მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი საბჭოთა საქართველოში: 20 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალება - "ყველაფერში ნომენკლატურის ხელი ერია"
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი საბჭოთა საქართველოში: 20 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალება - "ყველაფერში ნომენკლატურის ხელი ერია"

თბი­ლის­ში მას­ზე ლე­გენ­დებს დღემ­დე ყვე­ბი­ან. ულა­მა­ზე­სი მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბაც და ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, იდუ­მა­ლე­ბით სავ­სე მოვ­ლე­ნა იყო თბი­ლი­სი­სათ­ვის. მას­ზე უამ­რა­ვი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი შე­იქ­მნა!

1968 წლის 14 აპ­რილს 21 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო. 10 აპ­რილს დაკ­რძა­ლეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე. მისი დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სი­ას ზღვა ხალ­ხი მიჰ­ყვე­ბო­და, ეს იმ­დე­ნად უჩ­ვე­უ­ლო იყო, ამ­ბო­ბენ, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვა­რი­ა­ნად შე­შინ­და. თურ­მე "ამე­რი­კის ხმა­მაც" კი გა­დას­ცა - თბი­ლის­ში, ულა­მა­ზე­სი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის დარ­ძალ­ვა­ზე არ­ნა­ხუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყოო! გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის"არ­ქი­ვი­დან:

"ისი­ნი ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ერთი უბ­ნის ცნო­ბილ სკო­ლა­ში კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, მერე - უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი და ერ­თად გა­ა­ტა­რეს ახალ­გაზ­რდო­ბა, - 21 წლამ­დე. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. მა­შინ ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა მის გარ­შე­მო, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით, მაგ­რამ იმ ერ­თის სი­ცო­ცხლე ბო­ლომ­დე გა­მო­უც­ნობ მი­თად დარ­ჩა. ამ მითს დღემ­დე ინა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ეს გო­გო­ნა, შემ­დეგ კი უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლა.

ის მე­ო­რე ჩემი რეს­პონ­დენ­ტია, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ კო­ბა­ი­ძე, - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ მო­გო­ნე­ბებ­ში შე­მო­ი­ნა­ხა მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვი­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სის ხსოვ­ნა. რო­მელ­საც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა თბი­ლი­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და, მას­თან ერ­თად, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ ქა­ლა­ქის ნა­წი­ლიც იყო და ბი­ოგ­რა­ფი­აც. ამი­ტომ ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი მოგ­ვი­თხრობს, ამ ქა­ლა­ქის და მას­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ცაა.

  • უბა­ნი

მე­დი­კო ზე­მელ­ზე, პა­პა­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე და­ი­ბა­და. გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩის ასახ­ვევ­თან მდე­ბა­რე­ობ­და მისი სახ­ლი. დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­ნე­რა, ექი­მი იყო, მამა, ბა­ტო­ნი შალ­ვა, - სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი. პა­ტა­რა გო­გო­ნა ძვე­ლი, თბი­ლი­სე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბის ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. ამ ოჯა­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა კარ­გად იგ­რძნო­ბო­და მი­სა­ღებ ოთახ­ში, სა­დაც ბრწყინ­ვა­ლე ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ე­წყოთ. თა­ვის ოთახ­ში ცალ­კე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი სა­თავ­გა­და­სავ­ლო წიგ­ნებს ეკა­ვა. თა­ვის ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი იცო­და. კარ­გად იცო­და რამ­დე­ნი­მე უცხო ენა. 53-ე სკო­ლა­ში მე­სა­მე კლას­ში გა­და­ვი­და. მე­დი­კოს სკო­ლა­ში ტა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა, 53-ე სკო­ლის პე­და­გოგ­მა, ნინა უჩა­ნე­იშ­ვილ­მა ითა­ვა.

