯის ტარით კაწრავდა საღებავს, სანამ ის ბოლომდე გაშრებოდა. ეს ხერხი გამოსახულებას უფრო მოცულობითს აჩენდა.

9. როგორც წესი, მხატვრები ტილოზე ხატვას წინა ნაწილიდან იწყებენ, რემბრანდტი კი პირველ რიგში ყოველთვის ფონს ხატავდა.

10. ცოლის სიკვდილის შემდეგ მხატვარი აღარ დაქორწინებულა, რადგან მეორედ დაოჯახების შემთხვევაში ცოლისგან დატოვებულ მემკვიდრეობას დაკარგავდა.

11. რემბრანდტის წინაპრები მდინარე „რეინზე“ წისქვილებს ფლობდნენ, სწორედ აქედან მოდის მხატვრის გვარი - „ვან რეინი“.

12. რემბრანდტი სწავლობდა ადგილებს, რომლებსაც ვერასოდეს ნახავდა და ხატავდა ქალაქებს, სადაც არასოდეს ყოფილა. მან დააკოპირა ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“, დახატა იტალიისა და ლონდონის პეიზაჟები.

13. რემბრანდტმა 100-ზე მეტი ავტოპორტრეტი შექმნა. არცერთ სხვა მხატვარს არ დაუხატავს ამ რაოდენონის საკუთარი თავი. ავტოპორტრეტებზე ის სხვადასხვა ემოციას გამოხატავდა: შეშფოთებული, მხიარული, კეთილი, თავდაჯერებული, იმედგაცრუებული თუ გაბრაზებული.

14. რემბრანდტი ვერ კმაყოფილდებოდა თავისი ცოლის, სასკიას, პორტრეტებით, მისი ქალღმერთად გადაქცევა სურდა. სასკია ხან ფლორა, ხან იტალიური სოფლის ღვთაება იყო, ხანაც ფრანგული მოდის შესაფერისად გამოწყობილი პოზირებდა შლაპით მხატვრის ტილოებზე.

15. შუქ-ჩრდილის თამაშს ნახატებზე სხვა მხატვრებიც იყენებდნენ, მაგრამ ვერავინ აკეთებდა ამას ისე თანმიმდევრულად და მოხერხებულად, როგორც რემბრანდტი. მისი ნახატები ყველაზე იდუმალი და ბუნდოვანია, სავსეა თავსატეხებითა და მოულოდნელობებით, რაც მხოლოდ ხელოვანთა ფერწერულ ენაში არსებობს.

გამომცემლობა „პალიტრა L” აგრძელებს „დიდი მხატვრების სერიას“. 7 თებერვლიდან რემბრანდტის ალბომი სპეციალურ ფასად - 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად მას 17 ლარად შეიძენთ. ალბომში იდუმალი ჰოლანდიელი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს ამოიკითხავთ, და მისი დიდებული ნახატების დათვალიერებას უმაღლესი ხარისხით შეძლებთ.