Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია" - რას წერს თეა გვასალია
"არ ვიცი, ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია" - რას წერს თეა გვასალია

90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მთარ­გმნე­ლი თეა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო პოს­ტებს აქ­ვეყ­ნებს. ამ­ჯე­რად მა­მა­ზე და უფ­როს შვილ­ზე წერს, რო­მელ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნეს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად შვი­ლის ოთახ­ში ეძი­ნა ვირუ­სი არ გა­და­ე­დო.

თეა გვა­სა­ლია:

"იან­ვრის ერთ მზი­ან დი­ლას ფა­ი­ზე­რით სამ­ჯერ აც­რილ­მა მა­მა­ჩემ­მა რომ გა­მო­ა­ცხა­და, რა­ღაც ყელი მფხაჭ­ნი­სო, მა­შინ­ვე კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი და­ვუს­ვი და თა­ვის ოთახ­ში გა­ვამ­წე­სე იზო­ლა­ცი­ა­ში. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ თა­ვი­სი 86 წლის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე ჯან­მრთე­ლი და ენერ­გი­უ­ლია, ყო­ველ ახალ დი­ლას ვარ­ჯი­შით იწყებს, ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, ფე­ხით და­დის, ემე­რი­ტუ­სის სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად აგ­რძე­ლებს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვას, დოქ­ტო­რან­ტე­ბი ჰყავს, კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გა­და­სა­რე­ვად ერ­კვე­ვა და ერთი ინ­გლი­სუ­რი ვერ ის­წავ­ლა, თო­რემ სხვა მხრივ 21-ე სა­უ­კუ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქეა და რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლოდ ათ წე­ლი­წად­ში ერთხელ ემარ­თე­ბა ხოლ­მე სურ­დო.

და რად­გან წინა გა­ცი­ე­ბი­დან ჯერ ხუთი წე­ლიც არ იყო გა­სუ­ლი, გა­რეთ კი ომიკ­რო­ნი მძვინ­ვა­რებ­და, არ იყო ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი რა სჭირ­და. მოკ­ლედ, ეს გა­ვუშ­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში და ავა­მოქ­მე­დე ყვე­ლა პრო­ტო­კო­ლი, რაც კი ჯან­მოს შავგრე­მან კაცს გა­უხ­მო­ვა­ნე­ბია პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე. პი­სი­არ ტეს­ტი მე­სა­მე დღის­თვის გა­მო­ვი­ძა­ხე. სწო­რედ იმ დღეს მის­ცა სან­დროს 39.5 სი­ცხე. უკვე ტეს­ტიც არ იყო სა­ჭი­რო დი­აგ­ნო­ზის­თვის, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კა ხომ უნდა შეგ­ვევ­სო. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ორი­ვე ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, მა­მა­ჩემს მე­ო­რე დღეს გა­უ­ა­რა ყე­ლის ტკი­ვილ­მა და სხვა არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ ჰქო­ნია. სან­დროს შემ­დე­გი ორი დღე ჰქონ­და და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ახლა კარ­გა­დაა, ცოტა ახ­ვე­ლებს. მე, ცხა­დია ბავ­შვი (რო­მე­ლიც ზე­მო­დან დამ­ყუ­რებს) მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვე და ერთი კვი­რა მის ოთახ­ში მე­ძი­ნა.

არ ვიცი, ფა­ი­ზერ­მა და­მიც­ვა თუ რა­ი­მე სხვა ძა­ლამ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­დამ­დე­ბია. ელე­ნე იხ­ვე­წე­ბო­და, არ მო­მე­კა­როთ, ფი­ნა­ლუ­რე­ბი მაქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლიო და ისიც და მე­ლა­ნოც გა­დარ­ჩნენ ამ ჯერ­ზე. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ცოდ­ვას ვერ ვი­ტყვი, ლა­მის ყო­ველ დღე მი­რე­კა­ვენ ჯან­დაც­ვი­დან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად სტა­ტის­ტი­კის­თვის, ანუ მე­კი­თხე­ბი­ან კო­ვი­დი­ა­ნე­ბის პი­რად ნომ­რებს, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღებს, ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბას, ვი­საც არ გა­დაგ­ვე­დო მათ მო­ნა­ცე­მებს და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს იწე­რენ და მე­უბ­ნე­ბი­ან ექი­მი და­გი­კავ­შირ­დე­ბა­თო, მაგ­რამ მო­რი­გი ზა­რით ისევ მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის თა­რიღს ამოწ­მე­ბენ.

სან­დროს მო­სა­კი­თხად კი დაგ­ვი­რე­კა ექიმ­მა, რო­მელ­საც 112-მა გა­დას­ცა სი­ცხი­ა­ნი სან­დროს მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­ე­ხარ­და მსუ­ბუ­ქად რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეს ამ­ბა­ვი და თუ რამე დაგ­ჭირ­დეთ, არ მო­გე­რი­დოთ, შე­მეხ­მი­ა­ნე­თო, და­მი­ბა­რა. ამ ორი­ვეს კა­რან­ტი­ნი დამ­თავ­რდა, უკვე შეგ­ვიძ­ლია გა­რეთ გას­ვლა, მაგ­რამ სა­დაც გა­ვი­ხე­დე, ყვე­ლას კო­ვი­დი ჭირს და არაა სა­ჭი­რო ზედ­მე­ტად სი­ა­რუ­ლი. იმე­დია, ეს კო­ვი­დის ბოლო შტა­მი იქ­ნე­ბა, იო­ლად მო­ვიხ­დით და ზა­ფხულ­ში თუ არა, შე­მოდ­გო­მის­თვის მა­ინც და­ვას­რუ­ლებთ კა­ცობ­რი­ო­ბის შეგ­ნე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი გამ­ძლე­ო­ბის გა­მო­საც­დე­ლად მოვ­ლე­ნილ 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ პან­დე­მი­ას".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