მა­შინ არა­ვის უკ­ვირ­და მე­ზობ­ლის ამ­გვა­რი თავ­და­დე­ბა. ძვე­ლი თბი­ლი­სი იყო, გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ყვე­ლა ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რობ­და. მე­დი­კოს მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და მე­ზო­ბე­ლი ოჯახს ამ ფორ­მით ეხ­მა­რე­ბო­და. პირ­ვე­ლი­ვე დღეს ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ლა­მაზ­მა გო­გო­ნამ ქერა თმი­თა და მო­ნაც­რის­ფრო თვა­ლე­ბით. მის გა­რეგ­ნო­ბას სუ­ლი­ე­რე­ბა კი­დევ მეტ ხიბლს მა­ტებ­და. კონ­ტაქ­ტუ­რი, კე­თი­ლი და გახ­სნი­ლი ბუ­ნე­ბის გო­გო­ნა კლა­სე­ლებს უმალ და­უ­მე­გობ­რდა. გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ჟებ­თან მე­გობ­რობ­და და ამ მე­გობ­რო­ბა­ში ტოლს არა­ვის უდებ­და. რა­ღაც­ნა­ი­რი, "ვაჟ­კა­ცუ­რი" გო­გო­ნა ყო­ფი­ლა.

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უმალ ხვდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­უნ­დო­ბე­ლი­ცაა მათ მი­მართ. სკო­ლი­დან­ვე ყვე­ლა იც­ნობ­და, არა მხო­ლოდ სა­ო­ცა­რი, ვე­ლუ­რი სი­ლა­მა­ზის, უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო. იმ წლე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სი­თა­მა­მი­თა და სი­ლა­ღით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, 60-იანი წლე­ბის თბი­ლი­სი, - მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კონ­ტრას­ტე­ბით, ერთი მხრივ, იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ხოლო მე­ო­რე მხრივ, იდე­ო­ლო­გი­უ­რი ჩა­კე­ტი­ლო­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­დნენ და ჩარ­ჩო­ე­ბი, რო­მელ­საც თა­ვად­ვე ქმნიდ­ნენ. მე­დი­კო ამო­ვარ­დნი­ლი იყო სა­ერ­თო კონ­ტექ­სტი­დან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ჯი­რი­თი შე­ეძ­ლო, ან პირ­ველს მოკ­ლედ შე­ეჭ­რა თმა და სპი­ლენ­ძის­ფრად შე­ე­ღე­ბა. და­დი­ო­და შარ­ვლით, მე­გობ­რობ­და ვა­ჟებ­თან. ყო­ველ­თვის იქ­ცე­ო­და ისე, რო­გორც სურ­და და ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მას ვე­რა­ვინ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ასე­თი გავ­ლე­ნა ჰქონ­და მე­გობ­რებ­ზეც: "მის გვერ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გვა­ვი­წყდე­ბო­და და ყვე­ლა მისი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ ვექ­ცე­ო­დით", - მე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი.

ასე რა­ტომ იც­ვამს? რა უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა? - გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი. წლებ­თან ერ­თად ვრცელ­დე­ბო­და უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა ჭო­რე­ბი "განგსტერ" გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც "ია­რაღს ატ­რი­ა­ლებ­და" და მას­თან გა­კა­რე­ბა სა­ში­ში იყო. გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და და ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­და. "რაში სჭირ­დე­ბო­და ია­რა­ღი, მთე­ლი უბ­ნის ვა­ჟე­ბი მას ვი­ცავ­დით. რო­გორ გა­ვა­ქარ­წყლო ეს ჭო­რე­ბი? მე­დი­კოს არც ია­რა­ღი ჰქო­ნია და არც ნარ­კო­ტი­კებ­თან "მე­გობ­რობ­და", - გულ­და­წყვე­ტით მე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი.

იზ­რდე­ბო­და იმ ჩარ­ჩო­ე­ბის გარ­ღვე­ვის ვნე­ბაც, - რა­ღაც მე­ტის სურ­ვი­ლით.

