სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?
სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?

ბაია (ხა­თუ­ნა) კვი­ცი­ა­ნის­თვის ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძე­ლი მას შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ ნა­თია თურ­ნა­ვას მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბაია კვი­ცი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში კახა კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა. ბა­ი­ას და მაკა კვი­ცი­ა­ნი 15 წელ­ზე მე­ტია, რაც მის მე­უღ­ლეს­თან ანუ­კი არე­ში­ძეს­თან მე­გობ­რობს.

დები კვი­ცი­ა­ნე­ბის მამა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი და მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 1990 წელს, მე­ო­რედ კი 2008 წელს მოხ­ვდა. კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი მეს­ტი­ის ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო და პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

მა­მას­თან ერ­თად

დებ კვი­ცი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ელი­ტა წლე­ბია იც­ნობს, ცნო­ბი­ლია ასე­ვე მათი დედა დი­ზა­ი­ნე­რი ნანა შუკ­ვა­ნი. დებ კვი­ცი­ა­ნებს უმ­ცრო­სი ძმა, კოკა კვი­ცი­ა­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ბაია კვი­ცი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის "და­ლო­ო­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე დიდი მა­ღა­ზია, ტან­საც­მლის ხაზ­თან ერ­თად, აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა არ­ტის­ტებ­თან და ბრენ­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შექ­მნილ ნივ­თებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს.

35 წლის პარ­ლა­მენ­ტარს ჰყავს მე­უღ­ლე გი­ორ­გი ან­თა­ძე და ერთი შვი­ლი, გაბ­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც 2015 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ი­ბა­და. წყვილ­მა 2013 წელს იქორ­წი­ნა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი თბი­ლი­სის ზღვის კლუბ­ში გა­და­ი­ხა­და.

ქორ­წილს ეს­წრე­ბოდ­ნენ: ირაკ­ლი ალა­სა­ნია, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ინგა გრი­გო­ლია, ნინო არა­ზაშ­ვი­ლი და ა.შ.

  • ბაია კვი­ცი­ა­ნის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

რო­გორც დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის 50%, რო­მე­ლიც ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა და დე­დას­თან ერ­თად ფლობს.

მის სა­ხელ­ზეა ასე­ვე 164,18 კვ.მ. ბინა თბი­ლის­ში ძმებ კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2014 წელს ასე­ვე აჩუ­ქეს.

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ, გი­ორ­გი ან­თა­ძემ 2016 წელს 63 300 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა Range Rover Sport ავ­ტო­ლი­ზინ­გით შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ბაია კვი­ცი­ანს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ბა­რათ­ზე 2343 ლარი ჰქონ­და, მის მე­უღ­ლეს კი ან­გა­რი­შებ­ზე ერი­ცხე­ბო­და: 10 800,27 ლარი, 50,77 დო­ლა­რი და 5,54 ევრო.

ბაია კვი­ცი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა "შპს მუხ­ბე სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რია, მისი პარტნი­ო­რი დედა, ნანა შუკ­ვა­ნი გახ­ლავთ. დე­პუ­ტა­ტი "შპს ედუ­კო სა­ქარ­თვე­ლოს“ 100%-იან წილ­საც ფლობს.

ბაია კვი­ცი­ანს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი მე­უღ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლა ლონ­დონ­ში გა­ნაგ­რძო და ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს სკო­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბე­ლის" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რობ­და, თუ რო­გორ ებ­რძო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭარბ წო­ნას.

"თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას მქონ­და ჭარ­ბი წონა და ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო... მი­ჭირ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი - ბავ­შვო­ბა­ში უჭ­მე­ლი ვი­ყა­ვი და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის შემ­დეგ კვე­ბა ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. ჩვენ­თან არ იყო მა­შინ ასე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტკბი­ლე­უ­ლი და ფუნ­თუ­შე­ბი და იქ უფრო მეტი არ­ჩე­ვა­ნი იყო და ვა­გე­მოვ­ნებ­დი. რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­დას სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, 35 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. რე­აქ­ცი­ე­ბით მივხდი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა მქონ­და, თა­ვად ასე მძაფ­რად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი. ეს ხდე­ბო­და 1996-1997 წლებ­ში. რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბავ­შვს ზრდი­ლო­ბა­სა და ჰი­გი­ე­ნას ას­წავ­ლი, ისე უნდა ას­წავ­ლო სწო­რი კვე­ბა და შემ­დეგ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღარ დად­გეს.

დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დო და სპე­ცი­ა­ლის­ტთან მი­მიყ­ვა­ნა და ნელ-ნელა და­ვი­წყე კლე­ბა. გა­მო­ნათ­ქვა­მია, ყვე­ლა­ფერ თეთ­რს უნდა შე­ეშ­ვა 30 წლის ზე­ვით, მაგ­რამ ათ დღე­ში ერთხელ, შა­ბათ-კვი­რას, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გემ­რი­ე­ლი კვე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცე სა­კუ­თარ თავს. თუმ­ცა სი­გამ­ხდრე არ ნიშ­ნავს ჯან­მრთე­ლო­ბას, ესეც არას­წო­რი მიდ­გო­მაა. რო­დე­საც ბევრ კი­ლოგ­რამს იკ­ლებ, ფო­ბი­ა­ში გა­დაგ­დის ზედ­მე­ტი 100 გრა­მის მო­მა­ტე­ბაც კი.