მეც ფაიზერიტ ვარ აცრილი.მაგრამ მაინც ომიკრონი მაქვს

მაიკო
0

შემოგევლე, თეო! სწორედ ფაიზერით ავიცერი და მაინც გადამედო. იმედია, ესეც გაივლის! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, დიდსა და პატარას. დანარჩენის იწილ-ბიწილოს აზრი არ ჰქონია. რა პოლიტიკა, რა ჯანდაბა. იცოცხლე და იხარე რა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"არ ვიცი, ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია" - რას წერს თეა გვასალია

"არ ვიცი, ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია" - რას წერს თეა გვასალია

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი, მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტებს აქვეყნებს. ამჯერად მამაზე და უფროს შვილზე წერს, რომელთან კორონავირუსი გადაიტანეს და მიუხედავად იმისა, რომ თავად შვილის ოთახში ეძინა ვირუსი არ გადაედო.

თეა გვასალია:

"იანვრის ერთ მზიან დილას ფაიზერით სამჯერ აცრილმა მამაჩემმა რომ გამოაცხადა, რაღაც ყელი მფხაჭნისო, მაშინვე კოვიდის დიაგნოზი დავუსვი და თავის ოთახში გავამწესე იზოლაციაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი 86 წლის მიუხედავად, ყველა ჩვენგანზე ჯანმრთელი და ენერგიულია, ყოველ ახალ დილას ვარჯიშით იწყებს, ჯანსაღად იკვებება, ფეხით დადის, ემერიტუსის სტატუსის მიუხედავად აგრძელებს ლექციების კითხვას, დოქტორანტები ჰყავს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გადასარევად ერკვევა და ერთი ინგლისური ვერ ისწავლა, თორემ სხვა მხრივ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეა და რაც მთავარია, საშუალოდ ათ წელიწადში ერთხელ ემართება ხოლმე სურდო.

და რადგან წინა გაციებიდან ჯერ ხუთი წელიც არ იყო გასული, გარეთ კი ომიკრონი მძვინვარებდა, არ იყო ძნელი მისახვედრი რა სჭირდა. მოკლედ, ეს გავუშვი იზოლაციაში და ავამოქმედე ყველა პროტოკოლი, რაც კი ჯანმოს შავგრემან კაცს გაუხმოვანებია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. პისიარ ტესტი მესამე დღისთვის გამოვიძახე. სწორედ იმ დღეს მისცა სანდროს 39.5 სიცხე. უკვე ტესტიც არ იყო საჭირო დიაგნოზისთვის, მაგრამ სტატისტიკა ხომ უნდა შეგვევსო. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამაჩემს მეორე დღეს გაუარა ყელის ტკივილმა და სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. სანდროს შემდეგი ორი დღე ჰქონდა დაბალი სიცხეები, ახლა კარგადაა, ცოტა ახველებს. მე, ცხადია ბავშვი (რომელიც ზემოდან დამყურებს) მარტო ვერ დავტოვე და ერთი კვირა მის ოთახში მეძინა.

არ ვიცი, ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია. ელენე იხვეწებოდა, არ მომეკაროთ, ფინალურები მაქვს ჩასაბარებელიო და ისიც და მელანოც გადარჩნენ ამ ჯერზე. სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას რაც შეეხება, ცოდვას ვერ ვიტყვი, ლამის ყოველ დღე მირეკავენ ჯანდაცვიდან, მაგრამ ძირითადად სტატისტიკისთვის, ანუ მეკითხებიან კოვიდიანების პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, ოჯახის წევრთა რაოდენობას, ვისაც არ გადაგვედო მათ მონაცემებს და ტელეფონის ნომრებს იწერენ და მეუბნებიან ექიმი დაგიკავშირდებათო, მაგრამ მორიგი ზარით ისევ მამაჩემის დაბადების თარიღს ამოწმებენ.

სანდროს მოსაკითხად კი დაგვირეკა ექიმმა, რომელსაც 112-მა გადასცა სიცხიანი სანდროს მონაცემები, გაეხარდა მსუბუქად რომ მიმდინარეობდა ეს ამბავი და თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, შემეხმიანეთო, დამიბარა. ამ ორივეს კარანტინი დამთავრდა, უკვე შეგვიძლია გარეთ გასვლა, მაგრამ სადაც გავიხედე, ყველას კოვიდი ჭირს და არაა საჭირო ზედმეტად სიარული. იმედია, ეს კოვიდის ბოლო შტამი იქნება, იოლად მოვიხდით და ზაფხულში თუ არა, შემოდგომისთვის მაინც დავასრულებთ კაცობრიობის შეგნებისა და ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გამოსაცდელად მოვლენილ 21-ე საუკუნის პირველ პანდემიას".

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"