  • ტვის­ტი, ტიკო

ძი­რი­თა­დი გა­სარ­თო­ბი თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი იყო. ახალ­გაზ­რდე­ბი კა­ფე­ებ­ში - "მეტ­რო­სა" და "ჩორ­ნი კო­ფე­ში" იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და სხვა­ნა­ი­რი გარ­თო­ბა უნ­დო­დათ. კაფე "მეტ­რო­ში" საქ­სო­ფონ­ზე ჯაზს საშ­კა კე­ნე­დი უკ­რავ­და. პრე­ზი­დენტ კე­ნე­დის­თან გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბის გამო შე­არ­ქვეს ეს მეტ­სა­ხე­ლი. საშ­კას შეს­რუ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლად ლუი არმსტრონ­გის კომ­პო­ზი­ცი­ას - "ქა­რა­ვა­ნი" უკ­რავ­და. რო­გორ? მა­შინ? ეს ხომ იკ­რძა­ლე­ბო­და. მი­ნი­მა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბის გამო, ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნიჭი სა­ოც­რად გან­ვი­თარ­და. იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ცეკ­ვავ­დნენ, სპექ­ტაკ­ლებს თა­ვად დგამ­დნენ. სხვა გა­სარ­თო­ბი რომ არ იყო, ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი ზე­პი­რად იცოდ­ნენ. ერთხელ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი, დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა, ჩა­ი­ტა­ნეს რუს­თა­ველ­ზე და მე­გობ­რებ­მა "ტვის­ტი" იცეკ­ვეს. მათ­თან ერ­თად იყო მე­დი­კოც. ყვე­ლა­ფე­რი რუს­თა­ველ­ზე, გამ­ვლე­ლე­ბის თვალ­წინ ხდე­ბო­და. მა­შინ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ეცვა. ის, რაც მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბო­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სი სუ­ხიშ­ვი­ლებს გას­ტრო­ლე­ბი­დან ჩა­მოჰ­ქონ­დათ და ყიდ­დნენ. ალ­ბათ და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს­თან და­სა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი გზა ეს იყო. და მუ­სი­კა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ის­მენ­დნენ.

მე­დი­კო, ძი­რი­თა­დად, შარ­ვალს იც­ვამ­და, რაც დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეწე­ო­და სი­გა­რეტს. თბი­ლის­ში, პე­როვ­სკა­ი­ა­ზე, ქურ­თის ქალი, ტიკო ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ტან­საც­მელს ყიდ­და. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ქო­ნე­ლი, ამი­ტომ მე­დი­კო და მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ტან­საც­მელს ერთი კვი­რით თხო­უ­ლობ­დნენ და ისევ აბ­რუ­ნებ­დნენ. "წა­ვი­დეთ, ტი­კოს მი­ვად­გეთ", - იტყო­და ხოლ­მე მე­დი­კო და მე­გობ­რებს აი­ყო­ლი­ებ­და. წვე­უ­ლე­ბის­თვის ერთხელ ულა­მა­ზე­სი კაბა ითხო­ვა. ერთ კვი­რა­ში კაბა ტი­კოს და­უბ­რუ­ნა და სხვა წა­ი­ღო. ამი­ტომ, მე­დი­კოს, იმ თბი­ლი­სი­სათ­ვის უცხოდ და ამავდრო­უ­ლად, ულტრა­მო­დუ­რად ეცვა. ქა­ლაქ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ნარ­კო­მა­ნი იყო. რო­გორც ავად­მყო­ფებს, მათ ნარ­კო­ტიკს მედ­პუნ­ქტში უფა­სოდ უკე­თებ­დნენ. ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­და. ჩუ­მად, არა­ვის რომ გა­ე­გო, ისიც მა­შინ, თუ სასმლის ფული არ ჰქონ­დათ.

მა­რი­ხუ­ა­ნა შუა აზი­ი­დან შე­მო­სუ­ლი გა­სარ­თო­ბი იყო, რომ­ლის გა­სინ­ჯვის სურ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდებს ნა­წილს ჰქონ­და.

გამ­ხდა­რი, თა­თა­რი კაცი იყო ქო­რ­ოღ­ლი. აბა­ნო­ებ­თან ცხოვ­რობ­და. მა­რი­ხუ­ა­ნას მა­ნე­თად ყიდ­და. თა­ვად უფრო მეტს უხ­დი­და მი­ლი­ცი­ას, რომ თვა­ლე­ბი და­ე­ხუ­ჭა. თვი­თონ სულ "კა­იფ­ში" იყო, მაგ­რამ არა­ვინ იჭერ­და.

კი­დევ, იყო წამ­ლე­ბი, რომ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა თრო­ბას იწ­ვევ­და. ამა­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კი მათ წრე­ში არა­ვის გა­უ­სინ­ჯავს. მათ შო­რის, არც მე­დი­კოს. 70-იან წლებ­ში მე­გობ­რე­ბის ჯგუ­ფი და­ნა­წევ­რდა. ნა­წი­ლი ნემსზე "შეჯ­და", ნა­წილ­მა სმა და­ი­წყო. მაგ­რამ მე­დი­კო აღარ იყო მათ შო­რის.

