"კოვიდპასპორტი იყო გადასახედი, იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა" - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდპასპორტმა საქართველოში იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, აზრი დაკარგა.
"ჩვენ თავიდან დიდი სურვილი გვქონდა, რომ კოვიდპასპორტი სხვა ფორმატით ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან "ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ გარკვეული დებულებები, რომლებიც კოვიდპასპორტის ორიგინალურ ვერსიაში იყო, უკვე არ შეესაბამებოდა რეალობას. განსაკუთრებით, გადატანილი კორონავირუსის ვადის დაფიქსირების გარეშე კოვიდპასპორტის აღებაზე. ამის შემდეგ "ომიკრონმა" მართლაც ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი, რაც კოვიდპასპორტში უკვე წერია, ცოტათი აცდენილია რეალობისაგან, იგივე გადატანის შემდეგ პერიოდი, იგივე რამდენად საიმედოა ანტიგენის სწრაფი ტესტი, 72 - საათიანი პერიოდი რამდენად შეესაბამება ჯაჭვური რეაქციის ეფექტურობას. ასე რომ, კოვიდპასპორტი ჩვენი აზრით იყო გადასახედი, ჩვენი აზრით იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა. რევიზია ნამდვილად საჭირო იყო, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი და სხვადასხვა ვარიანტებსაც განვიხილავდით. კოვიდპასპორტმა ჩვენთან იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, რა თქმა უნდა, აზრი დაკარგა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, "ომიკრონი“ სრულიად განსხვავებული შტამია და არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც მის გავრცელებას შეამცირებს.
"არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც რომელიმე ქვეყანაში, არამარტო საქართველოში, შეამცირებს "ომიკრონის“ გავრცელებას. წარმოუდგენელია, სრულიად სხვა ტიპის ვირუსია, სრულიად სხვა რანგის გავრცელების უნარი გააჩნია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქცინაციაზე უარი უნდა ვთქვათ. ახლა არა მგონია, საქართველოში ბევრს ჰქონდეს დარჩენილი სტიმული იმისა, რომ ვაქცინა გაიკეთოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ადამიანო მოდი გონს და შეხედე მოვლენას გამოღვიძებულით კი არა, არამედ ფხიზელი თვალით, რადგან ჯანმოს ეს განცხადება და მოვლენის ფაქტორიანობა გეუბნება იმას, რომ 2025 წლამდე ვირუსი გექნება ჩახუტებაშიო და სად ავაცდინე შეფასება, თუ არა პირველი კომენტარებიც შენთანაა ჟურნალისტო. გიხაროდეთ!>>>>>>>>>>>>>>>>>>>"არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს "ლოქდაუნს“, მაგრამ მივმართავთ, დაიცვან საკუთარი ხალხი ნებისმიერი საშუალებით" - ტედროს ადანომ გებრეისუსი09:51 / 02-02-2022>>>>>>>>>>>>კლასიკური განცახდებების რიცხოვნობა, რომელიც გეუბნება მე რა შუაში ვარ, თუ ჩხაიძე-ცერცვაძე-შიოლაშვილ-ინგა გრიგოლია-აიფონამ არ დაგიცვაო!? გაიმარჯოს ვუდუს აფრიკას! აღდგომა და ხვალეო, გიხაროდეთ!
"არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს "ლოქდაუნს“, მაგრამ მივმართავთ, დაიცვან საკუთარი ხალხი ნებისმიერი საშუალებით" - ტედროს ადანომ გებრეისუსი09:51 / 02-02-2022>>>>>>>>>>>>კლასიკური განცახდებების რიცხოვნობა, რომელიც გეუბნება მე რა შუაში ვარ, თუ ჩხაიძე-ცერცვაძე-შიოლაშვილ-ინგა გრიგოლია-აიფონამ არ დაგიცვაო!? გაიმარჯოს ვუდუს აფრიკას! აღდგომა და ხვალეო, გიხაროდეთ!