კლე­ბის პრო­ცე­სი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი იყო. უცებ გა­ვიღ­ვი­ძე და არა­ფე­რი აღარ უნდა მე­ჭა­მა, ამ დროს ვი­ყა­ვი მო­ზარ­დი, მაგ­რამ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, ასე­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დღეს ვერ ვიქ­ნე­ბო­დი. ამან მას­წავ­ლა, რომ საკ­ვე­ბი არ არის სი­ა­მოვ­ნე­ბა..." - ამ­ბობ­და ბაია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
5

ვისაც ფეხი აუცდა ყველა პარლამენტშია პოლიტიკოსებუს გარდა.

1

მგონი ამ სვან ნაშას სალონი ეგონა პარლამენტი და ამიტომ შევიდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?

სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?

ბაია (ხათუნა) კვიციანისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტში დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა.

როგორც ამბობენ, ბაია კვიციანი "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კახა კალაძის კვოტით მოხვდა. ბაიას და მაკა კვიციანი 15 წელზე მეტია, რაც მის მეუღლესთან ანუკი არეშიძესთან მეგობრობს.

დები კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი და მდიდარი ბიზნესმენი კანდიდ კვიციანი გახლავთ, რომელიც პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ კი 2008 წელს მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.

მამასთან ერთად

დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს, ცნობილია ასევე მათი დედა დიზაინერი ნანა შუკვანი. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევა.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ბაია კვიციანი ოჯახური ბიზნესის "დალოოდის" გენერალური დირექტორია. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი მაღაზია, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებსა და ნამუშევრებს.

35 წლის პარლამენტარს ჰყავს მეუღლე გიორგი ანთაძე და ერთი შვილი, გაბრიელი, რომელიც 2015 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. წყვილმა 2013 წელს იქორწინა და გრანდიოზული ქორწილი თბილისის ზღვის კლუბში გადაიხადა.

ქორწილს ესწრებოდნენ: ირაკლი ალასანია, მეუღლესთან ერთად, ინგა გრიგოლია, ნინო არაზაშვილი და ა.შ.

  • ბაია კვიციანის ქონებრივი დეკლარაცია

როგორც დეპუტატის დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მის სახელზეა რეგისტირებული ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომერციული ფართის 50%, რომელიც ჩუქებით გადაეცა და დედასთან ერთად ფლობს.

მის სახელზეა ასევე 164,18 კვ.მ. ბინა თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს ასევე აჩუქეს.

დეპუტატის მეუღლემ, გიორგი ანთაძემ 2016 წელს 63 300 დოლარად ღირებული ავტომანქანა Range Rover Sport ავტოლიზინგით შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას, ბაია კვიციანს "საქართველოს ბანკის" ბარათზე 2343 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი ანგარიშებზე ერიცხებოდა: 10 800,27 ლარი, 50,77 დოლარი და 5,54 ევრო.

ბაია კვიციანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "შპს მუხბე საქართველოს“ დირექტორია, მისი პარტნიორი დედა, ნანა შუკვანი გახლავთ. დეპუტატი "შპს ედუკო საქართველოს“ 100%-იან წილსაც ფლობს.

ბაია კვიციანს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის ამჟამინდელი საქმიანობა.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ მოგვიანებით სწავლა ლონდონში განაგრძო და ევროპული ბიზნეს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

რამდენიმე წლის წინ მომავალი პოლიტიკოსი "საზოგადოებრივ მაუწყებელის" შუადღის გადაცემაში საუბრობდა, თუ როგორ ებრძოდა წლების განმავლობაში ჭარბ წონას.

"თინეიჯერობისას მქონდა ჭარბი წონა და ეს საკმაოდ რთული იყო... მიჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი - ბავშვობაში უჭმელი ვიყავი და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კვება ვერ გავაკონტროლე. ჩვენთან არ იყო მაშინ ასეთი ხელმისაწვდომი ტკბილეული და ფუნთუშები და იქ უფრო მეტი არჩევანი იყო და ვაგემოვნებდი. რომ ჩამოვედი, დედას საოცარი რეაქცია ჰქონდა, 35 კილო მქონდა მომატებული. რეაქციებით მივხდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა, თავად ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი. ეს ხდებოდა 1996-1997 წლებში. როგორც პატარაობიდან ბავშვს ზრდილობასა და ჰიგიენას ასწავლი, ისე უნდა ასწავლო სწორი კვება და შემდეგ პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.

დედამ ყველაფერი გადადო და სპეციალისტთან მიმიყვანა და ნელ-ნელა დავიწყე კლება. გამონათქვამია, ყველაფერ თეთრს უნდა შეეშვა 30 წლის ზევით, მაგრამ ათ დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას, მაინც შეიძლება გემრიელი კვების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუმცა სიგამხდრე არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ბევრ კილოგრამს იკლებ, ფობიაში გადაგდის ზედმეტი 100 გრამის მომატებაც კი.

კლების პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უცებ გავიღვიძე და არაფერი აღარ უნდა მეჭამა, ამ დროს ვიყავი მოზარდი, მაგრამ ეს გამოცდილება რომ არა, ასეთი ორგანიზებული დღეს ვერ ვიქნებოდი. ამან მასწავლა, რომ საკვები არ არის სიამოვნება..." - ამბობდა ბაია ინტერვიუში.