  • უკა­ნას­კნე­ლი დღე

წინა დღე­ებ­ში მე­გობ­რებს ცოტა დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ეჩ­ვე­ნათ. გა­რეთ გას­ვლა არ უნ­დო­და. თუ გა­ვი­დო­და, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის თან­ხლე­ბით. იმ დღეს მე­დი­კო სახ­ლი­დან ერ­თმა ქალ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა. ორი ვაჟი ქუ­ჩა­ში ელო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და, დღემ­დე არა­ვინ იცის. ქა­ლაქ­ში ხმა და­ირ­ხა, მე­დი­კო მე­ბუ­რიშ­ვი­ლი თერ­თმეტ­სარ­თუ­ლი­ა­ნის ლიფ­ტში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვე­სო. ექ­სპერ­ტი­ზა­ზე კი მის ახ­ლობ­ლებს ჩუ­მად უთხრეს: "ამ საქ­მეს მი­ხე­დეთ, თავ­ში აქვს ჩარ­ტყმუ­ლი". სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მხო­ლოდ ის ქალ­ბა­ტო­ნი - მა­ნა­ნა მგე­ლა­ძე გა­ა­სა­მარ­თლეს, რო­მელ­მაც მე­დი­კო ში­ნი­დან გა­იყ­ვა­ნა. ის ორი ვაჟი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. მა­ნა­ნას ოთხწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, ორ წე­ლი­წად­ში გა­მო­უშ­ვეს და იმა­ვე წელს მა­ღა­ზია "ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ახ­ლობ­ლე­ბი კი­დევ მე­ტად და­ა­ეჭ­ვა ამ ამ­ბავ­მა. "ცი­ცი­ნა­თე­ლა" ვა­ლუ­ტის მა­ღა­ზია იყო, სა­დაც უცხო­ე­ლე­ბის­თვის და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი სა­ქო­ნე­ლი იყი­დე­ბო­და. ასე­თი მა­ღა­ზია საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებ­და. "ყვე­ლა­ფერ­ში რომ ნო­მენკლა­ტუ­რის ხელი ერია, ცხად­ზე უცხა­დე­სი იყო. მე­დი­კო მოკ­ლეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს მის ქა­რიზ­მას, რად­გან მისი თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზი­სა და სი­კე­თის მა­ტა­რე­ბელ გო­გოდ დარ­ჩა წლე­ბის შემ­დე­გაც", - იხ­სე­ნებს ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი.

გა­მო­ძი­ე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბო­და. მე­დი­კოს, რო­გორც ქა­ლაქ­ში ულა­მა­ზეს გო­გო­ნას, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ებს ხში­რად აე­რო­პორ­ტში ახ­ვედ­რებ­დნენ. იქ­ნებ რა­მეს შე­ეს­წრო და არა­სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და? ეს არა­ვინ იცის. დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა.

თეთრ კუ­ბო­ში ჩას­ვე­ნე­ბულ, თეთ­რი კა­ბით შე­მო­სილ, მარ­მა­რი­ლო­სა­ვით პირ­თეთრ გო­გო­ნას, უკა­ნას­კნელ გზა­ზე მთე­ლი თბი­ლი­სი მი­ა­ცი­ლებ­და. 1968 წლის 14 აპ­რილს 21 წელი უნდა შეს­რუ­ლე­ბო­და. 10 აპ­რილს დაკ­რძა­ლეს.

  • ფო­ტო­ე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფო­ტო­არ­ქი­ვი­დან. მფლო­ბე­ლი: ლონ­და მე­ბუ­რიშ­ვი­ლი

ავ­ტო­რი: ქეთი დარ­ჩია

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

მოკლულია და ძალით მერე შეშვებულია წამალი მისი შურდათ ის ამხანაგი უნდა გამოიტეხოს თუა ცოცხალი სიმართლე

თბილისელი
23

სამთავრებო დელეგაციებს ახვედრებდნენო, ვერ გავიგე ესკორტნიცა იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი საბჭოთა საქართველოში: 20 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალება - "ყველაფერში ნომენკლატურის ხელი ერია"

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი საბჭოთა საქართველოში: 20 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალება - "ყველაფერში ნომენკლატურის ხელი ერია"

თბილისში მასზე ლეგენდებს დღემდე ყვებიან. ულამაზესი მედიკო მებურიშვილის ცხოვრებაც და ამ ქვეყნიდან წასვლაც განსხვავებული, იდუმალებით სავსე მოვლენა იყო თბილისისათვის. მასზე უამრავი ტყუილ-მართალი შეიქმნა!

