ნორვეგიის სასამართლომ უარყო ტერორისტ ანდრეს ბრეივიკის წინადადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ "ის არ შეცვლილა და საზოგადოებისთვის საშიშად რჩება."
მას 21 წელი მიესაჯა, თუმცა გასულ თვეში ვადაზე ადრე გათავისუფლების წინადადებით მიმართა სასამართლოს. სასამართლო მოსმენაზე მან განაცხადა, რომ უარი თქვა ძალადობაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსმენისას ბრეივიკი შეკრებილ საზოგადოებას ნაცისტური ჟესტით მიესალმა.
სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარმა ძალადობაზე უარის თქმის შესახებ განაცხადა, "არ ენდობა მას, რადგანაც სახეზეა, რომ მისი იდეოლოგია არ შეცვლილა."
პროკურორ კარლსდოთირის თქმით, ბრეივიკი "კვლავ საშიში კაცია.“ მსგავსი შეფასება მისცა ბრეივიკს ფსიქიატრმა რანდი როსენტკვისტმაც.
სასამართლოს განცხადების თანახმად, ეჭვი არ ეპარებათ ბრეივიკს დღესაც აქვს შესაძლებლობა ჩაიდინოს ახალი სერიოზული დანაშაულები და საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას.
ცნობისთვის, ანდრეს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში რვა ადამიანი მოკლა, მანამდე კი, ზაფხულის ახალგაზრდულ ბანაკში - 69 ადამიანი, რომელთა შორისაც ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანიც იყო.