1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. მისი დაკრძალვის პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა, ეს იმდენად უჩვეულო იყო, ამბობენ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება გვარიანად შეშინდა. თურმე "ამერიკის ხმამაც" კი გადასცა - თბილისში, ულამაზესი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო! გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "ბომონდის" არქივიდან:

"ისინი ერთად გაიზარდნენ. პატარა ქალაქის ერთი უბნის ცნობილ სკოლაში კლასელები იყვნენ, მერე - უახლოესი მეგობრები და ერთად გაატარეს ახალგაზრდობა, - 21 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ამ ასაკში დაიღუპა. მაშინ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა მის გარშემო, მოულოდნელი სიკვდილით, მაგრამ იმ ერთის სიცოცხლე ბოლომდე გამოუცნობ მითად დარჩა. ამ მითს დღემდე ინახავს საზოგადოება, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს გოგონა, შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

ის მეორე ჩემი რესპონდენტია, ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, - ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოგონებებში შემოინახა მედიკო მებურიშვილისა და მაშინდელი თბილისის ხსოვნა. რომელსაც ძალიან ენატრება თბილისური ურთიერთობები და, მასთან ერთად, ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ ქალაქის ნაწილიც იყო და ბიოგრაფიაც. ამიტომ ამბავი, რომელსაც ბატონი ვახტანგი მოგვითხრობს, ამ ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიაცაა.

  • უბანი

მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე დაიბადა. გრიბოედოვის ქუჩის ასახვევთან მდებარეობდა მისი სახლი. დედა, ქალბატონი ვენერა, ექიმი იყო, მამა, ბატონი შალვა, - სტამბის დირექტორი. პატარა გოგონა ძველი, თბილისელი ინტელიგენტების ოჯახში იზრდებოდა. ამ ოჯახის სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა მისაღებ ოთახში, სადაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა მოეწყოთ. თავის ოთახში ცალკე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი სათავგადასავლო წიგნებს ეკავა. თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა. 53-ე სკოლაში მესამე კლასში გადავიდა. მედიკოს სკოლაში ტარება მეზობელმა, 53-ე სკოლის პედაგოგმა, ნინა უჩანეიშვილმა ითავა.

მაშინ არავის უკვირდა მეზობლის ამგვარი თავდადება. ძველი თბილისი იყო, გახსნილი ურთიერთობებით, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობდა. მედიკოს მშობლები მუშაობდნენ და მეზობელი ოჯახს ამ ფორმით ეხმარებოდა. პირველივე დღეს ყურადღება მიიქცია ლამაზმა გოგონამ ქერა თმითა და მონაცრისფრო თვალებით. მის გარეგნობას სულიერება კიდევ მეტ ხიბლს მატებდა. კონტაქტური, კეთილი და გახსნილი ბუნების გოგონა კლასელებს უმალ დაუმეგობრდა. განსაკუთრებით ვაჟებთან მეგობრობდა და ამ მეგობრობაში ტოლს არავის უდებდა. რაღაცნაირი, "ვაჟკაცური" გოგონა ყოფილა.

  • თავისუფლების ფასი

ასეთი ადამიანები უმალ ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და იგივე საზოგადოება დაუნდობელიცაა მათ მიმართ. სკოლიდანვე ყველა იცნობდა, არა მხოლოდ საოცარი, ველური სილამაზის, უფრო თავისუფლების სიყვარულის გამო. იმ წლებისთვის შეუფერებელი სითამამითა და სილაღით გამოირჩეოდა, 60-იანი წლების თბილისი, - მისთვის დამახასიათებელი კონტრასტებით, ერთი მხრივ, იდეალური ურთიერთობებით, ხოლო მეორე მხრივ, იდეოლოგიური ჩაკეტილობით. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს გამოხატავდნენ და ჩარჩოები, რომელსაც თავადვე ქმნიდნენ. მედიკო ამოვარდნილი იყო საერთო კონტექსტიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ცხენზე ამხედრებულს რუსთაველის გამზირზე ჯირითი შეეძლო, ან პირველს მოკლედ შეეჭრა თმა და სპილენძისფრად შეეღება. დადიოდა შარვლით, მეგობრობდა ვაჟებთან. ყოველთვის იქცეოდა ისე, როგორც სურდა და ამ თავისუფლებაში მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ასეთი გავლენა ჰქონდა მეგობრებზეც: "მის გვერდით საზოგადოების აზრის გათვალისწინება გვავიწყდებოდა და ყველა მისი ქარიზმატული თავისუფლების გავლენის ქვეშ ვექცეოდით", - მეუბნება ბატონი ვახტანგი.

ასე რატომ იცვამს? რა უცნაურად იქცევა? - გაჩნდა პირველი კომენტარები. წლებთან ერთად ვრცელდებოდა უკმაყოფილოთა ჭორები "განგსტერ" გოგონაზე, რომელიც "იარაღს ატრიალებდა" და მასთან გაკარება საშიში იყო. გოგონაზე, რომელიც შილიფად ჩაცმული დადიოდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა. "რაში სჭირდებოდა იარაღი, მთელი უბნის ვაჟები მას ვიცავდით. როგორ გავაქარწყლო ეს ჭორები? მედიკოს არც იარაღი ჰქონია და არც ნარკოტიკებთან "მეგობრობდა", - გულდაწყვეტით მეუბნება ბატონი ვახტანგი.

იზრდებოდა იმ ჩარჩოების გარღვევის ვნებაც, - რაღაც მეტის სურვილით.

  • ტვისტი, ტიკო

ძირითადი გასართობი თეატრში სიარული იყო. ახალგაზრდები კაფეებში - "მეტროსა" და "ჩორნი კოფეში" იკრიბებოდნენ. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და სხვანაირი გართობა უნდოდათ. კაფე "მეტროში" საქსოფონზე ჯაზს საშკა კენედი უკრავდა. პრეზიდენტ კენედისთან გარეგნული მსგავსების გამო შეარქვეს ეს მეტსახელი. საშკას შესრულება იშვიათი გამონაკლისი იყო. გამორჩეულად ლუი არმსტრონგის კომპოზიციას - "ქარავანი" უკრავდა. როგორ? მაშინ? ეს ხომ იკრძალებოდა. მინიმალური გასართობის გამო, ახალგაზრდების ინდივიდუალური ნიჭი საოცრად განვითარდა. იკრიბებოდნენ, ცეკვავდნენ, სპექტაკლებს თავად დგამდნენ. სხვა გასართობი რომ არ იყო, ყველა სპექტაკლი ზეპირად იცოდნენ. ერთხელ მაგნიტოფონი, დიდი იშვიათობა, ჩაიტანეს რუსთაველზე და მეგობრებმა "ტვისტი" იცეკვეს. მათთან ერთად იყო მედიკოც. ყველაფერი რუსთაველზე, გამვლელების თვალწინ ხდებოდა. მაშინ ყველას ერთნაირად ეცვა. ის, რაც მაღაზიაში იყიდებოდა. განსხვავებული სამოსი სუხიშვილებს გასტროლებიდან ჩამოჰქონდათ და ყიდდნენ. ალბათ დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა ეს იყო. და მუსიკა, რომელსაც ახალგაზრდები ისმენდნენ.

მედიკო, ძირითადად, შარვალს იცვამდა, რაც დიდი იშვიათობა იყო. მეგობრებთან ერთად ეწეოდა სიგარეტს. თბილისში, პეროვსკაიაზე, ქურთის ქალი, ტიკო ცხოვრობდა, რომელიც ტანსაცმელს ყიდდა. ძვირადღირებული სიამოვნება იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული საქონელი, ამიტომ მედიკო და მისი უახლოესი მეგობრები ტანსაცმელს ერთი კვირით თხოულობდნენ და ისევ აბრუნებდნენ. "წავიდეთ, ტიკოს მივადგეთ", - იტყოდა ხოლმე მედიკო და მეგობრებს აიყოლიებდა. წვეულებისთვის ერთხელ ულამაზესი კაბა ითხოვა. ერთ კვირაში კაბა ტიკოს დაუბრუნა და სხვა წაიღო. ამიტომ, მედიკოს, იმ თბილისისათვის უცხოდ და ამავდროულად, ულტრამოდურად ეცვა. ქალაქში სულ რამდენიმე ნარკომანი იყო. როგორც ავადმყოფებს, მათ ნარკოტიკს მედპუნქტში უფასოდ უკეთებდნენ. ახალგაზრდების ნაწილი მარიხუანას მოიხმარდა. ჩუმად, არავის რომ გაეგო, ისიც მაშინ, თუ სასმლის ფული არ ჰქონდათ.

მარიხუანა შუა აზიიდან შემოსული გასართობი იყო, რომლის გასინჯვის სურვილი ახალგაზრდებს ნაწილს ჰქონდა.

გამხდარი, თათარი კაცი იყო ქოროღლი. აბანოებთან ცხოვრობდა. მარიხუანას მანეთად ყიდდა. თავად უფრო მეტს უხდიდა მილიციას, რომ თვალები დაეხუჭა. თვითონ სულ "კაიფში" იყო, მაგრამ არავინ იჭერდა.

კიდევ, იყო წამლები, რომლის გადაჭარბებული დოზა თრობას იწვევდა. ამაზე მეტი ნარკოტიკი მათ წრეში არავის გაუსინჯავს. მათ შორის, არც მედიკოს. 70-იან წლებში მეგობრების ჯგუფი დანაწევრდა. ნაწილი ნემსზე "შეჯდა", ნაწილმა სმა დაიწყო. მაგრამ მედიკო აღარ იყო მათ შორის.

  • უკანასკნელი დღე

წინა დღეებში მეგობრებს ცოტა დაბნეული და შეშინებული ეჩვენათ. გარეთ გასვლა არ უნდოდა. თუ გავიდოდა, მხოლოდ მეგობრების თანხლებით. იმ დღეს მედიკო სახლიდან ერთმა ქალმა გამოიყვანა. ორი ვაჟი ქუჩაში ელოდა. სინამდვილეში რა მოხდა, დღემდე არავინ იცის. ქალაქში ხმა დაირხა, მედიკო მებურიშვილი თერთმეტსართულიანის ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო. ექსპერტიზაზე კი მის ახლობლებს ჩუმად უთხრეს: "ამ საქმეს მიხედეთ, თავში აქვს ჩარტყმული". სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის ქალბატონი - მანანა მგელაძე გაასამართლეს, რომელმაც მედიკო შინიდან გაიყვანა. ის ორი ვაჟი არ გამოცხადებულა. მანანას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს მაღაზია "ციცინათელაში" დაიწყო მუშაობა. ახლობლები კიდევ მეტად დააეჭვა ამ ამბავმა. "ციცინათელა" ვალუტის მაღაზია იყო, სადაც უცხოელებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის საუკეთესო უცხოური საქონელი იყიდებოდა. ასეთი მაღაზია საბჭოთა საქართველოში უშიშროების სამსახურის გარეშე ვერ იარსებებდა. "ყველაფერში რომ ნომენკლატურის ხელი ერია, ცხადზე უცხადესი იყო. მედიკო მოკლეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს მის ქარიზმას, რადგან მისი თაობის თბილისელებისთვის ის განუმეორებელი სილამაზისა და სიკეთის მატარებელ გოგოდ დარჩა წლების შემდეგაც", - იხსენებს ბატონი ვახტანგი.

გამოძიების სწორად წარმართვა მეგობრებისა და ოჯახის ძალებს აღემატებოდა. მედიკოს, როგორც ქალაქში ულამაზეს გოგონას, სამთავრობო დელეგაციებს ხშირად აეროპორტში ახვედრებდნენ. იქნებ რამეს შეესწრო და არასასურველ ინფორმაციას ფლობდა? ეს არავინ იცის. დღემდე საიდუმლოდ დარჩა.

თეთრ კუბოში ჩასვენებულ, თეთრი კაბით შემოსილ, მარმარილოსავით პირთეთრ გოგონას, უკანასკნელ გზაზე მთელი თბილისი მიაცილებდა. 1968 წლის 14 აპრილს 21 წელი უნდა შესრულებოდა. 10 აპრილს დაკრძალეს.

  • ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივიდან. მფლობელი: ლონდა მებურიშვილი

ავტორი: ქეთი დარჩია